რატომ უნდა შეწყვიტოთ წიწიბურას ხარშვა და მისი ცხობა დაიწყოთ

3787

ვიცით რომ ამ დღესასწაულებზე ყველა მარხვაზე არ ვყოფილართ და თავს გემრიელი კერძებით ვინებივრებდით, ეს კი ნიშნავს, რომ დროა მომატებულ წონაზე ვიფიქროთ. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ეს რაციონის გამარტივებაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი კვებითი ღირებულებაც უნდა შემცირდეს. Paparazzi-ს რედაქცია ქურაში გამომცხვარ წიწიბურას რეცეპტს გთავაზობთ. შესანიშნავი ვარიანტია წელის გარშემოწერილობის შესამცირებლად.

Photo credit: Depositphotos

ამ ბურღულეულის უბრალოდ მოხარშვით კერძი საინტერესო ვერ იქნება, ამიტომ მის სტანდარტულ რეცეპტს ამ შესანიშნავი რეცეპტით ჩავანაცვლებთ. ის თქვენი რაციონის გამრავალეროვნებაში დაგეხმარებათ. მისი მომზადებისთვის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები არ დაგჭირდებათ, მთავარია პროცესს გულიანად მიუდგეთ და ყველაფერი გამოგივათ! ცოტაოდენ სოდაზე და მის საჭიროებაზეც მოგითხრობთ.

ინგრედიენტები

  • 2 სუფრის კოვზი წიწიბურა
  • 2 ჭიქა წყალი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი 50 გრამი კარაქი
  • მწიკვი სოდა (დანის წვერით)

მომზადების წესი

1. წიწიბურის მომზადება ჩვეულებისამბერ ხდება. ჯერ გაარჩიეთ და შემდეგ გარეცხეთ. თუ ძალიან ბევრ წყას დაასხამთ და ოდნავ მოურევთ, ცარიელი მარცვლები მაღლა ამოტივტივდება.

Photo credit: Depositphotos

2. გარეცხილი წიწიბურა მოსახერხებელ ჭურჭელში მოათავსეთ (მაგალიტად, საშუალო ზომის სახურავიანი ქვაბი), დაასხით წყალი და მარილი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ამავე ეტაპზე სოდა დაუმატეთ.

Photo credit: Depositphotos

3. წიწიბურა ქურაში შედგით. აუცლებელი არ არის ქურა წინასწარ გააცხელოთ, შეგიძიათ ცივ ქურაშიც შედგათ. დააყენეთ 200 გრადუსზე და 45 წუთი დაინიშნეთ.

Photo credit: Depositphotos

4. ქვაბი გამოიღეთ, მოხსენით სახურავი და ქვაბში კარაქი ცადეთ. ამ მომენტში წყალი მასში აღარ უნდა იყოს. კვლავ დაახურეთ სახურავი და ქურაში კიდევ ნახევარი საათი შედგით. თუმცა ამ დროს ქურა უნდა გამორთოთ. ამგვარად წიწიბურა საბოლოოდ გამზადდება.

Photo credit: Depositphotos

5. ითვლება რომ სოდა წიწიბურას უფრო ფუმფულას და არომატულს ხდის, ამავდროულად ის ბუნებრივ ფერს ინარჩუნებს. თუ თვლით, რომ ამგვარი წიწიბურა არ გიყვართ მას სოდას ნუ დაუმატებთ.

Photo credit: Depositphotos

Paparazzi-ს რედაქციისგან

ქურაში მომზადებული წიწიბურა შესანიშნავად გამოიყურება, არაჩვეულებრივი არომატი აქვს და მისი მირთმევა ერთი სიამოვნებაა. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს