როგორც ვიცით საზოგადოება სტერეოტიპებით არის სავსე და ითხვს ყველა მათ შეესაბამებოდეს. ზოგჯერ სოციუმის ზეწოლა ძალიან უადგილოა. ბევრს უყვარს რჩევების მიცემა თუ როგორ უნდა დაგეგმოთ ორსულობა და როდის უნდა გააკეთოთ ეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვები ჩვენი ცხოვრებისეული გეგმის ნაწილს წარმოადგენენ და ამ გეგმის შესრულების სუვილი ყველას აქვს მიუხედავად იმისა, რომ ეს სავალდებულო და აუცილებელი არ არის. ამას არც კანონი არეგულირებს და არც მხოლოდ სურვილზეა დამოკიდებული. ორსულობის საკითხები ზოგ ქალბატონში სერიოზულ სტრესს იწვევს. სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია ამ საკითს შეეხება.
როგორ დავგეგმოთ ორსულობა
ამ სტატიის დაწერის მიზეზად ერთ-ერთი მკითხვლის წერილი იქცა. აი რა აწუხებს მას.
“გარშემო ყველამ დამღალა ბავშვებზე შეკითხვების დასმით. ყველა კითხულობს – მშობლები, მეგობრები, ბებიაც შვილთაშვილებს ითხოვს. მეუბნებიან, რომ გარშემო ყველას ყავს ბავშვი ჩემს გარდა. ჩემი პირველი ორსულობა უიღბლო აღმოჩნდა და მეშინია, რომ ეს კვლავ განმეორდება.
მესმის, რომ პრობლემა ჩემს თავშია მაგრამ, დაორსულება ვეღარ შევძელი. როგორ გავუმკლავდე ამას? გარშემო ყველა მიმძაფრებს მდგომარეობას, მათაც ვადანაშაულებ. ბოლოსდაბოლოს რა მათი საქმეა?”
როგორ დავგეგმოთ ორსულობა?
ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანი საკუთარ თავზე დამატებით ვალდებულებებს იღებს და ახლობლების მოლოდინებს იტვირთავს. მათი გამოძახილები შეჯიბრს გავს სადაც უნდა დაეწიო, გაიმარჯვო და პედესტალი დაიკავო. უნდა გაამართლო სხვათა მოლოდინები.
ყველაფერში უნდა დასვათ საკუთარი საზღვრები, ყველაფერი რაც ბავშვებსა და ორსულობას ეხება, სინამდვილეში მხოლოდ თქვენ და თქვენს პირად ექიმს ეხება. თავად წყვეტთ როგორი დოზებით უნდა გაუზიაროთ ეს ინფორმაცია სხვებს.
მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ თქვენს პირად პასუხისმგებლობაზე. მართალია თქვენს ახლობლებს ბებიის, ბაბუის, ნათლიის და სხვადასხვა სტატუსები სურთ მაგრამ, ეს ყველაფერი წვრილმანია! ნუ გაბრაზდებით მათზე და ნურც ზედმეტ ყურადღებას მიაქცევთ.
ორგანიზმს დასვენება ჭირდება. მოვლენები ისე მიიღეთ როგორც გარდაუვალი გამოცდილება და გადადგით ყველა საჭირო ნაბიჯი, რომ ეს არ განმეორდეს. უპირველეს ყოვლისა კომფორტული ემოციური გარემო და პოზიტიური განწყობა შეიქმენით. შეგიძლიათ ფსიქოლოგსაც ეწვიოთ, ის სტრესის მოცილებაში დაგეხმარებათ და თქვენს სულიერ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ.
Paparazzi-ს რედაქციისგან
როგორ დაგეგმოთ ორსულობა ისე, რომ ყველას მოლოდინი გაამართლოთ? ვფიქრობთ რომ ეს პირველ რიგში თქვენი პირადი საქმეა და დანარჩენებს შეუძლიათ მოიცადონ. თუნდაც ყველა გეუბნებოდეთ, რომ ოცდაათს გადაცდით და დროა ბავშვებზე იზრუნოთ – ეს თქვენს გარდა არავის გადასაწყვეტი არ არის!