ნამდვილი ისტორია კონკია რძლის შესახებ

1385
photo credit: depositphotos

ოჯახში კარგი ურთიერთობა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ხშირად ურთიერთობა მოულოდნელად ფუჭდება. ისღა დაგვრჩენია შეცბუნებულმა უკან მოვიხედოთ და ვცადოთ გავიგოთ, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. არსებობს შანსი, რომ ყველაფერი გამოსწორდეს?

დღეს Paparazzi–ს რედაქცია გიზიარებთ ქალის ისტორიას, რომელიც ყოველთვის თვლიდა რომ ძლიერი ოჯახი ჰქონდა. ქმართან ერთად უკვე წლებია ცხოვრობს, ორ ბავშვს ზრდიან. თითქოსდა წინ მხოლოდ ნათელი მომავალი ელოდათ. ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა, თან არა უკეთესობისკენ.

photo credit: depositphotos

კარგი ურთიერთობა ოჯახში

„მე და ანდრია უკვე 12 წელია ერთად ვცხოვრობთ. ორი ბავშვი და კარგი მეგობრული ოჯახი გვაქვს. როგორც მინიმუმ, ასე ვთვლიდი ბოლო დრომდე, მაგრამ ახლა აზრი კარდინალურად შევიცვალე. ამის მიზეზი დედამთილია“ – წუწუნებს ირინა.

„ადრე დედამთილი სხვა ქალაქში შორ მანძილზე ცხოვრობდა. ერთმანეთს იშვიათად ვნახულობდით, მაგრამ მოხუცი ქალია და გვერდით არავინ ჰყავს. გასულ წელს ანდრიამ გადაწყვიტა, რომ მისი ბინა გაეყიდა და ჩვენს ქალაქში ეყიდა, რომ ჩვენთან ახლოს ყოფილიყო. წინააღმდეგი არ ვიყავი.

photo credit: depositphotos

ადრე დედამთილი არ მენატრებოდა, ახლა დანახვა არ მსურს. სანამ შორს ცხოვრობდა, ჩვენს საქმეში არ ერეოდა. ახლა რჩევების გაცემის გარდა სხვა საქმე არ აქვს. მოდის და მასწავლის, როგორ ვიცხოვრო.

ხან რაღაცას არასწორად ვაკეთებ, ხან ვერ ვალაგებ, ხან არასწორად ვაუთოებ. წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვცხოვრობდით მის და მისი ძვირფასი რჩევების გარეშე. ჯანდაბას ამით რომ დასრულებულიყო. ჩემ ქმარს მუდმივად ტვინს უბურღავს. თითქოსდა, ახალგაზრდობაში ყველაფერს სხვანაირად აკეთებდა, ისე არა, როგორც მე. ბავშვების აღზრდაზეც და ჩემს გარდერობზე საკუთარი აზრი აქვს.

photo credit: depositphotos

წინა დღეს კვლავ გვესტუმრა. სადილობის დრო იყო, ანდრიასთან ერთად ბორშზე დავპატიჟე, თავად სხვა ოთახში გავედი. სიმართლე რომ გითხრათ, მათთვის კომპანიის გაწევა არ მსურდა. საძინებლიდანაც კი მესმოდა, რომ ჩემს კერძს განიხილავდნენ.

როგორც კი დავბრუნდი, რომ ქმარმა მითხრა: „შეგეძლო უფრო გემრიელი ბორში მოგემზადებინა. არც ხორცი, არც ქონი. აი, დედისგან ისწავლე.“ ის კი გვერდით იჯდა და თავს უქნევდა. ჩუმად გავედი და კარი დავხურე. იპოვეს პრობლემა!“ – აღშფოთებულია ქალი.

photo credit: depositphotos

შეიძლება დედამთილს სურს, რომ მისი შვილი კარგად იყოს, რომ გემრიელად გამოკვებონ და მოუარონ, მაგრამ ამით ჩვენ ოჯახს კარგს არაფერს უკეთებს. მისი შენიშვნების და ჩივილის გამო მე და ანდრია თითქმის ყოველდღე ვჩხუბობთ. განქორწინებაზეც ვფიქრობ. თუმცა მის გადმოსვლამდე ასეთი რამ არ მომხდარა.

ქმარი სამსახურის შემდეგ დედას 1 საათით ნახულობს, შემდეგ გზიდან თავის უკმაყოფილებას გამოთქვამს. რომ ეს ასე არაა და ის ისე. დარწმუნებული ვარ, რომ დედამთილი ჩემს წინააღმდეგ ამხედრებს. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ აკეთებს. ქორწინების ჩასაშლელად? რა აზრი აქვს, ჩვენ ხომ ახალგაზრდები აღარ ვართ, რომ ახალი ოჯახი შევქმნათ.

photo credit: depositphotos

სანამ დედამთილს წელიწადში 2–3–ჯერ ვხედავდით, ქმარს ყველაფერი აწყობდა. როგორც ვალაგებდი და როგორც ვამზადებდი. მოულოდნელად, კი ერთ წამში გადაუყვარდა. ვხვდები, რომ დედას აფასებს და ბედნიერია, რომ ახლა მის გვერდითაა, რომ სტუმრად ხშირად მოდის, მაგრამ ამ ქალის ატანა არ მაქვს.

წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დავიწყო ქმართან სერიოზული საუბარი და ყველაფერი ავუხსნა. 40 წლის ასაკში ხომ საკუთარი თავით ფიქრი უნდა დაიწყოს და უსასრულოდ დედას არ უნდა უსმინოს. მთელი ცხოვრება მეც არ გავჩუმდები. მათი შენიშვნები უსამართლო და უსიამოვნოა. საკუთარ სახლში პატივისცემას ნამდვილად ვიმსახურებ“ – დარწმუნებულია ირინა.

უცნაურია, რომ ირინა ამდენი ხნის განმავლობაში თავდასხმებს იტანს და თავის აზრს ქმრის და დედამთილის წინაშე არ იცავს. ვინ იცის, იქნებ, მისი ახლობლები ვერ ხვდებიან, რომ მათი რჩევები დახმარების ნაცვლად მხოლოდ გულისტკივილს იწვევენ.

აქ, ამ სიტუაციაში მეუღლეს ნამდვილად უნდა აუხსნას, რომ მან ცოლი კი არ უნდა გააკრიტიკოს, არამედ ცოლის მხარე დაიჭიროს და დაიცვას. 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლის და შვილების დედის შეცვლა მიამიტობა და სისულელეა. განა ასე არაა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს