კვების ორგანული პროდუქტები და მათი გემოს სიმფონია

0
173

ძალიან გვინდა ტრენდებს მივყვეთ და არ ჩამოვრცეთ იმ მიმართულებებს რომლებსაც თანამედროვე ელიტა გვკარნახობს. ახლა მოდაშია გარემოზე ზრუნვა, ჯანმრთელი ცოხვრების წესი და ორგანულ საკვებზე გადასვლა. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ნამდვილად აქვს აზრი, ჩვენ ხომ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ, ასე არ არის!?

Photo credit: GettyImages

დღეს Paparazzi-ს რედაქცია ორგანულ საკვებზე მოგითხრობთ. ის პროდუქტები რომელბიც მოდურად ითვება – არც თუ ისე გემრიელია.

ორგანული საკვები პროდუქტები

1. ავოკადო
ეს ნაყოფი უკვე ყველას მაგიდაზე ვინც თავს და გარეგნობას კარგად უვლის. როდესაც ამბობენ, რომ ავოკადო მსოფლიოში ყველაზე გემრიელი საკვებია – თვალთმაქცობად მიმაჩნია. ჩემთვის ეს უგემური კრემია ბოსტნეულის გემოთი…

Photo credit: GettyImages

2. ხიზილალა
ხიზილალა – საყოველთაოდ აღიარებული დელიკატესია. მისი სუფრაზე ქონა მაშინვე ამაღლებს სტატუსს და ამაგრებს თვითრწმენას. რასაც მის გემოზე ვერ იტყვი. მიუხედავად სასარგებლოობისა, ხიზილალას გემო გემო პურისა და კარაქის გემოს უნდა შეუხამოთ ან ბლინში გადაახვიოთ.

Photo credit: Depositphotos

3. ტოფუ
მას სოიოს რძესაც უწოდებენ. მის მცირე რაოდენობასაც კი შეუძლია შიმშილის გრძნობა გააქროს. ჩინელები აღმერთებენ ტოუს და მას თითქმის ყველა კერძში იყენებენ, თუმცა ჩემთვის ეს უბრალოდ უგემური მასაა. მისი გემო რომც გაარჩიოთ, ალბათ ნაკლებად მოგეწონებათ…

Photo credit: Depositphotos

4. ზღვის კომბოსტო
კიდევ ერთი დაბალკალორიული პროდუქტი, რომელიც ყველა ნამდვილი მისწრებაა წონის კლების მსურველთათვის. ის მთელი დღეც რომ ჭამოთ – გრამს არ მოიმატებთ! თუმცა მისი პლიუსები აქ სრულდება. მისი გემო ნადვლი საშინელებაა.

Photo credit: Pixabay

5. კალეს კომბოსტო
ეს სუპერ საკვებია რომელიც მოდაში შარშან შემოვიდა. მას ვიტამინების იგანტურ რაოდენობა აქვს. ახლა მისგან გაკეთებულ სმუზისა და სალათებს ბევრ რესტორანში შეხვდებით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მას საშინელი გემო აქვს რომლის ჩახშობაც თითქმის შეუძლებელია.

Photo credit: Pixabay

6. ოხრახუში
ეს მცენარე დიდი ხანია რაც თქვენთვის ცნობილია. ექიმები მის უამრავ დადებით თვსებაზე საუბრობენ, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაზე დადებითად მოქმედებენ. სიმართლე საკმაოდ სპეციფიურია და გემოთი ცოტას თუ მოეწონება. ისევე როგორც კალეს შემთვევაში – მისი გემოს გადაფარვაც საკმაოდ რთულია.

Photo credit: Pixabay

7. ბამი
მცენარეული სამყაროს კიდევ ერთი წარმომადგენელი. ბამია ანუ “ქალბატონის თითები”. მიუხედავად მისი სასარგებლოობისა მისი გემო შეიძლება საშინლად მოგეჩვენოტ. განსაკუთრებით თუ უმად შეჭამთ. ის უფრო ცოცხალ ლოკოკინას გავს რომელმაც ბევრი მარცვლები შეჭამა.

8. მიდიები
მიდიების შემთხვევაშიც იგივე შეგრძნება მქონდა რაც ბამიას ჭამის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მოლუსკი შამპანურის კლასიკურ მისაყოლებელს წარმოადგენს, აფროდიზიაკია და გახდომაში გვეხმარება – მაინც საშინელი გემო აქვს.

Photo credit: Pixabay

9. არაქისის კარაქი
ეს პროდუქტი ამერიკელებს ძალიან უყვართ და თიტქმის ყველას მაცივარში შეხვდებით. ჩევნთან ეს კარაქი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. რამდენიმე ნაჭერ ფურთან ერთად ის კარგად გვანაწყებს და ენერგიას გავძლევს. თუმცა მისი გემო ყველას არ მოსწონს.

Photo credit: GettyImages

Paparazzi-ს რედაქციისგან

შეიძლება ამა თუ იმ პროდუქტზე სხვა აზრის იყოთ. ორგანული საკვები კარგია ის ხომ ყოველგვარი საკვების გარეშე იზრდება. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებაში.