თუ წყვილს ერთნაირი ტემპერამენტი აქვს, მათი კავშირი ძლიერი და წარმატებული იქნება. დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ 3 ზოდიაქალურ კავშირზე, რომლებიც თავიანთი ტემპერამენტით და ვნებით გარშემომყოფებს აოცებენ. ამ ადამიანების ახლოს სიყვარულის და ვნების აურა ჩნდება. დღეს გაიგებთ, თუ როგორ ცხოვრობენ ერთად.
წყვილები ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი და მშვილდოსანი
ერთი და იმავე სტიქიის წყვილი, მათი ხასიათი ერთმანეთს დიდად ჰგავს. ვერძი მიზანდასახული, ოპტიმისტი და ფუქსავატია. მშვილდოსანიც ამ თვისებებს ავლენს, ოღონდ უფრო ნაკლებად. ორივე უკიდურესობაში გადადის და ძალიან მოუთმენელია. ემოციებით სავსე არიან. ვერძი მხიარული, მომხიბვლელი და ქარიზმატულია, ყოველთვის საპირისპირო სქესის ყურადღების ცენტრში იმყოფება.
ვერძი იმათ შორის არაა, ვინც რომანს პირველივე შემხვედრთან იწყებს. მათ ასეთივე ნათელი და უჩვეულო ადამიანი სჭირდებათ, რომელიც სხვების ხედვას იზიდავს. ასეთ აღწერას სწორედ მშვილდოსანი შეესაბამება. ის სიცოცხლით სავსე და მიმზიდველია. ამავდროულად, მშვილდოსანი ცხოვრებას ფილოსოფიურად უდგება. ასეთ წყვილს შორიდან შეამჩნევთ და რთულია მათი ჰარმონიული კავშირით არ აღფრთოვანდეთ.
მორიელი და ტყუპები
ტყუპები ფინანსური და სულიერი კეთილდღეობისთვის მიისწრაფვის. მეგობრების და ახლობლების განწყობას გრძნობს, ამიტომ კონფლიქტურ სიტუაციებს გაურბის. ტყუპები მრავალ ამოცანას ერთდროულად ასრულებს. ბიზნეს, ჰობს და ბავშვების აღზრდას ერთმანეთს წარმატებით უთავსებს. მორიელისთვის შეუძლებელი არაფერია, მორიელის მიზანდასახულობის მხოლოდ შეიძლება შეგშურდეთ.
მის გვერდით თავადაც უფრო თავდაჯერებული გახდებით. მორიელი ღალატს ვერ იტანს და საყვარელ ადამიანს თავადაც არ ღალატობს. მორიელი მესაკუთრეა, მეორე ნახევრის სხვასთან ფლირტს ვერ აიტანს. თუ ტყუპებს მორიელთან ურთიერთობის გახანგრძლივება სურს, თავდაჯერებული უნდა იყოს და არასდროს მოიწყინოს. მორიელს ვნება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თავგადასავლებს სხვაგან მოძებნის.
ვერძი და ლომი
ცეცხლოვანი კავშირი, სადაც წყენას ადგილი არ აქვს. ვერძი და ლომი წარმოშობილ პრობლემებს ერთად აგვარებენ და ფინანსურ კეთილდღეობას აღწევენ. ისინი პოზიტიურები, ენერგიულები და კომუნიკაბელურნი არიან. სულიერი და ფიზიკური კუთხით ერთმანეთის მიმართ ლტოლვას ყოველთვის განიცდიან. თავიდან ურთიერთობა ცოტა ტლანქად გამოიყურება, მაგრამ თუ საწყის ეტაპზე სირთულეებს გადალახავენ, მთელი ცხოვრება ერთად იქნებიან. ორივესთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი საყვარლად იგრძნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კავშირი ხანგრძლივი არ იქნება. ვერძის და ლომის ურთიერთობაში იგრძნობა ემოცია, ვნება. რაც მთავარია, იციან, როგორ გააოცონ ერთმანეთი.
რომელი ზოდიაქოს ნიშანიც არ უნდა იყოთ, ურთიერთობაში რომანტიკის შენარჩუნება ყოველთვის უნდა შეძლოთ. 10-20 წლის შემდეგაც კავშირი მტკიცე იქნება, თუ ერთმანეთის გრძნობებზე იზრუნებთ და საყვარელი ადამიანის განცდებით დაინტერესებას არ შეწყვეტთ. გისურვებთ სიყვარულს და ურთიერთგაგებას. დაე, ყველაფერი კარგად გქონდეთ, ამაში კი ვარსკვლავები დაგეხმარებიან.