რატომ ვხარშავ ხორცს საბაზისო მეთოდით მიუხედავად იმისა, რომ მას თავად არ ვჭამ

0
1120

ახალგაზრდა დამწყები დიასახლისები ხშირად ტოვებენ მზარეულობის ანბანს და პირდაპირი რთულად მოსამზადებელი კერძები მზადებაზე ერთვებიან. ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის. ზოგიერთმა არც კი იცის როგორ უნდა მოხარშოს ღორის ხორცი მაგრამ, დარწმუნებულია, რომ ხორცის რულეტის მომზადება შეუძლიათ.

Photo credit: Depositphotos

თუმცა ჯერ აუცილებელია კულინარიული ხელოვნების საფუძვლები ვისწავლოთ და შემდეგ გადავდგათ უფრო რთული ნაბიჯები. აი Paparazzi-ს რედაქციის დღევანდელი რეცეპტი რომელიც ერთი შეხედვით ბანალურია მაგრამ, სწორედ მან შეიძლება მოგცეთ ბიძგი რომელიც თქვენში ნამდვილი მზარეულს გამოავლენს.

როგორ მოვხარშოთ ღორის ხორცი

ინგრედიენტები

  • 1 კილოგრამი ღორის ხორცი
  • 1,5 ლიტრი წყალი
  • 100 გრამი ხახვი
  • 200 გრამი სტაფილო
  • 2 ჩაის კოვზი მარილი
  • 4 კბილი ნიორი
  • 10 მარცვალი შავი პილპილი
  • 3 ცალი დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:

1. კარგი იქნება თუ გაცივებულ ხორცს გამოიყენებთ. თუ გაყინული ნაჭერი გაქვთ, საკვებ ცელოფანში შეახვიეთ ან რამდენიმე ცელოფნის პარკში. შედგით მაცივარში 8-12 საათის განმავლობაში. თუ ხორცს თბილ წყალში გაალღობთ ის მშრალი და არც თუ ისე გემრიელი გამოვა. გაცივებული ხორცი გამდინარე წყალში გაავლეთ.

Photo credit: Depositphotos

2. ნიორი, სტაფილო და ხახვი გაფცქვენით და გარეცხეთ. ხორცი ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ. აიღეთ შესაფერისი ქვაბი (დაახლოებით 3 ლიტრიანი) და მასში ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ გარდა ხორცისა. დაასხით წყალი. მხოლოდ მას შემდეგ რაც წყალი ადუღდება – მასში ხორცი მოათავსეთ. ამგვარად ხორცს წვენი შეუნარჩუნდება. წყალი ხორცს დაახლოებით 1 სანტიმეტრზე უნდა ფარავდეს. თუ საჭიროა მდუღარე წყალი დაასხიტ. კვლავ დაელოდეთ წყლის ადუღებას და ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ. ქაფი მოხადეთ.

3. ხორცის ასეთი ანჭერი (1-2 კგ) საათნახევრის მანძილზე იხარშება. ძროხის ხორცი 2 საათის მანძილზე, ბროილერის ქათამი 50-70 წუთი, ხოლო სახლის ქათამი კი შეიძლება 3 საათიც იხარშებოდეს. მზაობა დანით შეამოწმეთ. მოხარშულ ხორცში დანა იოლად შედის. თუ ხოცისგან ვარსიფერი სითხე გამოიყოფა ეს ნიშნავს, რომ მას კიდევ ჭირდება გარკვეული დროით ხარშვა.

4. ხორცი თავისსავე ბულიონში გააცივეთ. ამგვარად ის გემრიელი და წვნიანი დარჩება. ის კონტეინერში ან საკვებ ცელოფანში შეინახეთ. ის კარგი იქნება ბუტერბროდებისა და სალათებისთვის. სუფრაზე მდოგვით ან სოუსით მიიტანეთ. ძალიან მოუხდება ახალი ხახვიც.

ბულიონს ნუ გადაღვრით: ის შეიძლება სუპებისა და სოუსების ფუძედ გამოიყენოთ. რა თქმა უნდ აის არც ისეთი გაჯერებულია როგორც ქათმის სოუსი მაგრამ მაინც გამოგადგებათ. ზოგიერთი დიასახლისი ბულიონს ყინავს ან აკონსერვებს. ამისთვის ქილა და მისი თავსახური გაასტერილეთ და ბულიონი ბნელ ადგილას შეინახეთ.