ნოყიერი პაშტეტი ხორცის იმიტაციით (შეუდარებელი რეცეპტი)

0
109

Paparazzi-ს რედაქცია ამ სტატიაში უმარტივესი და სწრაფი კვერცხისა და ნიგვზის პაშტეტის რეცეპტს გასწავლით. ის სწრაფად დაგანაყრებთ და თქვენს ბუტერბროდს სრულფასოვან საკვებად აქცევს.

პაშტეტი კვერცხისგან

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი კვერცხი
  • 2 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 30 გრამი თხილი
  • 50 გრამი კარაქი
  • 1,5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მწიკვი შაქარი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კვერცხი მაგრად მოხარშეთ და გაფცქვენით.

Photo credit: Depositphotos

2. თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით ნიორი დააქუცმაცეთ და ხახვიც დაჭერით.

3. ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელეთ. დაუმატეთ ხახვი, ნიორი, მწიკვი შაქარი, კარაქი, მარილი და წიწაკა.

4. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და გაოქროსფრებამდე მიიყვანეთ

5. კაკალი/თხილი მშრალ ტაფაზე გააშრეთ.

6. კაკალი/თხილი გააგრილეთ და დააბლენდერეთ.

7. მოხარშული კვერცხი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით.

8. ბლენდერის ჭიქაში დაჭრილი კვერცხი და შემწვარი ხახვი და ნიორი მოათავსეთ. დააბლენდერეთ რათა პასტისებური მასა მიიღოთ.

9. კვერცხისა და ხახვის პასტა დაფქულ თხილს/ნიგოზს შეურიეთ. კარგად მოურიეთ.

10. სულ ეს არის, უგემრიელესი ხემსი კვერცხისგან – უკვე მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ნებისმიერი ბუტერბროდის ფუძე – პურია. სასარგებლო ბუტერბროდისთვის უხეშად დაფქული ფქვილის პური შეარჩიეთ. შეგიძლიათ ე.წ. “ხლებცი” გამოიყენოთ ან თხელი ლავაში.