ვინ არის ცაცია? ლოგიკური ამოცანები გონების გასავარჯიშებლად

0
749

ლოგიკური ამოცანები გვეხმარება დრო კარგად გავატაროთ და ტვინი გავახუროთ. ზოგჯერ რუტინული ყოველდღიურობის დავიწყება ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა, რომ რამდენიმე საინტერესო ამოცანა ამოვხსნათ. ასე ლოგიკურ აზროვნების უნარსაც შევამოწმებთ.

დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ამოცანას, რომელთა ამოხსნაზე რამდენიმე წუთის დახარჯვაც არ დაგენანებათ. ამ დროში თქვენს დაკვირვების უნარს ზუსტად შეამოწმებთ. სამივე ამოცანას სწორად ამოხსნას შეძლებთ?

photo credit: depositphotos

ლოგიკური ამოცანები

1. პირველ რიგში, გაარკვიეთ, თუ სურათზე მოცემული ოთხი წარმომადგენლიდან რომელია ცაცია? იქნებ, ეს ფოტოგრაფია, რომელსაც ფოტოაპარატი უცნაურად უჭირავს? ან იქნებ სჯობს მჭედელზე ან ბუღალტერზე დაფიქრდეთ? იქნებ, ცაცია ოფიციანტია?

2. მეორე ამოცანის შესრულებისას თავს საპასპორტო კონტროლის დაკვირვებულ თანამშრომლად იგრძნობთ. ეს ორი პასპორტი ყურადღებით შეისწავლეთ და გაარკვიეთ, თუ რომელია ყალბი. იქნებ, ორივე ყალბია ან ორივე პასპორტი წესრიგშია?

photo credit: Instagram

3. მესამე ამოცანის შესრულებისას თავს ნამდვილად გამომძიებლად იგრძნობთ. ცხელი კვალით გაარკვიეთ, თუ სამი მეზობლიდან რომელმა ჩაიდინა ძარცვა ნახევარი საათის წინ. თითოეული აცხადებს, რომ მთელი ეს დრო სახლში იყვნენ. ვინ ჩაიდინა დანაშაული და ცდილობს დეტექტივები ცრუ კვალზე გაუშვას?

photo credit: Instagram

მინიშნებები ამოცანის ამოსახსნელად

1. როგორც ჩანს, ოფიციანტი შეიძლება ცაციად მივიჩნიოთ. თუ ლანგარი მარჯვენა ხელში უჭირავს, მარცხენა ხელით აქტიურ მოქმედებას ასრულებს: სტუმრებს საჭმელ–სასმელს ართმევს, გამოყენებულ ჭურჭელს ლანგარზე დებს და ა.შ. აი, მემარჯვენე ოფიციანტს ლანგარი მარცხენა ხელში უჭირავს.

photo credit: depositphotos

2. პირველი პასპორტი მთის ფონზე გადაღებული ფოტოს გამო უცნაურად გამოიყურება. ასეთი მხატვრულ ფოტოს დოკუმენტისთვის არ იღებენ (არადა სამწუხაროა). ამასთან, პასპორტში ციფრები რიგის მიხედვით მიდის, რაც ძალიან საეჭვოა. ამ ადამიანს საგულდაგულოდ შემოწმება მოგიწევთ.

3. თუ სამივე მეზობელი სახლში იმყოფებოდა, მაშინ წვიმიან ამინდში ორი ავტომობილის ქვეშ ასფალტი მშრალი რატომაა, ხოლო მესამე ავტომობილის ქვეშ – სველი. როგორც ჩანს, წითელი ავტომობილის მფლობელი სადღაც იმყოფებოდა, მაგრამ მალავს. ნუთუ ვინმე გაძარცვა?

photo credit: depositphotos

ვიმედოვნებთ, რომ სამივე ამოცანას მინიშნებების გარეშე გაუმკლავდით. იქნებ, თვლით, რომ ჩვენი მოსაზრებები დამაჯერებელი არაა და დარწმუნებული ხართ, რომ სწორი პასუხები სხვაა? მაშინ, კომენტარებში აუცილებლად დაფიქსირდით.