როგორ გავიგოთ, აქვს თუ არა ბავშვს D ვიტამინის დეფიციტი

0
157

მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინი თითქმის ყველა ბავშვის დაბადებიდანვე ენიშნება, მშობლების ცოდნა ამ “მზის ვიტამინის” შესახებ მაინც არასახარბიელოა.

ხშირად, დედებისა და მამების წარმოდგენები ამ ვიტამინის შესახებ შემოიფარგლება იმით, რომ იგი მხოლოდ რაქიტის პროფილაქტიკისთვისაა, ზაფხულის თვეებში კი, სამ წელზე მეტის ბავშვებს სულაც აღარ სჭირდებათ მისი დამატება. ერთიც და მეორეც მცდარი აზრია!

რა იწვევს D ვიტამინის დეფიციტს და იღებს თუ არა მას თქვენი შვილი საკმარისი რაოდენობით – ამ სტატიაში დღეს სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ.

რისთვისაა საჭირო D ვიტამინი

1. ძვლოვანი სისტემა

დიდი ხანია ცნობილია, რომ D ვიტამინი ძვლების ფორმირებისთვისაა საჭირო. მისი უკმარისობა, ზემოხსენებული რაქიტის გარდა, ზრდასრულებში იწვევს ოსტეოპენიას – მდგომარეობას, რომელსაც ახასიათებს ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმჭიდროვის შემცირება. ბავშვებში ოსტეოპოროზი, როგორც წესი, მეორეულია, ვითარდება ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების ფონზე.

2. კუნთოვანი სისტემა

ცნობილია, რომ სპორტში მაღალი მიღწევადობა შეუძლებელია D ვიტამინის გარეშე. სპორტსმენები იღებენ მას კუნთოვანი ძალის გასაზრდელად. შესაბამისად, მის უკმარისობას შეუძლია კუნთოვანი სისუსტისა და ნერვული/კუნთოვანი დაავადებების რისკის მომატების გამოწვევა.

3. იმუნური სისტემა

D ვიტამინი – უნივერსალური რეგულატორია იმუნური სისტემის მუშაობისა, რამდენადაც მის მიმართ რეცეპტორი იმუნური სისტემის ყველა უჯრედშია ჩაშენებული. ვიტამინის სერიოზული უკმარისობის დროს, იმუნური სისტემა იწყებს დარღვევებს, რაც ვლინდება ხშირი მრვი-ის, ბრონქული ასთმის მაღალი რისკის, ატოფური დერმატიტისა და იმუნიტეტის დისფუნქციასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების გაჩენით.

დაბოლოს, დღეისათვის დამტკიცებულია, რომ თუ ორგანიზმი უზრუნველყოფილია D ვიტამინით, მცირდება ონკოლოგიური დაავადებების 5 სახეობის გაჩენის რისკი: კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო, ონკოგემატოლოგია და შარდის ბუშტის კიბო.

როგორ აღვიდგინოთ ვიტამინის დეფიციტი

დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს ცხიმიანი ქაშაყი და სკუმბრია, საქონლის ღვიძლი, რძის პროდუქტი, კვერცხის გული. თუმცა, რა რაოდენობითაც არ უნდა მიიღოს დედამ ეს ვიტამინი, ძუძუს რძეში 100 სე-ზე მეტი არ ხვდება.

ხელოვნურ ნარევებში იგი უფრო დიდი რაოდენობითაა, თუმცა დღიურ მოთხოვნილებას მაინც ვერ აკმაყოფილებს. ეს, ალბათ, ერთადერთი ნეგატიური ეფექტია ძუძუთი კვებისა.

თუ ზუსტად გინდათ იცოდეთ, იღებს თუ არა ბავშვი საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს, ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი 25(ОН)D-ს განსასაზღვრავად.

ვიტამინ D-ს დღიური ნორმაა:

  • ახალშობილთათვის 500 სე;
  • 4 კვირიდან 1 წლამდე ბავშვებისთვის – 1000 სე;
  • 1 წელს ზემოთ ბავშვებისთვის – 1000-1500 სე.

როცა ბავშვი ზრდასრული ადამიანის წონას აღწევს, რეკომენდებულია 1500-2000 სე-ს მიღება.

ბავშვებზე ზრუნვისას, არ უნდა დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შესახებაც, რადგან D ვიტამინი საჭიროა ნებისმიერ ასაკში და ზრდასრულებისთვის მისი დღიური ნორმა 1500-2000 სე-ს შეადგენს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი