როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ქალურად გამოვიყურებოდეთ

136
Photo credit: Depositphotos

არავისთვის არის საიდუმლო, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობა ხშირად ფიქრობს იმაზე თუ როგორ გამოიყურებოდეს უფრო ქალურად. ეს საკითხი უფრო აქტუალური 40-50 წლის ასაკში ხდება. ამაში გასაკვირი არაფერია, ჩვენ ყველა სოციალური არსებები ვართ და მოგვწონს როდესაც სხვის თვალში ლამაზად გამოვიყურებით. ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაცია მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ ნამდვილი ქალბატონივით გამოიყურებოდეთ.

კოსმეტიკის მწარმოებელი ფირმები ზარალს პანდემიის პერიოდშიც კი არ ნახულობენ, ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ქალბატონებს ყოველთვის სურთ მოვლილად და ლამაზად გამოიყურებოდნენ. ამ შემთხვევაში არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ მთელს დროს სახლში ატარებენ. ლამაზი კანი და მოვლილი გარეგნობა მათთვისაც სასიამოვნოა.

როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ ქალურად გამოვიყურებოდეთ

ქალურობა მხოლოდ გარეგნობაზე არ არის დამოკიდებული. ქცევა, ხასიათი, აზროვნების სტილი და სხვადასხვა მცირე შტრიხები “ნამდვილი ლედის” იერს ქმნიან. აი რატომ იძლევიან მოდური ჟურნალები თანამედროვე ტენდენციებისთვის ფეხის აწყობის რეკომენდაციას, მიუხედავად იმისა თუ რამდენი წლის ხართ.

არსებობს სიტუაციები როდესაც ახალგაზრდები ერთმანეთს ხვდებიან და შემდეგ ერთად ცხოვრებას იწყებენ, უმეტეს შემთხვევაში მამაკაცი განვიტარებას ცდილობს, ეძებს უკეთეს სამსახურს და კარიერულ კიბეზე წინსვლას ცდილობს. ქალის მხარეს კი ზოგჯერ სხვაგვარი ცვლილებები ხდება.

როგორ იწყება ყველაფერი

ისინი იწყებენ ცხოვრების მოწყობას. კავდებიან სახლის რუტინით. სადილის მომზადება, დალაგება, საყიდლები. ეს ყველაფერი ქალურობისთვის სასარგებლო შედეგს არ გვაძლევს. თავისთავად ზოგჯერ ხალხში გამოსვლა, სპექტაკლზე ან კინოში წასვლა გინდება. თუმცა მუდმივი სახლის საქმეების გამო ამ ტალღაზე მოწყობა ყოვეთვის ვერ ხერხდება.

მომავალში კი ყველაფერი რთულდება: ქორწილი ძალიან ლამაზია მაგრამ მისი სხივი სწრაფად ქრება. მცირე დასვენება და ისევ რუტინა. ჩნდებიან ბავშვები, მუდმივი გამოუძინებლობა, დაღლილობა, საშინელი განწყობა. შედეგად მსუბუქი და ჰაეროვანი ქალბატონი შეიძლება აუტანელ, კაპას ქალბატონად გადაიქცეს რომელიც მუდმივად უკმაყოფილოა.

რთული რეჟიმი, უძილობა, ცხიმიანი დიეტა – ხშირად ჭარბწონიანობას იწვევს. ძველი კაბა და კოსტუმები დაგიპატარავდებათ, ეს კიდევ ერთი მიზეზია სტრესისთვის. სამოსის გაზრდილი ზომა არცერთ ქალბატონს ახარებს.

შედეგად ნაზი, ლამაზი, ჭკვიანი გოგონასგან დაღლილი, უკმაყოფილო დეიდა მივიღეთ რომელსაც მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს თავში – როგორ შეიძინოს პროდუქტი ფასდაკლებისას და მიუსწორს საღამოს თოქ-შოუს ან სერიალებს.

სხვა რა დაგვრჩენია, პერსპექტივა ხომ არ არის? გირჩევთ პირველ რიგში საკუთარი თავით დაკავდეთ. მართალია ქალის ცხოვრება ძირითადად ოჯახზეა მიჯაჭვული მაგრამ დროა საკუთარ სივრცესა და თავზეც იდარდოთ.

ჩვენი რჩევა

ბავშვები. თუ დედა კმაყოფილია, ბავშვებიც კმაყოფილები არიან. სანამ ისინი პატარები არიან, მათი განწყობა და ცხოვრება დედის ქცევაზეა დამოკიდებული. ვერანაირი გემრიელი პიურე ან კატლეტი ვერ გააბედნიერებს მათ. ვერანაირი სმარტფონი ვერ აგრძნობინებს მათ თავს კარგად. ეს წარსულში დარცა.

ნუ დახარჯავთ ფულს და დროს ბავშვების კაპრიზებზე. ბავშებმა არ იციან რა რთულია ცხოვრება, ამიტომ ისინი სულ მეტს და მეტს ითხოვენ. მეორეს მხრივ, ახლა თანატოლები აღარ დაიწყებენ დაცინვას თუ ვინმეს ბოლო მოდელის პლანშეტი ან სმარტფონი არ აქვს. ბავშვები უფრო კეთილგონივრულები გახდნენ ვიდრე 20 წლის წინ.

კვებასთან დაკავშირებიტაც იგივე ისტორიაა. ჯანმრთელი საკვები უფრო სასარგებლოა ვიდრე პილმენი ან გულიაში. კუჭი თავს უფრო მსუბუქად და ჯანმრთელად იგრძნობს. ეს მეუღლესაც ეხება. ყველაზე მსუქანა და ღიპიანი ლუდისა და ცხიმიანი კერძების მოყვარული მამაკაციც კი ოცნებობს ლამაზ, მოხდენილ ცოლზე!

შემონახულით დროით შეგიძიათ რომელიმე სპორტულ სექციაში ჩაეწეროთ ან შემოქმედებითი სამშაოთი დაკავდეთ. სახლის პირობებში ცეკვის სწავლაც შეგიძლიათ.

გარდერობის შეცვლაც არ გაწყენდათ. მეუღლეც უფრო ხშირად მიგიწვევთ ვახშამზე მათ ხომ ლამაზი ქალბაონის გარემოცვაში ყოფნა ყოველთვის სიამოვნებთ. ნურც პიროვნული განვითარება დაგავიწყდებათ. რამდენიმე კარგი წიგნი დაგეხმარებათ უკეთ გააბათ საუბარი და მამაკაცის მიძინებული გრძნობები გააღვიძოთ.

ძალიან რთულია პირველი ნაბიჯის გადადგმა და ამ ყველაფრის დაწყება. დასაწყისში ორი უძლიერესი მტერი გეყოლებათ – შიში და სიზარმაცე. თუმცა მათი დამარცხება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. უფრო მეტი ძილი გინდათ ან ტკბილის მირთმევა? ესეიგი ცვლილებები საერთოდ არ გსურთ! გაიხსენეთ თქვენი ახალგაზრდობის წლები. როდესაც ენერგია ყველაფერზე გყოფნიდათ: სწავლაზეც, გართობაზეც და პაემნებისთვისაც. ეს ხომ შესანიშნავი დრო იყო.

გისურვებთ წარმატებებს!

იმისთვის, რომ ძველებურად იცხოვროთ, ძველი ჩვევები უნდა დაიბრუნოთ. შედეგები მალე სახეზე იქნება, თქვენი ქალურობის ყოველ ახალ დღეს სიმსუბუქე მოგემატებათ. ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენს ოცნებას მიუახლოვდებით. ჩვენ კი მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს თქვენს სასარგებლო წამოწყებებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს