2021 წლის დასამახსოვრებელი თარიღების კალენდარი. 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები ანჟელა პერლისგან

0
931

ქორწინებისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენთების ხელმოწერისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვის და არა მხოლოდ ამ მოვლენებისთვის სასიკეთო დღის შერჩევა უფრო გაგიმარტივდებათ თუ შესანიშნავი ანჟელა პერილის 2021 წლის სწორი ტარიღების კალენდარს გამოიყენებთ. ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია 2021 წლის მნიშნელოვანი თარიღების კალენდარს შემოგთავაზებთ.

Photo credit: Depositphotos

2021 წლის მნიშნელოვანი თარირების კალენდარი

რისკი თუ გარღვევა? 17 თებერვალი, 14 ივნისი და 24 დეკემბერი ურანისა და სატურნის ოპოზიციაა. ამ მოვლენას ყველაზე მეტად ფიქსირებული ნიშნები იგრძნობენ (ლომი, მორიელი, მერწყული და კურო). გაჩნდება საკუთარი გზით სიარულის შესაძლებლობა: დაიწყეთ საკუთარი ბიზნესი, შეიცვალეთ სამსახური და ა.შ.

Photo credit: Depositphotos

თუმცა ეს მარტივი არ იქნება. ანჟელა ამ პერიოდს ახალი შესაძლებლობებისკენ მიმავალ გზაზე არსებული წინაღობების გადალახვის დროს უწოდებს.

2021 წელს 4 დაბნელება გველის და ეს გაცილებით უკეთესია ვიდრე 6 – რომელიც 2020 წელს გვქონდა. 4 დაბნელება გვეუბება, რომ წელი საკმაოდ ჰარმონიული იქნება. მოხდება მოვლენები რომლებიც ჩვენს ცხოვრებას წინ წაწევენ.

Photo credit: Depositphotos

26 მაისს პირველი მთვარის დაბნელება მოხდება. მას განსაკუთრებით მშვილდოსნები და კუროები იგრძნობენ. 2 კვირის შემდეგ კი 10 ივნისს მზის დაბნელება იქნება რომელსაც ყველაზე მეტად ტყუპები იგრძნობენ.

კიდევ ერთი მთვარის დაბნელება 19 ნოემბერს მოხდება კუროს 27-ე გრადუსში. 4 დეკემბერს კი მზის დაბნელება გველის რომელსაც ყველაზე მეტად კვლავ მშვიდოსანი იგრძნობს.

კარმული კვნაძები (ჩრდილოეთის კვანძი, რაქუ) ტყუპების 19-1 გრადუსში იქნება და მას ის ტყუპები იგრძნობენ რომლებიც 22.05 – 10.06 მონაკვეთში დაიბადნენ. კარმული კვანძი – ეს ფიქტიური წერტილია რომელშიც დაბნელებები ხდება. ის სადაც კვანძი გადის ადამიანებისთვის კარმული მოვლენები ხდება: საყვარელ ადამიანტან შეხვედრა, ცხოვრებისეული დანიშნულებისა და საქმის ძიება და ა.შ.

Photo credit: Depositphotos

“რამდენადაც დაბნელებები მშვილდოსანსა და ტყუპებში გლობალურად ხდება შეიცვლება მგზავრობისა და მოგზაურობის საკითხები, იცვლება სწავლების ფორმატი. ეს მომავალშიც გაგრძელდება – დაბნელებები ხომ ამისთვის ხდება” – ამბობს ანჟელა.

იუპიტერი – სიარულისად ა საჩუქრების პლანეტა 2021 წელს მერწყულსა და თევზების ზოდიაქოში იქნება.ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ახალი შესაძლებლობების და სამყაროს საჩუქრების იმედი ჰქონდეთ, ასევე შეიძლება ახალ სიყვარულსაც შეხვდენენ. ბევრი მერწყული და თევზი ორსულობის ან ბავშვის გაჩენის შესახებ მიიღებს შეტობინებას.

Photo credit: Depositphotos

როდის მოვაწყოთ ქორწილი? “მთავარია ვენერა არ იყოს რეტროგრადული” – ამბობს ანჟელა. ვენერა კი რეტროგრადული 2021 წლის 19-დეკემბრიდან – 2022 წლის 29 იანვრამდე იქნება.

პრაქტიკულად მთელი წელი კარგია ქორწინებისთვის, გარდა 10 დეკემბრიდან – წლის ბოლომდე პერიოდისა. სასურველი არ არის რეტროგრადული მერკურის პერიოდში დაქორწინდეთ. ამ დროს არც მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა, ახალი საქმეების დაწყება და ძვირადღირებული შენაძენების გაკეთება ივარგებს.

რეტროგრადული მერკური 2021 წელს 30.01-21.02 პერიოდში, 22.05-22.06 მონაკვეთში და 27 სექტემბრიდან – 18 ოქტომბრის მონაკვეთში იქნება.

Photo credit: Depositphotos

ნეპტუნი იმ ადამიანების მზეს გაივლის რომლებიც 09.03-14.03 პერიოდში დაიბადნენ. ეს შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის: გექნებათ უამრავი იდეა და შთაგონება. ამას განსაკუთრებით თევზები და ქალწულები იგრძნობენ.

ამ რჩევების შესახებ უფრო დეტალურად ანჟელას ვიდეოში მოისმენთ. იმედი გვაქვს ეს კალედარი მთელი წლის განმავლობაში დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი თარიღების შერჩევაში.