რა შეეძლო 1 საუკუნის წინ სოფელში მცხოვრებ 10 წლის გოგონას

1255

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რომელიმე თანამედროვე ბავშვს ამ სიაში ჩამოთვლილი საქმიანობის ნახევარი მაინც შეეძლოს?

აი, რისი გაკეთება იცოდა 1 საუკუნის წინ 10 წლის ბავშვმა:

  • უმცროსი და-ძმების მოვლა(მათი გამოკვება, წყლის დალევინება, გართობა, გახვევა – დილიდან საღამომდე);
  • შეშის მოტანა, შეშის ღუმლის გაწმენდა;
  • ჭიდან წყლის ამოღება და სახლში მიტანა;
  • ფაფების მოხარშვა, ბლინების გამოცხობა, ბოსტნეულის მომზადება, პეროგების და სხვა ნამცხვრების გამოცხობა;
  • კარაქის დღვება;
  • სუფრის გაშლა, ჭურჭლის დარეცხვა;
  • იატაკის მოგვა, რეცხვა, დახლებისა და იატაკის წმენდა;
  • ხალიჩების ფერთხვა და რეცხვა;
  • კერვა, ქსოვა, ქარგვა;
  • თეთრეულის რეცხვა და გავლება მდინარეში, მისი დაფენა;
  • საწოლის ალაგება (დაფერთხვაც);
  • შეშის შეკეთება, სანთლების გამოცვლა, ნავთის ჭრაქის წმენდა;
  • ყველა შინაური ცხოველის და მათი ნაშიერების გამოკვება და წყლის დალევინება;
  • ქათმის კვერცხების შეგროვება;
  • ძროხის წველა;
  • ბაღში თესვა, დარგვა, ბარვა, რწყვა;
  • ტყეში კენკრის, სოკოს, ბალახებისა და ფიჩხების მოგროვება;
  • ბაღსა და მინდორში მოსავლის აღება;
  • საქონლის, თხების, ბატებისა და იხვების მწყემსობა;
  • ცხენით თივის გადატანა თიბვის დროს;
  • თევზაობა.

და ეს ყველაფერი არ არის! იმდროინდელი ბავშვების მოვალეობების აღწერა მარტივი არაა, რადგან ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია და მეტიც, არც გვინახავს.

მაგალითად, გოგონა 10 წლის ასაკში ეხმარებოდა უფროსებს ღუმლისთვის სპეციალური საწვავის მომზადებაში. ძენძავდა სელს. ამზადებდა ძაფებს. აკეთებდა 150-ზე მეტ საქმეს. წარმოიდგინეთ, ახლანდელ ბავშვებს ამ საქმის ნახევრის გაკეთება მაინც რომ შეეძლოთ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს