გოგონებსა და ქალბატონებს საუკუნეების მანძილზე აწუხებდათ კითხვა როგორ მოაწონონ თავი მამაკაცებს. ბრძნები და მკითხავები, ფსიქოლოგები და ასტროლოგები, სოციოლოგები და სტილისტები – ყოველი თავის “რეცეპტს” გვაძლევს. ეს საკმაოდ რთული და მრავალმხრივი საკითხია. ამიტომ Paparazzi-ს რედაქციამ გადაწყვიტა მას ასტროლოგგის კუთხითაც შეეხედა. ამჯერად ზოდიაქსო სამი ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც ჭკვიან ქალბატონებს აფასებენ.
როგორ მოვეწონოთ მამაკაცს
ამ მამაკაცებთან ურთიერთობისას აჯობებს თავი სულელად არ მოაჩვენოთ. ამ სიტყვის კარგი გაგებითაც კი. კუროებთან, მორიელებთან და მერწყულებთან ამის გაკეთება ნამდვილად ცუდი იდეაა! აგიხსნით რატომ.
კუროს ნიშნით დაბადებული მამაკაცი
ეს მიწის სტიქიის მამაკაცია. მისთვის მნშვნელოვანია მარტოობს გადალახვა და სერიოზული ურთიერთობების ჩამოყალიბება. მათ არ უყვართ რამდნეიმე ქალბატონთან თავიანთ რჩეულში ისინი პირველ რიგში ჭკუასა და სიბრძნეს აფასებენ. ასეთი მამაკაცისთვის მნშვნელოვანია მისი ქალბატონი არა მხოლოდ კარგი ცოლი არამედ შესანიშნავი დედა და მზრუნველი დიასახლისიც იყოს.
სულელი ქალბატონი ამგავრ მამაკაცს არ დააინტერესებს. თუ ის ქუჩაში მაღალ, ლამაზი ფიგურის, მკრდისა და თვალების მქონე ქალბატონს დაინახავს რა თქმა უნდა ყურადღებას მიაქცევს, თუმცა თუ ამ შესანიშნავი გარეგობის იქით დაბალი ინტელექტი იმალება – სიმპათია უმალვე გაქრება.
მამაკაცი მორიელი
მორიელი საკაოდ ემოციური და ცვალებად ნატურის მქონეა. ამის მიზეი კი წყლის სტიქიაა. ასეთი მამაკაცი ბრძენ, მშვიდ და გაწონასწორებულ ქალბატონს ეძებს, რომელსაც მისი მსუბუქი ხასიათის გაგება და მისთვის რთულ სიტუაციაში მხარდაჭერა შეეძლება.
თუ ახალგაზრდობაში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარომადგენელი ექსცენტრიული გოგონებით არის გატაცებული, უფრო მოწიფულ ასაკში ის ქალბატონს ინტელექტუალური შესაძლებლობებით აფასებს. მისთვის იდეალური ქალბატონი – მოვლილი, ნაკითხი და ბრძენი უნდა იყოს.
მერწყული მამაკაცი
ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი. მას ფსიქოლოგის თვისებები დაბადებიდან აქვს ამიტომ ის ადამიანს ერთი შეხედვით სწავლობს. ის შეიძლება კარგი მანიპულატორიც იყოს. როგორც წესი ისინი პირველივე შეხვედრისას ხვდებიან თუ როგორი ადამიანია მათ წინაშე და რას წარმოადგენს ის. ასეთი მამაკაცი განსაკუთრებით იხიბლება კარგი ინტელექტუალური მონაცემებით. ასევე აფასებს – სისუბუქეს და კეთილგანწყობას.
მერწყულს ცხოვრებაში მხოლოდ ის ქალბატონი ჭირდება რომელიც მის ნტეექტუალურ შესაძლებლობებსა და ჭკუას შეეფერება. თუნდაც ეს ქალბატონი სრულიად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული იყოს, ჭკვიანი გოგო უპრობლემოდ მიიპყრობს ამ მამაკაცის ყურადღებას. მტავარია ზედმეტად არ ეცადეოთ: მისთვის მნიშვნელოვანია თავს უფრო განათლებულად და კომპეტენტურად გრძნობდეს. ეს კი ბრძენი ქალის ერთ-ერთ მთავარ პოსტულატს წარმოადგენს: “მიეცი მამაკაცს საშუალება უფრო ჭკვიანი და პირველი იყოს. ყველაფერს საკუთარ თავს ნუ მიაწერთ და ძალიან ბედნიერი იქნებით.”
Paparazzi-ს რედაქციისგან
თუნდაც ჰოროსკოპით იდეალურად ეწყობოდეთ, ურთიერთობებში გარკვეული ძაისმევის გამოჩენა მაინც საჭროა. ასტროლოგიური მინიშნებები კი უბრალოდ ორიენტირს წარმოადგენს იმისთვის, რომ რაღაც დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოთ. მადლობას გიხდით სტატიის ბოლომდე წაიკიტხვისთვის. თუ სურვილი გაქვთ კომენტარებში თქვენი შეხედულებებიც გაგვიზიარეთ.