ღვიძლი ბოშურად: რა უნდა დაამატოთ ტაფაზე თუ ქათმის ღვიძლის მომზადებას გადაწყვეტთ

0
1056

ქათმის ღვიძლი სოკოთი 20 წუთში მზადდება. ყველა ინგერდიენტი იოლად ხელმისაწვდომია. დღეს Paparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ დაუვიწყარი სადილი ან კალორიული ვახშამი სულ რაღაც 15-20 წუთში.

Photo credit: Depositphotos

ქათმის ღვიძლი სოკოთი

ვეგეტარიანელებთან დიდი ბოდიში მაგრამ, ქათმის ღვიძლი სოკოთი – ნაზი სრულყოფილებაა ყველის სოუსში. თუ თქვენმა მადამ გაიღვიძა აჯობებს სწრაფად გაინებივროთ თავი ამ კერძით. შეგიძიათ მისგან ბუტერბროდის მოამზადოთ ან მაკარონთან ერთად მიირთვათ, თუმცა ის რომ მისი გასინჯვა ნამდვილად ღირს, უბრალოდ ფაქტია!

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები

  • 400 გრამი ქათმის ღვიძლი
  • 300 გრამი სოკო
  • 1 ხახვი
  • 150 გრამი მდნარი ყველი
  • 250 მილიგრამი რძე
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 კონა მწვანილი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. გაფცქვენით ხახვი და ნახევარრგოლებად დაჭერით. მოწვით ხახვი მცენარეულ ზეთზე – 2 წუთის განმავლობაში.

2. გახეხეთ მდნარი ყველი თეფშზე. თუ ყველს საყინულეში მოყინავთ ეს უფრო იოლი გასაკეთებელი იქნება.

3. დაჭერით ქათმის ღვძლი მცირე ნაჭრებად. თუმცა იქამდე ყურადღება მიაქციეთ რომ ის კარგად გასუფთავდეს, თორემ კერძი მწარე გამოვა.

4. ოქროსფრებამდე შემწვარ ხახვს 300 გრამი შამპინიონი დაუმატეთ. თუ სოკო პატარაა შეგიძლიათ არ დაჭრათ, თუ დიდებია თქვენი შეხედულებისამებრ დაჭერით. სოკო 3-5 წუთის განმავლობაში წვით. მორევა არ დაგავიწყდეთ.

5. ახლა ყველი და რძე დაუმატეთ და სითხე ადუღებამდე მიიყვანეთ.

6. როდესაც ტაფაზე რძე ადუღდება, სოკოსა და ხახვს ქათმის ღვიძლი დაუმატეთ და სოუსის წამოდუღების შემდეგ კიდევ 7 წუთი თუშეთ

7. სანამ კერძი მზადების პროცესშია, შეგიძლიათ ნიორი და 1 კონა მწვანილი დაჭრათ. ქათმის ღვიძლი მზად არის.

ეს კერძი ნამდვილად იმსახურებს მიშლენის ვარსკვლავს.

როგორც ხედავთ აუცილებელი არ არის საათობით იდგეს ქურასთან რათა რაიმე გემრიელი მოამზადოთ. იმედი გვაქვს რეცეპტი მოგეწონათ. გემრიელად მირთვით!