2021 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი კევინ ფუნგისგან

0
1340

ძალიან მალე, უფრო ზუსტად კი – 12 თებერვალს ჩინური ახალი წელი დგება. სწორედ ამ დღეს თეთრი მეტალის ხარი ოფიციალურად იწყებს სრულიად ახალ ციკლს. ეს ნიშნავს, რომ დროა 2021 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი გავიგოთ. Paparazzi-ს რედაქცია ჩინელი ექსპერტის – კევინ ფუნგის ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ.

ჩინური ახალი წლის დადგომისთანავე, ზოდიაქოს ნიშNების ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყება, ყოველ შემთხვევაში ამას პროგნოზები გვეუბნებიან!

2021 წლის ყველაზე ზუსტი პროგნოზი

ამ სტატიაში წაიკითხავთ თუ რა ელის აღმოსავლური ზოდიაქოს ამა თუ იმ წარმომადგენელს 2021 წელს.

ვირთხა

2021 წლის დადგომასთან ერთად ვირთხამ რუხი კარდინალის მანტია უნდა მოირგოს. ნუ მიიქცევთ ზედმეტ ყურადღებას, გახსოვდეთ, რომ ბედნიერებას სიჩუმე უყვარს.

სახლში მოსალოდნელია რემონტი, შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის გამოცვლაც. თუმცა ამ წელს ფულზე უფრო საინტერესო არაფერი მოხდება. თუ დიდი ხანია ავტომობილის შეძენაზე ფიქრობთ იცოდეთ, რომ ეს ყველაზე სასიკეთო პერიოდია ამის გასაკეთებლად.

ხარი

თუ ხარის წელში დაიბადეთ, ნაყოფიერი, წარმატებული და შთამაგონებელი პერიოდისთვის მოემზადეთ. მუყაითი შრომა თავის ნაყოფს გამოიღებს და ხარი ჯილდოდ ძალაუფლებას მიიღებს.

ეს შესანიშნავი დროა ოჯახის შესაქმნელად ან ახალი საქმიანი პარტნიორების საძებნელად. პერფექციონისტი ხარებისთვის აუცილებელია გარშემომყოფების ისეთად მიღება როგორებიც არიან და ახლობლებს შეცდომების დაშვების საშუალებაც მისცენ.

ვეფხვი

ნუ მოატყუებთ და ნუ უღალატებთ ახლობლებსა და მეგობრებს, ამ შემთხვევაში 2021 წლის მბრძანებელი თეთრი მეტალის ხარი – ვეფხვების ოჯახს კეთილდღეობით დააჯილდოებს.

2021 წელს ხარის ცხოვრების ბევრი სფერო ბალანსში მოვა. ეს კარგი დროა იმისთვის, რომ ოჯახურ ფასეულობებზე დაფიქრდეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით რამე შეცვალოთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, თუნდაც ყველაზე კარდინალურის! ეს შესანიშნავი მომენრია საფუძვლის ან ფუნდამენტის ჩაყრისთვის, რომელიც იმდენ ხანს იდგება მყარად რამდენ ხანსაც მოგესურვებათ.

კურდღელი

2021 წელს უნიჭიერეს კურდღლებს ცხოვრების ყველა სფეროში ელით სიახლე. ნდობა პრველ ადგილზე გადმოინაცვლებს და ანდაზა “ენდე მაგრამ შეამოწმე” ამ პერიოდში უადგილო იქნება.

მათთვის ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს, ეს პერიოდი საკმაოდ პერსპექტიული და წარმატებული იქნება. თუ საკუთარი საქმე არ გაქვთ 2021 წელს ნამდვილად შეძლებთ ნებისმიერი ალტერნატივა აირჩიოთ და საკუთარ ბიზნესიც გახსნათ. მთავარია – გჯეროდეთ საკუთარი თავის!

დრაკონი

დრაკონები ყურადღებით იყავით! 2021 წელი თქვენთვის ამერიკული მთების (ატრაქციონი) მსგავსი იქნება – ყოველ მოსახვევში მოულოდნელობები გელით! სამსახურში გადაწვისა და შეცდომებისგან კი სულიერი განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა გიხსნით. დაიწყეთ მედიტაცია ან იოგაზე ჩაეწერეთ. სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი სეირნობაც არ გაწყენდათ!

წლის მეორე ნახევარში იღბალი თქვენს მხარეს იქნება და ბედნიერ და იღბლიან ადამიანად გაქცევთ, თუმცა ერთ შემთხვევაში: გიჟვით ნუ გადაეშვებით ახალ პროფესიონალურ და ფინანასურ პროექტებში. მკვეთღ მოძრაობებს ნურც პირადი ურთიერთობების სფეროში გააკეთებთ!

გველი

ბრძენი გველი თავისუფლად ამოისუნთქავს. 2021 წელი შესანიშნავი იქნება ყველა კუთხით. არაჩვეულებრივი პერიოდია ქორწინებისთვის, სამსახურის შეცვლისა და უფრო მაღალანაზღაურებად ადგილზე გადასვლისთვის, ბინის შეძენისთვის.

