რომელი ვარცხნილობა უნდა აირჩიო როდესაც 40 წლის ხარ? როდესაც 50-ის გახდით? და ა.შ…. ქალისთვის ვარცხნიობა სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთ ასაკში როდესაც გგონია, რომ სილამაზე ნელ-ნელა ჭკნობას იწყებს. ეს რათქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება. წლებთან ერთად ქალი უფრო მდიდრული და ლამაზი ხდება განსაკუთრებით თუ თავის მოვლას ოდნავ უფრო მეტ დროს უთმობს.
Paparazzi-ს რედაქცია სტილისტების რადნეიმე რჩევას გათავაზობთ. სტატიაში წაიკითხავთ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი ვარცხნილობა, რომელ მათგანს უნდამიანიჭოთ უპირატესობა და როგორ მივიღოთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
რომელი ვარცხნილობა შევარჩიოთ
მოდით ჯერ წარმოდგენა შევიქმნათ თუ როგორი ვარცხნილობის შერჩევა იქნება უმჯობესი მაგალითად 50 წლის ასაკში და შემდეგ კი რამდენიმე რჩევასაც მოვაყოლებთ. მაშ ასე…
1. როდესაც 40 წლის ხართ
ახლა შეგიძლიათ უარი თქვათ ექსპერიმენტებზე და მაქსიმალურად დაფიქრდეთ იმაზე, ღირს თუ არა შუბლთან თმის შეჭრა. იქნებ 1 ან 2 ტონით გაიღიავოთ თმა… ამ ასაკის ქალებისთვის გავრცელებული ვარიანტია მრავაფენიანი ვარცხნილობა მსუბუქი შეღებვით, ეს ჭაღარებს დაგიფარავთ. თმა ისე დაივარცხნეთ, რომ ტალღოვანი გამოჩნდეს.
2. როდესაც 50 წლის ხართ
დროა ცხოვრებისგან ყველაფერი მიიღოთ რაც მოგწონთ. ამ დროს ქალი უფრო მოკლე და პრაქტიკულ ვარიანტებზე გადადის, რომელბიც პოტენციალს ბოლომდე ხსნიან. ძირითად წესები: შეარჩიეთ თმის ტონი რომელიც აახალგაზრდავებს, ღია ფერი ახალგაზრდულს გაჩენთ, მუქი – პირიქით ასაკს უსვამს ხაზს. შეარჩიეთ თმის ფერი რომეიც თქვენს თვალის ფერს შეესაბამება. უნივერსალური ვარიანტი – მსუბუქი წითური ფერი, რომელიც ნაცრისფერ, მწვანე და ცისფერ თვალებს მოუხდება. ყავისფერი თვალების შემთხვევაში კი წითურ ფერს ფრტხილად მოექეცით.
3. როდესაც 60 წლის ხართ
ამ ასაკში ჩვენი ქალბტონები ყველაფერზე ხელს იქნევენ და თავს აღარ უვლიან. ეს შეცდომაა რადგან ყველა ასაკი მშვენიერია. ითვლება რომ ამ ასაკში ქალბატონებს მოკლე ვარცხნილობები უხდებათ. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ თუ თმა ძველებურად ჯანმრთელი და ლამაზია, სიგრძის დატოვება შეიძლება. აქ მთავარია ყურადღება მიაქცოთ თუ როგორ აქცინტს იძლევა სიგრძე. თავისთავად ეს დამატებით მოვლას მოითხოვს.
4. როდესაც 70 წლის ხართ
ამ ასაკში ქალბატონები ქარიზმატულები, რესურსულები და შესამჩნევები ხდებიან. ახლა შეგიძლიათ ექსპერიმენტები გააკეთოთ, თუმცა ჩვენ გვინდა უფრო გრძელ ვარცხნილობებს ყურადღებით მოეკიდოთ. ეს ყველაფერი კი ისევ აქცენტების გამო: ზედმეტ სიგრძეს აქცენტი კისერზე გადააქვს ჩვენ კი მისი დატოვება სახეზე გვსურს!
როგორი ვარცხნილობა ავირჩიოთ
აი სტილისტების რეკომენდაციაც! პირველი ნაბიჯი – საკითხს მიუდექით რაციონალურად და არა სტერეოტიპულად. გასაგებია, რომ გინდათ იდეალურად გამოიყურებოდეთ, თუმცა ის რაც სხვას უხდება შეიძლება თქვენ სულაც არ მოგიხდეთ. მაგალითად ზოგიერთი ზედმეტად მოკლე ვარცხნილობას იკეთებს და საერთოდ არ ზრუნავს ფორმებზე. ამ შემთვევაში ეს ვარცხნილობა არა თუ გაგაახალგაზრდავებთ არამედ დაგაბერებთ.
ზოგჯერ უბრალოდ ტონის შესწორებაც კი საკმარისია. არ არის საჭირო პანიკა, თუ უცბათ აღმოაჩენთ, რომ ჭაღარა გაგიჩნდათ, მსუბუქი ღებვა ყველაფერს მოაგვარებს. შეგიძლიათ თმა სულ არ შეიღებოთ და კონტურით დაკავდეთ. ქერებს შეუძლიათ ოქროსფერი ტონი შეარჩიონ ხოლო შავგვრემნებმა კი ნაზი კარამელისებური.
ცნობილი ქალური ხრიკი – თმის გაღიავება ჭაღარების დაფარვის მიზნით – ყოველთვის ჭკვიანური გამოსავალი არ არის. ზოგჯერ ეს სვლა სახეს უმეტყველოს ხდის. ამ შემთხვეაში წარბების გამუქებისა და მკვეთრი ტუჩსაცხის ფონზე რამდენიმე წელს მოიგებთ. აჯობებს ბუნებრიობაზე იზრუნოთ და თუ ბუნებრივად მუქი ფერის თმა გაქვთ, შესაბამისი ტონები შეარჩიიოთ.
Paparazzi-ს რედაქციისგან
ვარცხნილობასთან დაკავშირებით ექპერიმენტების ჩატარება ყოველთვის შეგიძლიათ, რაგდნა თმას შესანიშნავი თვისება აქვს – იზრდება. ამიტომ შეგიძიათ რაღაც ახალი გამოსცადოტ. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი იდეალური ვარცხნილობის საიდუმლოებები.