უდრის თუ არა შეცოდება მეგობრული კავშირის განადგურებას.

280

ძალიან მეცოდები! ალბათ მსგავსი ფრაზა ერთხელ მაინც მოგისმენიათ. როდესაც ვინმე ამას გეუბნებათ სიბრალულსა და თანაგრძნობას გრძნობთ – საკუთარი თავის მიმართ! ამ მომენტში გონებაში იწყებთ მიზეზის ძიებას თუ რა გააკეთე არასწორად და საკუთარი თავის გაუფასურების პროცესი იწყება.

დღეს Paparazzi-ს რედაქციამ გადაწყვიტა გაერკვია რამდენად ხშირად და როგორ შემთხვევებში ახმოვანებენ ფრაზას “მეცოდები” და რა ხდება ადამიანების აზრით თანაგრძნობისა და შეცოდების მიზეზი. ამ ფრაზას იმდენად ხშირად იყენებენ რომ მის შემჩნევას ან სერიოზულად აღქმასაც კი წყვეტთ.

Photo credit: Depositphotos

შეცოდება და თანაგრძნობა

ზოგჯერ ეს ძალიან უცნაურია. თითქოს ყველაფერი რიგზე გაქვს და ნორმალურად ცხოვრობ. მართალია ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება მაგრამ, მერე რა?! პატარა პრობლემები ყველას აქვს.

Photo credit: Pixabay

მეცოდებით

“პირველად ეს ფრაზა სკოლაში გავიგე და მთელი ცოხვრების მანძილზე დამამახსოვრდა. საახალწლო ზეიმიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, ულამაზესი თეთრი კაბა მეცვა, ზეიმზე უამრავი ტკბილეული მივირთვი და მეორე დღეს ბებოსთან მივდიოდი არდადეგებზე. თუმცა თანაკლასელმა მითხრა რომ ვეცოდებოდი იმის გამო, რომ ყოფაქცევაში ორიანი გამომყვა.”

Photo credit: Pixabay

“ჩემი მეგობარი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, საკმაოდ რეიტინგულს სოციალურ გვერდებზე მუშაობს. მისი ჰონორარი საშუალეაბს იძლევა, რომ ის დაისვენოს სადაც მოესურვება. თუმცა სამწუხაროდ მორალის მკითხველები გამოჩნდნენ. აღშფოთებით შეიცოდეს მეგობარი იმის გამო რომ არც მუდმივი სამსახური ქონდა და “რაღაც ფრილანსერი” იყო, არ ქონდა სახლი, არ გათხოვდა და შვილებიც არ ყავს, ეცოდებოდათ რადგან მან თავისი “ქალური დანიშნულება” ვერ შეასრულა.” ადამიანებს მხოლოდ იმიტომ ეცოდებათ ვინმე თუ ის ისე არ ცხოვრობს როგორც მათ წარმოდგანს შეესაბამება. ეცოდებათ მაგალითად, მონიკა ბელუჩი რადგან ქმარმა მიატოვა, ეცოდებათ რომელიმე სუპერვასკვლავი რადგან მის სხეულზე გარკვეული ხარვეზი აღმოაჩნეს. ეცოდებათ ნებისმიერი ვინც მათი შეხედულებისამებრ არ ცხოვრობს, თუმცა ამ დროს ეს უკანასკნელი ადმაიანი შეიძლება სრულიად სავსე ცხოვრებით ცხოვრობდეს.

Photo credit: Pixabay

ყველას სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვს საკითხებზე. თუმცა ხალხი შეეჩვია ყველაფრის თავისი გადმოსახედიდან დანახვას. ფიქრობენ, რომ თუ ვინმეს ორიანი აქვს ყოფაქცევაში მისი შეცოდებაა საჭირო. ან იცოდებენ ადამიანს რომელიც ნაქირავებ ბინებში ცხოვრობს თუნდაც ამგავრი ცხოვრება მისთვის სრულიად კომფორტული და მისაღები იყოს. ჩვენი აზრით ეს ერთგვარ ხერხია სხვებზე უპირატესობის წარმოსაჩენად. იმისთვის, რომ მათ გააგებინონ, რომ შემცოდებლის ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია და რომ ის ყველაფერს უფრო სწორად და წესისამებრ აკეთებს. გახსოვდეთ, როდესაც ვინმეს იცოდებთ ამით მის ცხოვრებისეულ გეგმებს აუფასურებთ, უზღუდავთ არცევანის თავისუფლებას!

Photo credit: Pixabay

იცხოვრეთ ისე, რომ სხვათა შეცოდებისთვის დრო არ გქონდეთ. პირველ რიგში საკუთარი ტავისთვის უნდა იცხოვროთ. სამყარო მრავაფეროვანია და მასში საკმარისი ადგილია ყველასთვის. უფრო გააფართოვეთ თქვენი სულიერი საზღვრები და თავადაც იპოვთ ცხოვრების სხვგვარ ვარიანტებს. გახსოვდეთ, არავინ ცხოვრობს ზუსტად ისე როგორც თქვენ თავად. წარმოიდგინეთ რომ დარწმუნებული ხართ თქვენს წარმატებაში და ამ დროს ვიღაცას ეცოდებით…

Photo credit: Pixabay

Paparazzi-ს რედაქციისგან

ჩვენ არ ვამბობთ რომ თანაგრძნობა საერთოდ არ უნდა გაგაჩნდეთ. არსებობს სხვადასხვა სიტუაციები, ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია საკუთარ თავს დამოუკიდებლად დაეხმაროს და ვერც იმას საზღვრავს რომ შესაძლოა პრობლემა შეექმნას. თუმცა თუ ის გააზრებულად ცხოვრობს და მისი საქციელი თანმიმდევრულიც არის და ლოგიკურიც მაშინ რა საჭიროა მისი შეცოდება? ალბათ ამის შესახებ საკუთარი აზრი გაქვთ. აუცილებლად გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს