რატომ უნდა დაიტანოთ საღებავი სუფთა თმის სტრუქტურაზე

738

იმისთვის, რომ თმის სიჯანსაღე შინარჩუნოთ და სასურველი ფერიც დიდხანს გაგყვეთ, აუცილებელია ინსტრუქციის დაცვა და საღებავის ყუთზე დატანილი ინფორმაციის კარგად შეწავლს. ფრაზა “დაიტანეთ ჭუჭყიან თმაზე” ყველა მომხმარებელს სხვადასხვაგვარად ესმის და ზოგჯერ არასწორად იგებენ. Paparazzi-ს ამ სტატიაში გავარკვევთ თუ როგორი უნდ აიყოს თმა მანამ სანამ საღებავს დაიტანთ მასზე.

როგორ შევიღებოთ თმა საღებავით

რაც უფრო უკეთ შეისწავლით ინსტრუქციას, შედეგით მით უფრო კმაყოფილი იქნებით. ინტერნეტში ბევრი განსხვავებული ინფორმაციაა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცეთ თმის შეღებვისას, მაგრლითად საჭიროა თუ არა თმის დაბანა საღებავის გამოყენებამდე? ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

Photo credit: Depositphotos

მინიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რომელ საღებავს იყენებთ. თუ თქვენს ბუნებრივ თმის ფერზე უფრო ღია ფერის მიღება გსურთ ჯერ 10-12 რიგის გამაღიავებელი საშუალება დაგჭირდებათ, რომელიც ჭუჭყიან თმაზე უდნა დაიტანოთ. ამ შემთხვევაში იგულისხმება წინა დღეს დაბანილი თავი. ამგვარად თავის კანი უფრო დაცული იქნება დაზიანებისგან.

Photo credit: Depositphotos

ყველა დანარჩენ შემთხვევაში სასურველია თავი შეღებვამდე დაიბანოთ. განსაკუთრებით თუ პროფესიონალურ საღებავის გამოყენებას გეგმავთ. ის უკეთ გაუჯდება თმას და შედეგიც ისეთი იქნება როგორსაც ელოდით. ფერი უფრო დიდი ხნით შენარჩუნდება.

როგორ მოვახდინოთ თმის გაღიავება და ტონირება სწორად

თმის გაღიავება დაბანიდან 1-2 დღეში შეიძლება. კარგი იქნება თუ ფხვნილს ქრომოენერგეტიკულ კომპლექსს დაუმატებთ. ისინი მოქმედებას არბილებენ. გახსოვდეთ, რომ გამაღიავებლის პროცენტი სწორად უნდა შეარჩიოთ. ნუ გამოიყენებთ 6% მაღალი მაჩვენებლის გამაღიავებელს. ხსნარი თმაზე 20 წუთზე დიდხანს არ უდნა გაიცეროთ.

Photo credit: Depositphotos

თმის ტონირება მხოლოდ სუფთა თმაზე უნდა გაიკეთოთ. განსაკუთრებით თუ პირდაპირი მოქმედების პიგმენტით აკეთებთ ამას.

Paparazzi-ს რედაქციისგან

Photo credit: Depositphotos

ალბათ ბევრს უთქვამს თვქენთვის, რომ ხარისხიანი შეღებვისთვის აჯობებს სალონს მიმართოთ. თუმცა ეს ვარიანტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. გარდა ამისა არსებობს მარტივი შეღებვაც, მაგალითად, თუ თქვენი თმის ნატურალური ფერის ოდნავ შეცვლა გსურთ. პროფესიონალებიც ადასტურებენ, რომ მსგავსი ექსპერიმენტის გაკეთება სახლშიც შესაძლებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს