მდიდრულობის ელფერი, რომელიც შეძლებული ადამიანის იერს ქმნის

0
4042

იმისთვის, რომ შესანიშნავად გამოიყურებოდეთ, აუცლებელი არ არის დიზაინერულ სამოსში მთელს ქონებას იხდიდეთ ან უკანასკნელ ტრენდებს მისდევდეთ. საკმარისია უბრალოდ სწორად შეარჩიოთ სამოსის სტილი და ფერი. Paparazzi-ს ეს სტატიამოგითხრობთ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეთ მდიდრულად ფერთა სწორი გადაწყვეტის წყალობით.

როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ მდიდრულად

ზოგიერთი ფერი და ტონები იერს ელეგანტურობას და სიმდიდრეს მატებენ, თუნდაც გაცვეთილი, რამდენიმე წლის სამოსი გეცვათ. დაიმახსოვრეთ ფერები რომლებიც ნებისმიერ წყობაში მდიდრულად გამოიყურებიან.

უნივერსალური შავი

შავი ფერი მუდმივი კლასიკაა რომელიც მოდიდან არ გადადის. ამასთანავე უფრო მოხდენილსა და მაღალს გვაჩენს. შესანშნავად ერწყმის სხვა ტონებს. შავი ტონების მეშვეობით შეიძლება იერი უფრო მკაცრი და მდიდრული გამოჩინოთ. იმისთვის, რომ ლუქი მოსაწყენად არ გამოიყურებოდეს შეგიძლიათ ღია ფერის აქსესუარები გამოიყენოთ.

ანგელოზივით თეთრი

თეთრი ფერი სისუფთავესთან, სიმდიდრესა და კეთილდღეობასთან ასოცირდება. ის რა თქმა უნდა ყვეაზე პრაქტიკული არ არის მაგრამ სამაგიეროდ მდიდრულ იერს უზრუნველყოფს. თეთრი სამოსი ცნობილ ადამიანებსა და ოფიციალურ პირებს ძალიან უყვართ, ის ხომ არისტოკრატიულობას უსვამს ხაზს. თეთრ ფერში სპორტული სამოსიც კი უფრო ძვრიფასად გამოიყურება.

მშვიდი მუქი-ლურჯი

თუ სტილისტებს დავუჯერებთ, ლურჯის მუქი ტონი პრაქტიკულად ყველას უხდება. ამ ფერში მოხდენილი სამოსიც და ჩვეულებრივი ყოველდღიური ლუქიც მდიდრულად გამოიყურება. საღამოს კაბა შეგიძლიათ ბარხატის ან აბრეშუმის ნაჭრით შეარჩიოთ. ლურჯი სამოსი შეგიძიათ ნეიტრალური ფერებით შეავსოთ, ისეთით როგრიცაა შავი, ნაცრისფერი, თეთრი.

თავშეკავებული ზეთისხილისფერი

ზეთისხილის ფერი თმის და კანის ნებისმიერ ფერთან შედის ჰარმონიაში. ის ყველაზე უკეთ ხაკისფერ და ყავისფერ ტონებს ერწყმის. კაბა, კოსტუმი ან კომბინიზონი შეგიძლიათ შავი ან ყავისფერი აქსესუარებით გააწყოთ.

ღვინის ფერი

ღვინის ტონი მდიდრულად გამოიყურება და ამავდროულად თავშეკავებულიც არის. ის სიბრძნესა და დიდებულებას სიმბოლირებს. ასეთ სამოსში ყურადღებას ნამდვილად მიიქცევთ. ეს ფერი ნეიტრალურ ტონებთან შედის ჰარმონიაში: შავთან, ხაკისფერთან და თეთრთან.

ნეიტრალური ნაცრისფერი

ნაცრისფერი – სტილისტების საყვარელი ფერია. ამ უნივერსალური ტონის წყალობით მდიდრული იერის შექმნა ძალიან მარტივია. ის ღია და პასტელის ფერებს კარგად ერწყმის. ნაცრისფერი ნებისმიერ ასაკში დასაშვებია. ნაცრისფერი საღამოს კაბა შეგიძლიათ ბრჭყვიალა ელემენტებით შეავსოთ.

შოკოლადისფერი

ეს გემრიელი ტონი თავს შესანიშნავად ავლენს როგორც ყოველდღიურ სამოსში ასევე საღამოს სამოსშიც. შოკოლადისფერი ძალიან მიმზიდველი და მდიდრულია, განსაკუთრებით ნეიტრალურ ფერებთან სწორად შეხამების დროს. ღია ფერის აქსესუარები მის სიღრმესა და იდემალებას გასუვამს ხაზს.

ახლა უკვე იცით, როგორ უნდა შეარჩიოთ სამოსის ფერი. შემდეგში როდესაც საყიდლებზე წახვალთ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჩამოთვლილ ფერებს.