დროის უმეტეს ნაწილს სამზარეულოში ვატარებთ. ზოგიერთი სამზარეულოს ნივთი რომელიც დროდადრო გვიგროვდება, ძველდება და მათ გამოყენებას ვწყვეტთ. ამ ყველაფერს სამზარეულოს არასაჭირო ნივთებით შევსებასთან მივყავართ. ამიტომ ურიგო არ იქნება თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში სამზარეულოს ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებაზეც იზრუნებთ. ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია სწორედ იმ ნივთების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ რომელთაგან გათავისუფლებაც ურიგო არ იქნებოდა.
ძველი ტაფები და ქვაბები
ოდესღაც კარგი ტაფა მასზე გაჩენილი ნაკაწრების გამო საკვების მიწვას იწყებს. საყვარელ ქვაბს ემალი ცვივა. როგორც არ უნდა გწყდებოდეთ გული ასეთი ჭურჭლისგან უნდა გათავისუფლდეთ. მით უმეტეს როცა მისი გამოყენებას თქვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.
ბევრი ჩამჩები და ხის კოვზები
თუ სამზარეულოს ინვენტარს გადახედავთ აღმოჩნდება, რომ მათი უმეტესობა დიდი ხანია არ გამოგვიყენებია. იქნებ დროა მათგან გათავისუფლდეთ?!
ჭიქები და სხვა ნივთები რომელბიც მემკვიდრეობით გადმოგეცათ
მეტალის ემალირებული ჭურჭელი მოდიდან დიდი ხნის წინ გადავიდა და დიდი ალბათობით იერიც კარგად შეელახებოდათ. საჭიროა მათი შენახვა?!
დანების კომპლექტი
სამზარეულოში ხშირად მოიპოვება სხვადასხვა სახეობის და გამოყენების დანები. ყველა მათგანის გამოყენება კომფორტული არ არის და შესაბამისად მაქსიმუმ 2-3 დანას ვიყენებთ ყოველდღიურობაში, დანარჩენები კი უბრალოდ უჯრაში დევს. შეგიძლიათ მათგანაც გათავისუფლდეთ.
ძველი ჩანგლები და კოვზები
ძველი კოვზები და ჩანგლები რომლებიც რთულად იწმინდება, სხვადასხვა ზომითა და გაფორმებით. სტუმრების მაგიდას მათით ნამდვილად აღარ გააწყობთ.
მრავალრიცხოვანი პაკეტები სხვადასხვა პროდუქტით
მაღაზიაში მაკარონის, ბურღულის და სხვა მსგავსი პროდუქტის ყიდვსას სამზარეულოს ცელოფნებით ნუ გაავსებთ. შეგიძლიათ ამ პროდუქტის შესანახად სპეციალური ქილები გამოიყენოთ. ასე ბურღულიც დიდი ხნით შეინახება და სამზარეულოს უფრო მოწესრიგებული იქნება.
ძველი საჭრელი დაფები
საჭრელი დაფები დროთა განმავლობაში ფუჭდება და ცვდება. მუდმივი ჭრისგან ჩაღრმავებები ჩნდება და ამგვარი დაფის გამოყენება მოსახერხებელი აღარ არის. მართალია მივეჩვიეთ მის გამოყენებას მაგრამ, აჯობებს მათგან გათავისუფლდეთ.
მაგიდის მოსართავები: კოქტელის საწრუპი და კანაპეს აქსესუარები
ახლა უამრავი მორთულობა იყიდება მაგიდისთვის, საკვებისთვის, კანაპესთვის, კოქტეილებისთვის. მათ მეორედ ნუღარ გამოიყენებთ და თუ ძველი აქსესუარები შენახული გაქვთ აჯობებს მისგან გათავისუფლდეთ.
კალათები
ხშირად ვყიდულობთ ლამაზ ნივთებს, მათ შორის დაწნულ კალათებსაც იმ მიზნით, რომ ისინი ჩვენს სამზარეულოს გაალამაზებენ. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ნივთები ფორმას და პეწს კარგავენ. ნუ დაგენანებათ – გადაყარეთ ისინი.
არასწორად შენახული სანელებლები
სამზარეულოში ბევრი სუნელის პაკეტი გვიგროვდება. ზოგს ვიყენებთ, ზოგი კი სამომავლოდ გამოყენების იმედით გვაქვს შენახული. ამიტომ გადახედეთ მათ და მოძველებული და გამოუსადეგარი პაკეტები გადაყარეთ.
ერთჯერადი კონტეინერები და შეფუთვა
ახლა ბევრი პროდუქტი იყიდება პლასტიკატის შეფუთვაში. თუმცა ასეთი შეფუთვები ძალიან მოსახერხებლად გვეჩვენება და იმედი გვაქვს, რომ მათ ოდესმე კიდევ გამოვიყენებთ. ხშირ შემთხვევაში ისინი უბრალოდ თაროზე იმტვერებიან.
მაცივარზე შემოდებული გაზეთები დაბუკლეტები
მოლარეები ხშირად გვაწვდიან სხვადასხვა ბუკლეტებს და სარეკლამო გაზეთებს. მათ მოგვიანებით გაცნობის იმედით მაცივრის თავზე ვაგროვებთ და მტვრის ბუდედ ვაქცევთ.
გაათავისუფლეთ სამზარეულო ზედმეტი ნივთებისგან, ამგვარად თქვენ პოზიტიური ენერგიისთვის მეტ სირვცეს ათავისუფლებთ, ეს კი თქვენს ცხოვრებას უკეთესი მხრისკენ შეცვლის.