ამ სტადიაში Paparazzi-ს რედაქცია ბულგარული ხორციანი კერძის მომზადებას გასწავლით. კუფტეტის რეცეპტი წარმოშობით ბულგარეთიდან არის. მისი არომატული გემო თქვენს გულს ნამდვიალდ დაიპყრობს. მართალია ის გარეგნობით კატლეტს გავს მაგრამ, ჩემი აზრით კუფტე გაცილებით გემრიელია!
კერძი შეგიძლიათ გრილზე, ტაფაზე ან ქურაში მოამზადოთ.
ინგრედიენტები
- 300 გრამი ძროხის ხორცი
- 600 გრამი ღორის ხორცი
- 1 ხახვი
- 100 გრამი ახალი სალა
- 250 მილიგრამი გაზიანი წყალი
- 1 ჩაის კოვზი მაიონეზი
- მარილი, წიწაკა – გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი
1. ღორის ხორცი, ძროხის ხორცი და სალა ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ. დაუმატეთ მაიონეზი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ფარში ხელით მოზილეთ ერთგვაროვანი მასის მირებამდე და კარგად დაბეგვეთ.
2. ფარშს გაზიანი წყალი დაუმატეთ. კარგად მოურიეთ. დააფარეთ საკვები ცელოფანი და მაცივარში 2 საათით შედგით. შეგიძიათ მას ძირა და წითელი დაფქული წიწაკა დაუმატოთ, თუმცა ეს თქვენი სურვილისამებრ უნდა გააკეთოთ.
3. სახეხზე ხახვი გახეხეთ და ფარშში ჩაუმატეთ. სხველი ხელით დაიწყეთ ბრტყელი კატლეტების ფორმირება.
4. საშუალო ცეცხლზე ტაფა დადგით, დაასხით მცენარეული ზეთი. შეგიძიათ ცოტაოდენი მარილიც დაუმატოთ რათა ზეთის შხეფებს აარიდოთ თავი. კუფტეტები კატლეტების მსგავსად შეწვით – ორივე მხრიდან ქერქის შეყავისფრებამდე.
5. სულ ეს არის, არომატული კუფტეტი მზად არის. მათი სუფრასთან მიტანაბოსტნეულით და შემწვარი კარტფილით აჯობებს. გემრიელად მიირთვით.
Paparazzi-ს რედაქციისგან
როგორც ხედავთ კუფტეტა მომზადების წესითა და ინგრედიენტებით კატეტისგან განსხვავდება. რბილი, წვნიანი, არომატული და ძალიან გემრიელი ბულგარული კერძი თქვენს ახლობლებს ნამდვილად მოეწონებათ. გირჩევთ ისინი ამ რეცეპტით მოამზადოთ – არ ინანებთ.