შთამბეჭდავი ტესტი ინტუიციაზე: რომელი მამაკაცია ვამპირი

0
337

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ინტუიცია და ლოგიკური აზროვნება ერთმანეთს იმდენად არ ეწინააღმდეგებიან, რამდენადაც ავსებენ. იქ, სადაც ადამიანს სწორი არჩევანის გასაკეთებლად ყველაფრის რაციონალურად აწონდაწონვა არ შეუძლია, ინტუიციურად მოქმედებს. ასეთი გადაწყვეტილებაც გარკვეულ ლოგიკურ დასკვნებს ეყრდნობა.

დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტესტს ინტუიციაზე, რომელიც ლოგიკური აზროვნების შემოწმებაშიც დაგეხმარებათ. შეძლებთ თითოეულ თავსატეხთან გამკლავებას და ას პროცენტიანი შედეგის ჩვენებას?

ტესტი ინტუიციაზე

1. პირველ ამოცანაში ნამდვილი ვამპირი უნდა იპოვოთ. როგორ გავაკეთოთ? არა მხოლოდ ლოგიკის, ასევე ინტუიციის გამოყენება მოგიწევთ, რომ ამ სამი მამაკაციდან ღამის ცხოვრების დამფრთხობი იპოვოთ. არადა ერთი შეხედვით საკმაოდ უწყინრად გამოიყურებიან.

photo credit: Instagram

2. მეორე სურათზე კვლავ სამი ადამიანია გამოსახული. ცნობილია, რომ ერთ–ერთი მათგანი უფროსია, რომელსაც კაბინეტი ეკუთვნის. გაარკვიეთ, ვინ არის აქ მთავარი. შესაძლოა, ეს მორცხვი მამაკაცია, რომელსაც ხელები ჯიბეში აქვს ჩაწყობილი? იქნებ კაბინეტის მფლობელი ეს დაუდევარი ბიჭია ჯინსებში?

photo credit: Instagram

3. ხუთკაციანი ოჯახი დასასვენებლად იმყოფება. გადასაადგილებლად 2 სკუტერი და 3 ველოსიპედი დაიქირავეს. გაარკვიეთ, რომელ ტრანსპორტს აირჩევს ბებია, თუ ცნობილია, რომ დედ–მამამ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალება აირჩიეს. ასევე ვიცით, რომ მამა და ქალიშვილი ერთნაირ სატრანსპორტო საშუალებას იყენებენ, ხოლო დედა და ვაჟიშვილი – განსხვავებულს.

photo credit: Instagram

მინიშნებები

1. ცნობილია, რომ ვამპირები ნიორს ვერ იტანენ და ვერცხლს გაურბიან. სწორედ ამიტომ, პირველ მამაკაცში შეიძლება ეჭვი არ შეგეპაროთ, რომელსაც მაგიდაზე ამდენი ნიორი უწყვია. მეორეც ვერცხლის თასს ხილულ ადგილას არ დადებდა. სწორედ ამიტომ, მესამე მამაკაცი საეჭვოდ გამოიყურება. არც ნიორი, არც ვერცხლი. ნამდვილად ვამპირია! ასეთ მამაკაცს წესიერი ქალი სახლში ნამდვილად არ დაპატიჟებს.

photo credit: depositphotos

2. ინტუიცია გვკარნახობს, რომ კაბინეტი კარგად უნდა შევისწავლოთ, რომ გავარკვიოთ, თუ ვინ არის მთავარი. თუ უფროსის სავარძელს დააკვირდებით, სადაც კოსტუმი გადაკიდებულია, მიხვდებით, რომ ეს ტანსაცმელი პერანგიან მამაკაცს ეკუთვნის. დიდი ალბათობით, ის კაბინეტის მფლობელია.

3. ამოცანის პირობების გაანალიზების შედეგად მიხვდებით, რომ მამა, ქალიშვილი და ვაჟიშვილი ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებას იყენებს. ჩვენ 2 სკუტერი და 3 ველოსიპედი გვაქვს, ამიტომ გასაგებია, რომ მამამ შვილებთან ერთად ველოსიპედი აირჩია. აი, დედამ და ბებიამ სკუტერით გასეირნება გადაწყვიტეს.

photo credit: depositphotos

ვიმედოვნებთ, რომ ალღომ არ გიმტყუნათ და ტესტი ინტუიციაზე 100%–იანი შედეგით შეასრულეთ. თქვენი მოსაზრებები კომენტარებში გაგვიზიარეთ და აუცილებლად გვითხარით, ყველაზე მეტად რომელი ამოცანის ამოხსნა გაგიჭირდათ?