ყველაფერი რასაც გველი წელს გადაწყვეტს რამდენიმე წლის მანძილზე იქნება მნიშვნელოვანი. გაიღვიძებს ცოდნის მიღების, მოგზაურობსა და ახალი აღმოჩენების გაკეთების წყურვილი. მნიშვნელოვანია არ შეუშალოთ ხელი ამ სწრაფვას და თამამად წახვიდეთ წინ.

ცხენი

2021 წელი მშრომელ და ჭკვიან ცხენს აუცილებლად გამოარჩევს მასიდან და მის წინ ახალ შესაძლებლობებს გახსნის. ეს კარგი დროა ოჯახის შექმნისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ამასთანავე მნიშვნელოვანია მუშაობასა და დასვენებაში ბალანსი დაიჭიროთ. სასიკეთო იქნება რომანტიული სეირნობა ქალაქგარეთ ან თუნდაც ქვეყნის გარეთაც.

ცხენს უნდა ახსოვდეს რო ხარის წელში ის გაიმარჯვებს ვინც ნაბიჯ-ნაბიჯ და გამოზომილად მოქმედებს, ყოველგვარი მკვეთრი მოძრაობების გარეშე. შესაძლოა ყველაფერი არც ისე სწრაფად მოხდეს როგორც გვსურს, სამაგიეროდ წარმატებული ფინალი – მხოლოდ დროის საკითხი იქნება.

თხა

ბევრი სიურპრიზი ელის ტაქტიკურ თხასაც. მისი პირადი ცხოვრება მშვიდი იქნება ყოველგვარი კონფლიქტებისა და უთანხმოებების გარეშე. ბევრი მარტოხელა თხა თავის სიყვარულს შეხვდება.

სამშაოსა და ფინანასების სფეროში წყალქვეშა ქვები და პრობლემებია მოსალოდნელი, რომლებიც მათი ამოჩენისთანავე ოპერატიულად უნდა მოაგვაროთ. ამაში ერთგული მეგობრები დაგეხმარებიან.

მაიმუნი

შესაძლოა ფინანასური წარმატება ისეთი არ იყოს როგორც მაიმუნს სურს მაგრამ, წელიწადი მაინც ჰარმონიული და ბედნიერი იქნება.

წლის ბოლოს შესაძლოა სირთულეები გაგიჩნდეთ, რომლებიც მაიმუნს თავისი ამბიციების მოთოკვას აიძულებენ. შესაძლოა ზოგიერთი პირადი ნივთი დაიკარგოს, თუმცა ოჯახური და სასიყვარულო სფერო მშვიდი და მოწესრიგებული იქნება. ჯანმრთელობა არ გიღალატებთ.

მამალი

აღმოსავლური ჰოროსკოპი მამალს ყველა პარამეტრსა და სფეროში ბედნიერებას მოუტანს. ეს შესანიშნავი პერიოდია სიყვარულისა და მხირულებისთვის!

შესაძლოა გაჩნდეს ვალდებულებები, რომელთა გაძლებაც მამლისთვის რთული იქნება მაგრამ, მათ სიტუაციიდან საკუთარი სიმშვიდე იხსნით.

ძაღლი

ფინანასური გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად საგულდაგულოდ მართეთ თქვენი ბიუჯეტი, ყურადღება მიაქციეთ მოძრავ და უძრავ ქონებას და ფინანსური გადაწყვეტილებების დელეგირება კომპეტენტურ ადამიანებს მიანდეთ! ყურადრებით იყავით ჯანმრთელობისა და თვით შეგრძნების მიმართაც!

მოდუნდით, მიენდეთ სამყაროს და შეწყვითეთ ყველაფრის კონტროლი, გახსოვდეთ ნებისმიერი სიტუაცია მაშინ ხდება როცა საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ ხდება!

ღორი

ჩინური ჰოროსკოპი ხარის წელში ღორებს სიმშვიდებს პირდება, განსაკუთრებით კი პერიოდის დასაწყისში. მთავარი ღცევა – თავი შეიკავეთ, განსაკუთრებით როცა ემოციების ქვეშ იმყოფებით. ერთადერთი მომენტი, როდესაც ემოციების თავისუფლად მიშვება შეგიძლიათ – თქვენს მეორე ნახევართან ყოფნის პერიოდია.

ეს ნაყოფიერი წელია ბიზნესსთვის და კარიერისთვის, ის უამრავი უამრავი პერსპექტივითა და შესაძლებლობებით არის სავსე.

Paparazzi-ს რედაქციისგან

11-12 თებერვლის ღამე ძალიან ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია! დედამიწაზე ენერგიის უდიდესი ნაკადი ეშვება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჯადოსნური დრო თქვენი სურვილების გაშვებისთვის გამოიყენოთ.