ერთხელ ავტობუსში ორი მამაკაცის საუბარს შევესწარი, ერთი ამბობდა რომ მისი მეუღლე ნებისმიერი პროდუქტისგან გასაოცარ კერძს ამზადებს, მეორეს კი მისი აშკარად შურდა თქვა, რომ კულინარიის ნიჭი ყველას არ აქვს. თუმცა გვსურს გითხრათ, რომ აუცილებების არ არის იშვიათი ან ძვირადღირებული პროდუქტისგან მოამზადოთ კერძი იმისთვის, რომ ახლობლები გაახაროთ და გააოცოთ.
Paparazzi-ს ამ სტატიაში ხეკის მომზადებას გასწავლით. გაყინული ტევზი სწორად უნდა გაალღოთ. თევზი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაალღოთ მიკრო ტალღურ ღუმელში ამ ცივი წყლის ჭავლის ქვეშ. ის ამ შემთხვევაში თავის კულინარიულ და საკვებ ღირებულებებს დაკარგავს. აჯობებს წინასწარ შედოთ ის მაცივრის ქვედა თაროზე და 4-6 საათით დატოვოთ გასალღობად.
როგორ მოვამზადოთ ხეკი გემრიელად
აიღეთ ხეკის ნაჭერი. ეს თევზი უჩვეულოთ ნაზი გემოთი გამოირჩევა და საკმაოდ წვნიანია.
ინგრედიენტები
- 1 კილოგრამი ხეკი
- 1 დიდი ხახვი
- 1-2 სტაფილო
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 300 გრამი მაგარი ყველი
- 300 გრამი არაჟანი
- 2 დაფნის ფოთოლი
- მარილი გემოვნებით
- შავი და თეთრი წიწაკა გემოვნებით
- ტკბილი და მომწარო პაპრიკა
- მცენარეული ზეთი ფორმაზე წასასმელად
მომზადების წესი
1. თევზი გაალღვეთ მაგრამ სრულად არა. გაასუფთავეთ, მოაჭერით ფრთები და გამოჭერით ფილე. გარეცხეთ და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით.
2. ხეკს მარილი მოაყარეთ და სანელებლებიც წაუსვით: წიწაკა და პაპრიკა. დატოვეთ გემოსა გასაჯდომად.
3. ახლა ბოსტნეული მოამზადეთ: ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად, სტაფილო გახეხეთ, მწვანე ხახვი კი წვრილად დაჭერით.
4. მოამზადეთ სოუსი: ჯამში ჩაასხით არაჟანი, გახეხილი ყველი (თუმცა სრულად არა, 50-80 გრამი თევზზე მოსაყრელად შეინახეთ), 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. მოურიეთ და წიწაკით, პაპრიკით და მარილით შეაზავეთ თქვენი გემოვნებისამებრ.
5. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და ხახვის რგოლები დააფინეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი სტაფილო და დაფნის ფოთლები, დააყარეთ წვრილად დაჭრილი 2 კბილი ნიორი. მოაყარეთ მარილი და სურვილისამებრ სანელებლებითაც შეაზავეთ. შემდეგ ცოტაოდენი არაჟნისა და ყველის სოუსიც მოუსვით.
6. ამ ფენაზე თევზის ნაჭრები დაალაგეთ, მოაყარეთ მწვანე ხახვი და სტაფილო. კვლავ მოუსვით სოუსი. გაიმორეთ კიდევ ერთხელ: ფილე, მწვანე ხახვი, სტაფილო, სოუსი. შეგიძლიათ სურვილისამბერ საყვარელი მწვანილიც გამოიყენოთ.
7. ზემოდან კვლავ სოუსი მოასხით და დარცენილი ყველი მოაყარეთ. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში – 40 წუთით.
კერძი მზად არის! ეს საკმაოდ ნოყიერი კერძია თუმცა თუ გარნირიც მოგესურვათ შეგიძლიათ კარტოფილისგან მოამზადოთ. შეგიძლიათ ისინი ქურაში ერთდროულად მოამზადოთ.