რას ამზადებს ქათმის ფილესგან გამოცდილი ფინანსისტი

0
1354

კარგი ფორმებისა და წონის შენარჩუნების საკითხები მუდმივად დგას დღის წესრიგში, განსაკუთრებით ახლა როდესაც საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ცოტა დროა გასული. დიდხანს ვეძებდი კარგ რეცეპტებს და ქათმის ფილეს ნაგეტსების რეცეპტი აღმოვაჩნე. მათი მომზადების შემდეგ სასიამოვნოდ გავოცდი, ისინი უგემრიელესიც გამოვიდა მარტივადაც მზადდებოდა.

ზალიან მომეწონა პანირების ხარისხი, ის შვრიისგან კეთდება და არა სახამებლისგან როგორც კლასიკურ ვარიანტებში. საქმე იმაშია, რომ სახამებელი ზედმეტ ცხიმს იწოვს რასაც შვრიაზე ვერ იტყვით.

Paparazzi-ს ამ სტატიაში შესანიშნავი ქათმის ნაგეთსების რეცეპტს შემოგთავაზებთ. ერთი შეხედვითც კი ეს კერძი მადას აღვიძებს.

ინგრედიენტები

  • 250 გრამი ქათმის ფილე
  • 1 ცალი კვერცხი
  • 50 გრამი შვრიის ფანტელი ან ფხვნილი
  • მარილი, სანელებლები გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი

1. ქათმის ფილე გარეცხეთ და თხელ ფენებად დაჭერით, მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.

2. ქათამს მარილი მოაყარეთ და ცოტაოდენი სანელებლები წაუშვით, შემდეგ კი კარგად დაბეგვეთ.

3. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი. ქათმის ნაჭრები ათქვეფილ კვერცხი ამოავლეთ შემდეგ კი თითეული ნაჭერი შვრიის ფანტელში მოათავსეთ.

4. ტაფას მცენარეული ზეთი დაასხით და გააცხელეთ. ავტორი გვირჩევს ქოქოსის ან ზეითუნის ზეთში შევწვათ.

ნაგეთსები საშუალო ცეცხლზე მზაობამდე წვით ორივე მხრიდან. ყოველ მხარეს დაახლოებით 2-3 წუთი ჭირდება.

5. სულ ეს არის, ქათმის ნაგეთსები მზად არის. გემრიელად მიირთვით!

Paparazzi-ს რედაქციის რჩევა

როგორც ხედავთ ქათმის ფილე რამდენიმე წუთში მზადდება! ის გარედან ხრაშუნა, შიგნიდან კი წვნიანი გამოდის. გირჩევთ ისინი ბოსტეულითა და მომჟავო-მოტკბო სოუსით მიირთვათ.