დღეს Paparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ საფუარიანი ცომი კომბოსტოს სამარხვო ღვეზელებისთვის და გასწავლით როგორ უნდა მოამზადოთ მისგან არომატული ფუნთუშები რომლებიც ბორშსაც უხდება.
ყველა საიდუმლოებას თავიდანვე არ გაგიმხელთ, თუმცა ერთს აღვნიშნავთ: თუ სტანდარტული კერძებისგან დაიღალეთ, ეს რეცეპტი ნამდვილად გაგახარებთ!
კომბოსტოს ცომი
ინგრედიენტები
- 200 გრამი თეთრი კომბოსტო
- 160 მილიგრამი წყალი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
- 1 კბილი ნიორი
- 10 გრამი საფუარი
- 250 გრამი ფქვილი
- 1 სუფრის კოვზი სეზამი
მომზადების წესი
1. დასაწყისისთვის კომბოსტო დაჭერით და დაქუცმაცებულ ნიორს შეურიეთ. მოათავსეთ ტაფაზე და მზესუმზირის ზეთში მოწვით. შემდეგ კომბოსტო მარილით შეაზავეთ, დაახურეთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე – გაოქროსფრებამდე შეწვით. დროდადრო ურიეთ.
2. სანამ კომბოსტო იწვება, წყალში საფუარი გახსენით და რამდენიმე წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ საფუარის ხსნარი და გაცრილი ფქვილი ერთმანეთში აურიეთ და ღრმა ჯამში 5 წუთის განმავლობაში ზილეთ.
3. შემდეგ ცომს შემწვარი კომბოსტო დაუმატეთ და ისევ მოზილეთ სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. ამის შემდეგ ჯამს საკვები ცელოფანი გადაახვიეთ და თბილ ადგილას 30 წუთით გააჩერეთ. დაელოდეთ მის გაფუებას.
4. სამუშაო ზედაპირს ზეთი წაუსვით და მასზე ცომს ძეხვის ფორმა მიეცით. მიღებული ძეხვი რამდენიმე თანაბარ ნაწილად დაყავით და მისგან ბურთულები გააკეთეთ.
მომზადებული ბურთულები პერგამენტ გადაფარებულ ჟარუნაზე მოათავსეთ და საკვები ცელოფანი გადააფარეთ. ამის შემდეგ ის ქურაში შედგით მაგრამ ჯერ ნუ ჩართავთ. კიდევ 30 წუთი დაელოდეთ ცომის გაფუებას.
5. ცომს საკვები ცელოფანი მაოშორეთ, ზედა ნაწილს მცენარეული ზეთი გადაუსვით და სეზამი მოაყარეთ. ამის შემდეგ ჟარუნა 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში შედგით და 20 წუთი აცხვეთ.
იმედი გავქს დღევანდელი რეცეპტი მოგეწონებათ. მადლობელი დაგრჩებით თუ შთაბეჭდილებას კომენტარებში გაგვიზიარებთ!