სტილისტებმა დაასახელეს 10 ნივთი, რომელთაც მოდის მიმდევრები გაზაფხულზე გვერდს ვერ აუვლიან

258

თებერვალი ზამთრის უმოკლესი თვეა, თვალის დახამხამებაში გავა. როგორც პრაქტიკულმა და ბრძენმა ქალმა გაზაფხულისთვის წინასწარ მომზადება გადავწყვიტე. ამ დღეებში გადავხედე სტილისტების რეზიუმეებს სახელწოდებით „ტანსაცმლის მოდის ტენდენციები 2021 წლის გაზაფხულში“. ახლა უკვე ვიცი, რას ჩავიცვამ გაზაფხულის თბილი დღეების შესახვედრად!

დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ნივთების ჩამონათვალს, რომელთაც მოდის მიმდევარი გაზაფხულზე გვერდს ვერ აუვლის. თბილ დღეებში როგორც 40, ასევე 60 წლის ქალმა თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, ლამაზმანები ამ ნივთებს კარადიდან იღებენ!

ტანსაცმლის ტენდენციები, 2021 წლის გაზაფხული

დალიანდაგებული პალტო მთავარია, მოცულობითი იყოს, რომ მასში გახვევა შეძლოთ ისე, როგორც გადასაფარებელში. აი, სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს. სჯობს ნაზი, პასტელური ფერის პალტო შეარჩიოთ.

photo credit: Instagram

თავისუფალი შარვალი მთელ მსოფლიოში ყველას კომფორტი, თავისუფლება და მყუდროდ ყოფნა სურს, ამიტომ დიზაინერებმა ამას საოფისე დრესკოდისთვის თავისუფალი შარვლების ტრენდშიც ხაზი გაუსვეს. ნამდვილად, ძალიან კომფორტული და მოდურია, თუ სტილში სწორად გამოიყენებთ. სხვათა შორის, შარვალი პალაცო კარგად უხდება ტანზე მომდგარ ტოპს ფიგურული დეკოლტეთი.

photo credit: Instagram

ტყავის ნივთები 2020 წლიდან 2021 წელს მოდაში ტყავის ნივთები გადმოვიდა. ტრენდშია ყველაფერი: დაწყებული ზედა ტანსაცმლით და დამთავრებული ტოპით.

photo credit: Instagram

თბილი ჟაკეტი თბილი, ბეწვის ჟაკეტი ან ტვიდი შეგიძლიათ სვიტერთან ან მრავალფენიან სტილში ჩაიცვათ. უკვე მობეზრებული ტყავის ჟაკეტის შესანიშნავი ალტერნატივაა.

photo credit: Instagram

ტრენჩი ტრენჩი ნებისმიერ დროს უძლებს, ამიტომ თუ კლასიკური ტრენჩი გარდერობში არ გაქვთ, დროა შეიძინოთ.

photo credit: Instagram

შინაურული კოსტიუმი კარანტინმა მოდაზე გავლენა ნამდვილად მოახდინა: ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ნივთი, რომელიც დიზაინერებმა მოდის კვირეულებზე წარმოადგინეს, შინაურული კოსტიუმი გახდა. ახლა ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ტრენდია 2021 წლის ტანსაცმლის ტენდენციაში.

photo credit: Instagram

ფერადი კაბა გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს და მასთან ერთად ჩვენც. დროა ფერად კაბებში გამოეწყოთ. სტილისტები გირჩევთ გაზაფხულზე წითელ და ნარინჯისფერ კაბებში გამოეწყოთ. სწორედ ასეთი კაბები გახდება 2021 წლის თბილ სეზონზე აქტუალური. მოდაშია ყვავილოვანი პრინტიც. ქალური სტილის შესაქმნელად A სტილის ნიმუში შეარჩიეთ წელზე აქცენტით.

photo credit: Instagram

საყელოები დიდი გადაკეცილი საყელო სტილს რომანტიკულს და ნაზს ხდის. შეგიძლიათ პალტოს, სვიტრის, სვიტშოტის და ზედა ტანსაცმლის ზემოთ ჩაიცვათ. ბუნებრივია, თავად საყელოიან პერანგსაც უხდება.

photo credit: Instagram

მსხვილი საყურეები როგორც ბონუსი, ცოტა ინფორმაცია ბიჟუტერიის შესახებ. ჯერჯერობით ნიღბებს ძველებურად ვიკეთებთ და შეგიძლიათ სტილი აქცენტური საყურეებით გააფორმოთ. აღსანიშნავია, რომ მსხვილი საყურის და ნიღბის გონივრულად კომბინაცია უნდა იცოდეთ. ზომიერება ერთ–ერთი მთავარი წესია. თუ მსხვილ საყურეს აირჩევთ, პომპეზური ვარცხნილობა და მაკიაჟი გამოხატული ისრებით დაივიწყეთ.

photo credit: Instagram

სოციალური დისტანცია მოდა არის იმის შედეგი, რაც მსოფლიოში ხდება ანუ რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე. ასე რომ ნიღაბი ჩვენს ცხოვრებაში მტკიცედ შემოვიდა და გარდერობის ნაწილი გახდა. ახლა თითქმის ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ნიღაბი არა მხოლოდ დამცავი ფუნქციით, არამედ „მოდის“ ფუნქციით. თან ახლა ნიღაბს მოდური ჯაჭვით ატარებენ.ეს ჩემი ტრენდი არაა, მაგრამ რას ვიზამთ.

photo credit: Instagram

რედაქციისგან

2021 წელს მოდაში იქნება მუდმივი კლასიკა და თავშეკავებულობა – შავი და თეთრი ფერების კომბინაცია.საჭირო არაა ტრენდს ბრმად მისდიოთ, გარდერობში მოხერხებულად უნდა შემოიტანოთ ის, რაც თქვენს ინდივიდუალობას და სტილს ხაზს გაუსვამს. პირადად, მე ძალიან მსურს ამ გაზაფხულზე რამდენიმე მოდური ნივთი შევიძინო, რომ გარდერობი განვაახლო.

როგორ მოგწონთ 2021 წლის გაზაფხულის ტრენდი? მოგეწონათ ნაკრები? ამ სიიდან რომელიმეს ჩაიცვამთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს