დარწმუნებული ვარ ადამიანები რომლებსაც თავის თავისთვის სურთ ცხოვრება ყველა დროში განხილვის საგანს წარმოადგენდნენ. საკთარი თავისთვის მცხოვრებ ადამიანს მუდამ მოუწევს გარშემომყოფთა განკითხვის მზერის საკუთარ თავზე ატანა. დღევანდელი ისტორია სწორედ ასეთ ქალბატონს ეხება. Paparazzi-ს რედაქცია უბრალოდ მოგითხრობთ მის ისტორიას თვქენ კი გადაწყვიტეთ რამდენად ღირს მისი განკითხვა რომელმაც დიდ ქალაქში ცხოვრება აირჩია…
ცხოვრება დიდ ქალაქში ის სტერეოტიპი რომელიც მიხედვიტაც დედა მთელი ცხოვრება შვილებისთვის უნდა ცხოვრობდეს – ყველას არ მოწონს! ნინა ამ ქალების სიაშია, რომელიც ორ ზრდასრული გოგონას დედა და ეს სტერეოტიპი თვალში არ მოსდის.რა მოხდა? ნინა ადრე გათხოვდა და ორი ულამაზესი გოგონა გააჩინა. მეუღლე ბავშვების გაჩენიდან 2 წელიწადში სახლიდან წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ორი გოგონას აღზრდა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, შესაბამისად ნინამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები ბავშვებს დაუთმო.შვილების მარტო გაზრდა მარტივი არ იყო, ამიტომ გოგონებს თავისი სახლი არ ქონდათ როდესაც გაიზარდნენ. ოჯახი სოფლეში ცხოვრობდა და პატარა სახლი და ბაღი ქონდათ. გოგონები გაიზარდნენ გათხოვდნენ და ნაქირავებ ბინებში გადავიდნენ. ცხოვრების სხვა სირთულეებს სიც დაემატა, რომ ნინას უფროს დას მოვლა ესაჭიროებოდა.ნინა თავის დასთან გადავიდა ქალაქში. თავიდან დის ცხოვრების წესმა გააოცა, ის თავსი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა. არც შვილები ყავდა და არც ქმარი, მთელს თავის შემოსავალს კი ლამაზ ცხოვრებაში ხარჯავდა. თავის ღვიძლს დასაც კი ეგოისტურად ექცეოდა: “თუ შენ არ მომივლი ნინა, ამას სხვა გააკეთებს, თუმცა გაითვალისწინე, რომ მაშინ ჩემი ბინაც სხვას დარჩება და არა შენ…”
ნუთუ შესაძლებელია სხვაგვარად ცხოვრება…ნინა შოკირებული იყო მსგავსი განცხადებით. თუმცა რაც უფრო დიდხანს ცხვრობდა დასთან, მით უფრო გაითავისა მისი ცხოვრების სტილი. მალე მარტო დარჩა ქალაქში არსებულ უზარმაზარ ბინაში, სრულიად შეცვლილი ცხოვრებისეული შეხედულებებით. ნინას ბავშვები?! გათხოვილი ქალბატონები, მიეჩვიენ იმას, რომ დედა მთელი მისი ცხოვრება მათთვის ცხოვრობდა და იმედი ჰქონდათ, რომ ამ შემთხვევაშიც განმეორებოდა სიტუაცია. ერთ-ერთმა გოგონამ იპოთეკა აიღო და იმედი ქონდა, რომ დედას მიერ მიცემული ქონების ნაწილი მის იპოთეკას ნახევრად მაინც დაფარავდა.მეორე გოგონამ უკვე მესამე ბავშვი გააჩინა მიუხედავად იმისა, რომ ქმართან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ოჯახისთვის პატარა ბინას მაინც იყიდდა. მოკლედ რომ ვთქვათ დათვის ტყავი ბოლომდე გაიყვეს. ნინამ გადაწყვიტა ბინა კი არ გაეყიდა, არამედ თავად გადასულიყო მასში. დიდ ქალაქში ცხოვრება ძალიან მოეწონა. მან ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ საკუთარი თავისთვის ცხოვრობდა და პირველად იგრძნო რომ ბედნიერია.შვილები კი ეგოისტ დედაზე განაწყენდნენ, რომელიც მათთვის ოდესღაც ყველაფერს აკეთებდა. დის მოვლაში ისინი დედას არ ეხმარებოდნენ და მხოოდ მაშინ გამოცხადდენ როდესაც დეიდა გარდაიცვალა. როგორ გაბედა ქალაქში გადასვლა და ცხოვრებით ტკბობა?! შვილები დედას გაბრაზდნენ და აღარ ეკონტაქტებიან.
ეგოისტური დედა თუ უმადური შვილები?! ნინას გაგებაც შეიძლება და მისი შვილებისაც. შვილები შეეჩვიენ იას, რომ დედა მათ ყოველთვის უკანასკნელ თეთრსაც კი აძლევდა. ნინამ კი ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა თავისი სიამოვნებისთვის ეცხოვრა. თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩვენი გმირის ადგილას?!