თუ მარტოხელა ხართ და ადამოუკიდებლად მოგწონთ კერძები მომზადება მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის. ის იმდენად უჩვეულო და ამრტივია, რომ ნებისმერი დიასახლისი გაარტმევს თავს. ის ერთხელ მაინც უნდა მოამზადოთ თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო. ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია სოსისით მომზადებული კატლეტის უმარტივეს რეცეტს გთავაზობთ.
კერძის მომზადების შემდეგ ნამდვილ შედევრს მიიღებთ რომელიც ყველაზე დახვეწილ გურმანსაც კი გააოცებს.
კატლეტის მარტივი რეცეპტი
ინგრედიენტები
- 4 ცალი რძიანი სოსისი
- 2 ცალი ქათმის კვერცხი
- 4 სუფრის კოვზი ფქვილი
- 200 გრამი გახეხილი მაგარი ყველი
- 1 სუფრის კოვზი არაჟანი
- 200 გრამი სიმინდის ფანტელი – დამტკბობლების გარეშე
მომზადების წესი
1. წვრილად დაჭერით სოსისი და გახეხილი ყველი, არაჟანი, ფქვილი და მწიკვი შავი პილპილი დაუმატეთ. სოსისი ჩვეულებრივ მარილიანია და დაფიქრდით ღირს თუ მარილის კიდევ დამატება. ყველაფერს კარგად აურიეთ და ფარშიც მზად არის.
2. სიმინდის ფანტელი კარგად დაფხვენით. გახსვდეთ რომ ფანტელი ტკბილი არ უნდა იყოს! ახლა საშუალო ზომის კატლეტების ფორმირება დაიწყეთ და ისინი ჯერ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხში, ბოლოს კი სიმინდის ფანტელში.
3. შეწვით ცხელ ტაფაზე – გაოქროსფრებამდე. სულ ეს არის! შეგიძლიათ გასინჯოთ, დარწმუნებული ვართ ის ყველას მოეწონება!
Paparazzi-ს რედაქციისგან
თუ სიმინდის ფანტელის პანირება ძალიან მსხვილია შეგიძლიათ სიმინდის ფქვილი გამოიყენოთ. პანირების ფენა უფრო ნაზი და თხელი იქნება. რაც შეეხება სოსისს, გირჩევთ კლასიკური სოსისი გამოიყენოთ გემოვნური დანამატების გარეშე.
ამ კატლეტებს ზოგჯერ ყველითაც აკეთებენ, შეგიძლიათ თამამი ექსპერიმენტები გააკეთოთ!