თითქოს რამდენიმე დღის წინ ვიყავით ცართული საახალწლო სამზადისს და ფუსფუსში, ერთ თვეში კი ქალების საერთაშორისო დღესასწაული 8 მარტი გველის. მარტში ცნობილი დღესასწაული “მასლენიცა” გვაქვს წინ, ამიტომ Paparazzi-ს რედაქცია უჩვეულოდ ფუმფულა ბლინების “კატაეფის” მომზადებას გასწავლით.
ეს სადღესასწაულო დესერტის საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია. გემოთი ის შეუდარებელია და თუ სწორად მიიტანთ სუფრაზე – საკმაოდ ორიგინალური შეხადეობაც ექნება. დღეს ამ რეცეპტს გაგიზიარებთ.
ინგრედიენტები
- 125 მილიგრამი წყალი
- 250 მილიგრამი რძე
- 1 ცაის კოვზი მშრალი საფუარი
- 200 გრამი ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი
1. პირველ რიგში გააცხელეთ წყალი და მასში საფუარიდ ა შაქარი გახსენით. სითხე 5-10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ დაუმატეთ წინასწარ გაცხელებული რძე და ხელით ათქვიფეთ.
2. შემდეგ მოაყარეთ გამაფხვიერებლიანი ფქვილი რძით და თხელი ცომი მოზილეთ. ცომს სამსაზრეულოს ტილო ან საკვების ცელოფანი გადააფარეთ და სითბოში ნახევარი საათით გააჩერეთ.
ამ დროის განმავლობაში კი ბლინებისთვის თქვენთვის სასურველი გულსართი მოამზადეთ.
3. მას შემდეგ რაც ცომი გაფუვდა და ბუშტუკები გაუჩნდა, ცხელ ტაფას მცენარეული ზეთი მოასხით და ბლინების მომზადება ნელ ცეცხლზე დაიწყეთ.
4. როდესაც ბლინის ზედა მხარე თეთრ ფერს მოყვითალოთი შეიცვლის, შეგიძლიათ ქვედა მხარის მზაობა შეამოწმოთ, თუ ქვედა მხარე საკმაოდ შეყავისფრდა შეგძლიათ ბლინი ტაფიდან გადმოიაროთ.
5. ტაფიდან გადმოღებისთანავე ბლინს კონუსის ფორმა მიეცით.
ქვემოთ ამ დესერტის მომზადების ვიდეო ვერსიასაც გთავაზობთ, რომელსაც გულსართი მომზადების ინსტრუქციაც ახლავს თან.
გულსართის მომზადების უამრავი სწრაფი და მარტივი მეთოდი არსებობს. როგორც ტკბილი ასევე მარილიანი ვერსიებიც. მაგალითად: ქათამი კარამელიზებული ხახვით, ხაჭო მწვანილით, შემწვარი სოკო ან თქვეფილი ნაღები შოკოლადით. არჩევანი თქვენზეა!