როგორ მოვაცილოთ უსიამოვნო სუნი მეორად სამოსს

1675
Photo credit: Depositphotos

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ე.წ. მეორადების მაღაზიაში, მაშინ თქვენთვის ის მომაბეზრებელი და სპეციფიური სუნი უცხო არ იქნება. ეს საკმაოდ მძაფრი სურნელია რომელიც სამოსს რთულად შორდება. Paparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ თუ როგორ გაწმინდოთ მეორადი სამოსი ისე, რომ ეს სუნი სამუდამოდ გაქრეს.

Photo credit: Depositphotos

პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ თუ საიდან მოდის ეს სუნი. ამ მაღაზიაში როდესაც მივდივართ, უკვე ვიცით, რომ დიდი ალბათობით და უმეტეს შემთხვევებში – ეს სამოსი უკვე ეცვა ვიღაცას. ამის გამო ადამიანი რომელიც მსგავსი საქონელის რეალიზაციით არის დაკავებული ვალდებულია ის შესაბამისად მოამზადოს.

Photo credit: Depositphotos

ამისთვის სამოსს სპეციალური ქიმიკატებით ამუშავებენ, რადგან გამყიდველმა ნივთი ყოველგვარი ლაქების, კანის ნაწილაკების და სუნების გარეშე უნდა გაყიდოს. ეს ნივთიერებები სოკოს, მწერებს, ბაქტერიებსა და ვირუსებსაც ანადგურებენ.

უმეტეს შემთხვევებში სამოსს ისეთი ქიმიკატებით ამუშავებენ რომლებიც ბრომეთანს და ფორმალდეჰიდებს შეიცავენ. ეს ნივთიერებები საკმაოდ ძლიერმოქმედია. ამიტომ აჯობებს როდესაც სახლში მიხვალთ ნივთები მაშინვე გარეცხოთ.

Photo credit: Depositphotos

როგორ გავრეცხოთ ნივთები

შეძენის შემდეგ ნივთები სხვა სამოსისგან განცალკევებთ უნდა დადოთ. არ ღირს მათი ჭუჭყიანი სამოსით სავსე კალათში ჩაგდება რადგან ქიმიური სუნი მათზეც გადავა.

აუცილებლად შეამოწმეთ სამოსის რეცხვის წესები. ნახეთ როგორია მათი რეცხვისთვის დასაშვები მაქსიმალური ტემპერტურა, შემდეგ კი გარეცხეთ. შეგიძლიათ ჩვეულზე მეტი ფხვნილი დაამატოთ და გავლების დრო უფრო გაზარდოთ.

Photo credit: Depositphotos

შემდეგ სამოსი გააშრეთ სუფთა ჰაერზე და დიდხანს დატოვეთ რათა კარგად განიავდეს. ამის შემდეგ შეგიძლიათ დააუთოვოთ – ორივე მხრიდან!

Photo credit: Depositphotos

თუ ეს მანიპულაციები საკმარისი არ იქნება, ჩვენს არსენალში კიდევ რამდნიმე საშუალებაა.

ყველაფერს აჯობებს ნიშადურის სპირტის გამოყენება. აიღეთ 10 მილიგრამი ნიშადურის სპირტი ერთ ლიტრ წყალზე, შემდეგ ამ ხსნარში ნივთები რამდენიმე საათით დაალბეთ. ამის შემდეგ ხელით გაწურეთ და სამოსი სუფთა ჰაერზე დაფინეთ. ამიაკის ამოორთქლებასთან ერთად ფორმალდეჰიდის ნარჩენებიც გაქრება.

Photo credit: Depositphotos

ნიშადურის სპირტის ნაცვლად შეგიძლიათ 20 მილიგრამი სუფრის ძმარი აიღოთ, 1 ლიტრ წყალში გახსნათ და სამოსი მასში ამორეცხოთ. სარეცხი სუფთა ჰაერზე გაფინეთ, გააშრეთ და შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ – ჩვეულებისამებრ.

Photo credit: Depositphotos

ახლა უკვე იცით თუ როგორ უნდა მოაშოროთ უსიამოვნო სუნი მეორად სამოსს. თუ ერთი მეთოდი არ გამოგადგათ, სათადარიგო ვერსია მოსინჯეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს