7 მოულოდნელი ფაქტი ძუძუთი კვების შესახებ

0
90
Photo by Dave Clubb on Unsplash

1-7 აგვისტოს ჩათვლით, მსოფლიოში ძუძუთი კვების მხარდაჭერის კვირაა. ამ მოვლენის ფარგლებში გთავაზობთ რაქმდენიმე მოულოდნელ ფაქტს ძუძუთი კვების შესახებ.

1. ყველაზე გულუხვი მკვებავი დედები ცხოველურ სამყაროში – ჟირაფები არიან

ბევრი ძუძუმწოვარი უყოფს თავის რძეს სხვა პატარა ცხოველებს, თანაც, არამხოლოდ საკუთარი სახეობისას. ცნობილია შემთხვევები, როცა კატას ვირთხის შვილებიც კი გამოუზრდია. თუმცა, დედა-ჟირაფებმა ყველას აჯობეს: პატარა ჟირაფების 40% ჩვეულებრივად მიდის სხვა დედასთან საჭმელად.

2. ძუძუთი კვების გავლენა ინტელექტზე გაზვიადებულია

ძუძუთი გამოკვებილები უფრო ინტელექტუალები იზრდებიან, მათთან შედარებით, ვისაც ხელოვნური ნარევებით კვებავდნენ? არა! ძუძუთი კვების მრავალი დადებითი მხარე აქვს, თუმცა ამ საკითხთან არაფერ შუაშია. ამერიკელი მეცნიერების მასშტაბურმა კვლევებმა, რომლებშიც 12 000 და-ძმა მონაწილეობდა, სრულად დაამსხვრია ეს მითი. ექსპერიმენტის მსვლელობისას ოჯახის ერთ ბავშვს კვებავდნენ ძუძუთი, ხოლო მეორეს – ხელოვნური ნარევით. IQ-ებს შორის განსხვავება უკიდურესად უმნიშვნელო იყო.

3. ხელოვნური ნარევების მწარმოებლები ვალდებული არიან, ძუძუთი კვების პლუსებზე ისაუბრონ

ნარევების ეტიკეტზე მითითებული წარწერები იმის შესახებ, რომ ახალშობილისთვის ოპტიმალური კვება ძუძუს რძეა, სულაც არაა მწარმოებლის კეთილი ნების გამოვლინება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1981 წელს შემუშავებული საერთაშორისო შეთანხმება ძუძუს რძის შემცვლელებთან დაკავშირებით, მიმართულია იმაზე, რომ ნარევებმა არ გაუქროს დედებს ძუძუთი კვების სურვილი. კანონები, რომლებიც ამ შეთანხმებას უჭერს მხარს, 60-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო. ერთ-ერთი ასეთია კანონი იმის შესახებ, რომ მწარმოებლებმა უფასოდ არ უნდა მიაწოდონ თავიანთი პროდუქტი სამშობიარო სახლებს.~

4. მარჯვენა მკერდში უფრო მეტი რძეა, ვიდრე მარცხენაში

გარდა იმისა, რომ ქალთა უმეტესობას მკერდი სხვადასხვა ზომის აქვთ, ლაქტაციაც მარჯვენა და მარცხენა ძუძუში სხვადასხვა ინტენსივობისაა. რასთანაა ეს დაკავშირებული, ბოლომდე არაა ცნობილი, თუმცა მეძუძურ დედათა 70%-ს მეტი რძე სწორედ მარჯვენა ძუძუში აქვს.

5. მეძუძური ბავშვები დედებს ნამდვილად სუნით პოულობენ

როგორ კი ქალი იმ ოთახში შევა, სადაც ბავშვია, პატარა იწყებს მოუსვენრობას და პირის გახსნას – საჭმლის მოსვლას გრძნობს. მკერდის არეოლზე არსებობს განსაკუთრებული წარმონაქმნი, ე.წ. მონტგომერის ბორცვები. ბავშვის გაჩენის შემდეგ, მათზე არსებული ჯირკვლები გამოყოფს განსაკუთრებულ სითხეს, რომელსაც მკვეთრი სუნი აქვს. ამიტომ პოულობენ პატარები ძუძუს მარტივად სიბნელეში ან დახუჭული თვალით.

6. ლაქტაციის განახლება შესაძლებელია მრავალი წლის შემდეგ

თუ ქალმა, რაღაც მიზეზის გამო, შეწყვიტა ძუძუთი კვება, განახლება შესაძლებელია. თანაც, ხანდახან საუბარი არა დღეებსა და კვირებზე, არამედ თვეებსა და წლებზეცაა. ცნობილია შემთხვევები, როცა დედის ურძეობის გამო, შვილიშვილს ბებია კვებავდა.

7. The Global Big Latch On- ყველაზე გრანდიოზული ფლეშმობია, რომელიც ძუძუთი კვებას მიეძღვნა

ძუძუთი კვების კვირასთან დაკავშირებით, მსოფლიოს ათასობით დედა ერთდროულად, გარკვეულ დროს იწყებს ბავშვის კვებას ძუძუთი. მათ, ვისაც საშუალება აქვს, წინასწარ აკეთებს ამას ორგანიზებულ ადგილებზე, დანარჩენები კი სოც.ქსელებში ფოტოების გამოქვეყნებით უერთდებიან. გასულ წელს ამ ღონისძიებაში 60 000-ზე მეტმა დედამ მიიღო მონაწილეობა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი