რატომ არ გავცემ ფულს ვალად და თქვენც იმავეს გირჩევთ

22891

ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რომ სწორედ სიკეთემ მოიყვანა კაცობრიობა თანამედროვე დონემდე. ბევრი ადამიანი ფულის ვალად გაცემის საკითხს საერთოდ არ განიხილავს და თუ ახლობელი ფულის სესხებას სთხოვს მათი პასუხი – უარყოფითი იქნება. Paparazzi-ს რედაქცია თვლის, რომ ეს მიდგომა სწორია.

გავცეთ თუ არა ფული ვალად

Photo credit: Unsplash

1. ფულმა შესაძლოა სამუდამოდ გააფუჭოს ურთიერთობები

რთული დასაჯერებელია მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი, ფინანსური საკითხების გამო შეიძლება მტრად იქცეს. ასეთ შემთხვევაში “ცუდი” მაინც გამსესხებელი გამოჩნდება. გარკვეულ მომენტში ვალის დაბრუნების დრო დგება, ფულს კი არავინ აბრუნებს და თუ მეგობარს კითხავთ თუ როდის აპირებს ვალის დაბრუნებას შესაძლოა თქვენი მისამართით ბევრი რამ გაიგონოთ!

Photo credit: Unsplash

რამდენი ფილმი, წიგნი და სერიალია აწყობილი ფულის გამო დაპირისპირებული ახლობელი ადამიანების თემაზე?! ეს სიუჟეტები ცხოვრებიდან მოდის, იმიტომ, რომ მსგავსი სიტუაციები იშვიათობა არ არის!

თუ ნამდვილად გსურთ ახლობელი ადამიანის დახმარება, მას ფული უბრალოდ მიეცით, მისი დაბრუნების პირობის გარეშე. აჯობებს ისე დაეხმარო მეგობარს რთულ სიტუაციაში ვიდრე მას მევალის სტატუსი მიაწებო და შენ კოლექტორად იქცე.

2. იმის რისკი, რომ ფულს უკან ვეღარ დაიბრუნებთ გაცილებით მაღალია ვიდრე თქვენ გგონიათ

კარგად ნაცნობი ადამიანებიც კი შეიძლება სრულიად უპასუხისმგებლოები აღმოჩნდნენ. ისინი თვეობით ან თუნდაც წლობით შეიძლება გპირდებოდნენ მაგრამ, ფულს მაინც არ დააბრუნებენ. ეს ყველაფერი იქმადე გაგრძელდება სანამ ხელს არ ჩაიქნევთ.

Photo credit: Unsplash

მეორე ვარიანტი – ისინი ფულს იმდენი ხნის შემდეგ მოგცემენ როდესაც ინფლაცია მათ ბოლომდე შეჭამს. გახსოვდეთ, რომ 100 დოლარი ახლა ის 100 დოლარი არ არის რომელიც 10 წლის შემდეგ იქნება – ეს სრულიად განსხვავებული თანხაა. შესაბამისად იმავე რაოდენობის თანხას გაცილებით ნაკლები მსყიდველუნარიანობა ექნება.

3. გაუთვალისწინებელი მოვლენები

როდესაც თქვენს ფულს სხვას აძლევთ, ამით რისკავთ რომ ერთ დღეს თავად აღმოჩნდეთ მსესხებელთა სიაში. ამიტომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს მცირეოდენი თანხა გადადებული, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის. თუ ამ თანხას სხვას მისცემთ, რა მოხდება როცა თქვენ თავად დაგჭირდებათ ის?!

Photo credit: Unsplash

4. ამგვარად მფლანგველობას დაასტიმულირებთ

ფულის სწორი მართვა ნამდვილი ხელოვნებაა. ამისთვის ხომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ კონკრეტულად რამდენს ვხარჯავთ ყოველ თვე. როდესაც სხვას აძლევთ ფულს ის ქვეცნობიერით გრძნობს, რომ შეუძლია ისე იცხოვროს როგორც მოესურვება და თავისი ბიუჯეტი არ აკონტროლოს. საჭირო თანხის შოვნა მისთვის ხომ ასეთი ადვილია?!

Photo credit: Unsplash

ამგვარად ადამიანი ვერასოდეს შეითვისებს გაკვეთილს. თუ ასეთ შემთხვევაში ადამიანს ფულს არ ასესხებთ, ის სწრაფად მიხვდება, რომ თავისი მადა უნდა დააკორექტიროს ან მეტი ფულის გამომუშავებაზე იზრუნოს. ამიტომ ზოგჯერ ფულის სესხებით ადამიანს დათვურ სამსახურს უწევთ.

თუ ადამიანს ნამდვილად სეროზული პრობლემა აქვს, მიეცით მას თანხა სრულიად უანგაროდ. შეგიძლიათ დაბრუნების ვადებიც შეუთანხმოთ მაგრამ ნუ დაელოდებით, რომ მას დაგიბრუნებენ. აჯობებს სამუდამოდ გამოემშვიდობოთ ამ ფულს მაგრამ საუკეთესო მეგობრებად დარჩეთ.

Photo credit: Unsplash

თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?! კარგი იქნება თუ თქვენს შეხედულებებს კომენტარებში გაგვიზიარებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს