როგორ განვსაზღვროთ ბუნებრივი ნიჭი დაბადების თარიღის მიხედვით

0
2106

Paparazzi-ს რედაქცია დარწმუნებულია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ბუნებრივი ნიჭი. სწორედ ამ ნიჭის რეალიზების დონე მოქმედებს ჩვენს ცხოვრებისეულ წარმატებაზე. ამასთანავე ადამიანი თავისი მოწოდების ძიებაში წლებს ხარჯავს და ზოგჯერ მთელს ცოხვრებასაც. იმისთვის, რომ საკუთარი თავის ძიებაში დროის ეკონომია გააკეთოთ, გთავაზობთ საკმაოდ საინტერეოს ტესტს. ის დაგეხმარებათ განსაზღვროთ რომელი შესაძლებლობებით ხართ დაჯილდოვებული თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით.

ბუნებრივი ნიჭი

დასაწყისისთვის ყველა ვიფრი შეაერთეთ რომელიც თქვენს დაბადების თარიღშია, სანამ 1-დან 9-მდე რომელიმე ციფრს არ მიიღებთ. ეს ციფრი თქვენს ნიჭზე მოგითხორბთ. მაგალითად თუ 20.07.1997 წელს დაიბადეთ, შეკრიბეთ ყველა ციფრი: 2+1+0+7+1+9+9+7=9. მოცემულ ვარიანტში ნიჭის ციფრი 9 არის.

  1. ლიდერული შესაძლებლობების სიმბოლო. ადამიანები ამ რიცხვით ხშირად გამოირჩევიან ინიციატივიანობით, მიმწოლობით, პასუხსიმგებლობის გრძნობითა და კონტაქტურობით. იცით როგორ უნდა დაამოტივიროთ ადამიანები და მიზნამდე მიიყვანოთ ისინი. ამიტომ კოლექტივში მუშაობისას დიდი წარმატება გელით. თვქენ შესანიშნავ მმართველად ჩამოყალიბების უდიდესი შანსები გაქვთ.
  2. მშვიდობისა და დიპლომატიურობის სიმბოლო. ამ ადამიანებს ნებისმიერის დათანხმება და კეთილგანწყობის მოპოვება შეუძლია. ისინი ყველაზე რთულ კონფლიქტებსაც კი იოლად წყვეტენ. მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს წარმატების ნებისმიერ სფეროში მიღწევა. ზემოთჩამოთვლილი თვისებები შესანიშნავ ფსქილოგად, ადვოკატად, მეწარმედ ან დიპლომატად გაქცევთ.
  3. სიცოცხლის სიყვარულისა და შთაგონების სიმბოლო. თქვენ მდიდარი წარმოსახვის უნარი გაქვთ, ხართ ენერგიული და შორსმჭვრეტელი. გარდა ამისა, თქვენს აზრებს იმდენად კარგად გადმოსცემთ, რომ ახლობლები და მეგობრები ხშირად ეჭვდებიან სიმართლეს ამბობთ თუ იტყუებით. აჯობებს სამხატვრო ან სამსახიობო ხელოვნების სფეროს გაყვეთ.
  4. პრაქტიკულობისა და კონცენტრირების სიმბოლო. თქვენი კონცენტრაციისა და დეტალებში წვდომის უნარი წარმატებას თუნდაც ყველაზე მონოტონურ და რთულ სფეროშიც კი მიგაღწევინებთ. ამ მიზეზით იოლად გამოგდით გათვლების კეთება, ასე რომ ფინანსურ ან არქიტექტურულ სფეროში დიდი წარმატება გელით.
  5. ცნობისმოყვარეობისა და ენერგიულობის სიმბოლო. თვქენ გიყვართ გარემოს შესწავლა და ანალიზი. ჩვეულებრივ ასეთი ადამიანები ცოდნის ახალი ჰორიზონტების გახსნას აღმერთებენ. ამასთან დაკავშირებით ციფრი 5 შესანიშნავი მასწავლებელი, არქეოლოგი და მეცნიერი ხდება.
  6. ვალისა და ერთგულების სიმბოლო. თქვენში უდიდესი ძალაა, რომელიც უმაღლესი ადამიანური მიზნებისთვის მსახურებისკენ იღწვის. შეგიძლიათ შესანიშნავი აღმზრდელი, მასწავლებელი ან ექიმი გახდეთ. თუმცა თუ ტქვენი ახლანდელი სამსახური არაფრით არის კავშირში ამ პროფესიებთან, ალბათ ახლაც კი, აქტიურად ეხმარებტ სხვებს თქვენი რცევებით, ზრუნვითა და პასუხისმგებლობით.
  7. განჭვრეტისა და სიბრძნის სიმბოლო. მაღალი ინტელექტი და ანალიტიკური უნარ-ჩვევები გაქვთ. ადამიანი-“შვიდიანი”იოლად ითვისებს ინფორმაციას და სამყაროს სხვადასხვა მოვლენების ღმა ანალიზს აკეთებს. მას ძლიერი ინტუიციითა და განჭვრეტის უნარითაც შეუძლია დაიკვენოს. ეს ყველაფერი ხშირად ბავშვობიდანვე იკვეთება. თქვენ შესანშნავად ახენს საკუთარი თავის რეალიზებას ნებისმიერ ინტელექტუალურ თუ ხელოვნების სფეროში.
  8. ნებისყოფისა და ძალის სიმბოლო. თქვენ ისე როგორც არავინ, გამოსავალს ნებისმიერი ურთულესი ცხოვრებისეული სიტუაციიდნ პოულობთ და გზაზე არსებულ ყველა ბარიერს ლახავთ. შეგეფერებათ სფერო რომელიც მორალურად და ფიზიკურად რკინის გამძლეობას ითხოვს. მაგალითად სოციალური სამსახური ან სპორტი.
  9. ხელოვნების სიმბოლო. თქვენ გჯერათ იდეალების და ყოველთვის სამყაროს სრულყოფისკენ იღწვით. ამ რიცხვის ადამიანები ესთეტიკის აღქმის უნარით გამოირჩევიან. ამიტომ ისინი დიდი წარმატებით შეძლებენ საკუთარი თავის შემოქმედებით პროფესიებში რეალიზებას. ეს შეიძლება სიტყვითი, სამსახიობო ან მუსიკალური ხელოვნება იყოს.

ამ ტესტს დაუჯერებთ თუ არა თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა. თუმცა შესაძლოა ზოგიერთისთვის ის აუცილებელ ბიძგად ან წარმატების გზის მანიშნებლადაც იქცეს.