ცისარტყელას ბავშვები – ესაა იმ განსაკუთრებული ბავშვების მესამე თაობა, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე იმისთვის გაჩნდნენ, რომ კაცობრიობას განკურნებასა და განვითარებაში დაეხმარონ.
ცისარტყელას ბავშვები დაახლოებით 2000 წლიდან ჩნდებიან, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ცოტათი უფრო ადრე გაჩნდნენ და ერთგვარ “მზვერავებს” წარმოადგენენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა ახლა მოზარდობის ასაკშია და დიდ გავლენას ახდენს სამყაროზე.
რა განსხვავებაა ცისარტყელას, ბროლისა და ინდიგო ბავშვებს შორის?
ინდიგო ბავშვები, ძირითადად, 70-იან და 80-იანი წლების დასაწყისში იბადებოდნენ, ისინი მოდიოდნენ სულიერი მებრძოლების სახით, რომლებიც ანადგურებდნენ გამოუსადეგარ სისტემებს, რათა გზა სამყაროს მუშათა მომდევნო თაობისთვის დაეთმო.
ინდიგოს სული – ესაა მებრძოლის სული, რადგან ასეთი ადამიანების კოლექტიური მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ამოიძირკვოს ის ძველი სტრუქტურები – ხელისუფლება, ბიზნესი, განათლებისა და უფლებათა სისტემები – რომლებიც სამართლიანობის უკმარისობას განიცდის.
ინდიგო ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ატრიბუტია მათი უკომპრომისო გულწრფელობა. ისინი მორალური ფასეულობების ძლიერი ინსტინქტით ცხოვრობენ და ინსტინქტურად გრძნობენ ტყუილსა და მანიპულაციებს.
მათ პირისპირ ბროლის ბავშვები არიან – კეთილები და მშვიდები. მათ შეიძლება ჰქონდეთ შემთხვევითი ისტერიკები, თუმცა, ძირითადად, მშვიდობიანი და ლმობიერი არიან. ბროლის ბავშვი მოსიყვარულე, მგრძნობიარე, შემოქმედებითი და ცოტათი უცნაურია. რამდენადაც იგი ძალიან მგრძნობიარეა, ასეთი ბავშვების უმეტესობა ცდილობს, არ მიირთვას ცხოველის ხორცი. ისინი, ასევე, მჭიდრო კავშირში არიან ბუნებასთან, მათი უმეტესობა გატაცებულია ქვებითა და კრისტალებით. რადგანაც ისინი “ბროლისანი” არიან, მიდრეკილი არიან ალერგიისა და გამონაყრისკენ. მათი განმასხვავებელი თავისებურებაა წარსული ცხოვრების შესახებ მოგონებები და ის, რომ საუბარს გვიან იწყებენ.
როგორც წესი, ცისარტყელას ბავშვები ბროლის ხრდასრულების შვილები არიან. ისინი ჩვენთან მოვიდნენ, რათა ინდიგო და ბროლის ბავშვების წამოწყებული საქმე დაასრულონ.
ტერმინები “ინდიგო”, “ბროლის” და “ცისარტყელას”, რომლებიც ამ სამ თაობას აღწერს, ამ ბავშვების აურის ფერებისა და ენერგეტიკული ხაზების მიხედვითაა შემოღებული.
ცისარტყელას ბავშვები
ასეთ ბავშვებს უყვართ საღებავები, მოსწონთ მკვეთრი და ფერადი ნივთების გარშემო ყოფნა და ასეთივე ტანსაცმელს ატარებენ. გარდა ამისა, სავსენი არიან ენერგიითა და ენთუზიაზმით, არიან შემოქმედებითები. ცისარტყელას ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან და შეუძლიათ ადამიანთა გრძნობების ამოკითხვა. ისინი, ასევე, ბუნებრივი მკურნალები არიან და თავიანთი სურვილების მკვეთრად ფორმულირება შეუძლიათ.
ცისარტყელას ბავშვებს, თავიანთი დიდი გულის, არაშურისმაძიებლობისა და კეთილი ხასიათის წყალობით, თავიანთ ოჯახებში მიაქვთ ბედნიერება და ჰარმონია. ისინი არასდროს ბრაზდებიან და სწრაფად უბრუნდებიან თავიანთ მზიან ბუნებას ნებისმიერი წყენის შემდეგ.
პატარობაში, ცისარტყელას ბავშვებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოხატვა. მათ ძლიერი ნებისყოფა და ხასიათი აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცისარტყელას ბავშვები შეიძლება აღიქვან, როგორც ჯიუტი და მოუთმენელი.
მიუხედავად ამისა, მათი მსგავსი ქცევის ჭეშმარიტი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ძალიან კარგად იგებენ თავიანთ მოთხოვნილებებს და უარს ამბობენ სხვა რაღაცებზე.
ასეთი ბავშვები ტკბებიან თავიანთი პირველი ინკარნაციით. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ კარმა, ამიტომ ისინი შეიძლება დედამიწაზე ცხოვრებით დატკბნენ, წარსულზე ყოველგვარი მიჯაჭვულობის გარეშე. ეს, ასევე, იმასაც ხსნის, თუ რატომ აქვთ მათ ასეთი მაღალი ენერგეტიკა – მათ არავითარი კარმული ნაგავი არ აქვთ წარსული ცხოვრებებიდან. რამდენადაც ცისარტყელას ბავშვებს არ სჭირდებათ ქაოსი ან პრობლემები თავიანთი კარმის დასაბალანსებლად, ისინი გასაჩენად ირჩევენ აბსოლუტურად მშვიდ და შინაურ ოჯახებს. ისინი, ხშირად, არჩევენ ცხოვრებას ბროლისა და ინდიგო ზრდასრულებს შორის.
ცისარტყელას ბავშვების ხასიათის თავისებურებები
- უყვართ ყველა და არავისი ეშინიათ;
- აქვთ ძლიერი ნებისყოფა და ხასიათი, რაც სიჯიუტედ შეიძლება აღიქვან;
- ძალიან ენერგიულები არიან;
- გრძნობენ ფერებსა და მათ ელფერებს;
- შემოქმედებითები არიან;
- დიდი ენთუზიაზმით აღიქვამენ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს;
- დაუყოვნებლივ აგებინებენ სხვებს, თუ რამე სჭირდებათ;
- აქვთ მკურნალის თვისებები, რომლებიც თავს ადრეული ასაკიდან იჩენს;
- ტელეპათიური შესაძლებლობები აქვთ;
- ხშირად იბადებიან ბროლის მშობლების ოჯახებში;
- წინა ცხოვრება არ ჰქონიათ;
- არ აქვთ კარმა;
- არ იბადებიან ღარიბ ოჯახებში.