როგორ გავიმარჯვოთ თანამედროვე ახალგაზრდობის ტოტალურ გაუნათლებლობაზე

0
103

როცა პატარა ვიყავი, კითხვას მაიძულებდნენ. ჩემი შინაგანი მეამბოხე კი არც კი ფიქრობდა თავის მომავალსა და იმ სარგებელზე რომლის მოტანაც კითხვას შეუძლია. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გამიჩნდა ინტერესი წიგნების მიმართ და მათ ლიტერატურის შეუდარებელი სამყარო გახსნეს ჩემთვის. ახლა როდესაც მეკითხებიან “რა საჭიროა წიგნები?! – მე დარწმუნებით ვპასუხობ: საჭიროა სწორად ფიქრისა და ანალიზის უნარისთვის!

Photo credit: GettyImages

სამწუხაროდ კრიტიკული აზროვნება – არ გახლავთ უნარი რომელიც დაბადებისთანავე მოგყვებათ. მისი განვითარებისთვის მუდმივად უნდა კვებოთ თქვენი ტვინი ახალი ინფორმაციით, არ უნდა დაივიწყოთ ადრე მიღებული ინფორმაციაც. უნდა ეცადოთ არასტანდარტულად იფიქროთ და იპოვოთ ახლებური გადაწყვეტა რთული პრობლემებისა და ამოცანების შესრულებისას. ტოტალურმა დიჯითალიზაციამ ბევრი რამ გაამარტივა. გარშემო თუ მიმოიხედებით დაინახავთ: დროდადრო მოზარდები და უკვე უფროსებიც – სწორად წერასაც კი გადაეჩვიენ, რომელ გლობალურ განვითარებაზე ვსაუბრობთ?!

რა საჭიროა წიგნის კითხვა

დღეს Paparazzi-ს რედაქცია საინტერესო განხილვას შემოგთავაზებთ ერთ-ერთი ცნობილი ყაზახი ბლოგერისგან რომელიც წიგნებისა და კითხვის თემას განიხილავს.

“ჩემი აზრით თანამედროვეობაში გამეფებულ გაუნათლებლობას, რომელსაც კრიტიკული აზროვნების სრული არარსებობა ერთვის, აქვს ერთი მნიშვნეოვანი მიზეზი: ადამიანებმა შეწყვიტეს დიდი ტექსტების კითხვა. შეწყვიტეს მისი გააზრება, მათთან მუშაობა და მათგან სიამოვნებს მიღება.

Photo credit: GettyImages

ახლა უკვე მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას არ ვგულისხმობ. იგულისხმება ნებისმიერი დიდი ტექსტი რომელიც რამდენიმე ათეული გვერდისგან შედგება – მხატვრული, ისტორიული, გასართობი,მეცნიერული, ტექნიკური ლიტერატურა. დიდი ტექსტის დანახვა ახლა უკვე სირთულეებს იწვევს და სირთულე სწორედ მის ზომასა და ამ ზომის არსებობაშია.

თავად იმსჯელეთ. დღეს ინფორმაციის მიწოდების ფორმები არანაირ ანალიზს არ მოითხოვს. ოდესღაც ბლოგ-პლატფორმები იყო რომელზეც ტექსტს წერდნენ, შემდეგ გაჩნდა ფეისბუქი. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ოდნავ დიდი მოცულობის ტექსტს ლონგრიდებს უწოდებენ რადგან მის წაკითხვას ოდნავ მეტი დრო ესაჭიროება.

Photo credit: GettyImages

ეს განსაზღვრება 12 წლის წინ, ნებსმიერ მკითხველში სიცილს გამოწვევდა, რადგან ფეისბუქზე გამოქვეყნებული ტექსტი ლონგრიდი ნამდილად არ არის, ეს არის მოკლე შინაარსი რომელსაც მაქსიმუმ A4 ფორმატი ფურცლის 1 გვერდი დაჭირდება.

მაგრამ, ახლა ესეც დიდ ტექსტად ითვლება. ახლა რაც უფრო მარტივია ფორმატი – მით უკეთესია. ჯერ ინსტაგრამი თავისი ფოტოებით, შემდეგ თვითერი 140 სიმბოლოთი და ახლა ტიკ-ტოკი 15 წამით. არავის სურს დიდი მოცულობით თავის დატვირთვა. უცბათ შეხედე, მოგეწონა და განაგრძე სხვა ინფრომაციის მოძიება.

Photo credit: GettyImages

“დროა ასეთი”

ახლა ხშირად ამბობენ, რომ ახლა ასეთი დროა და ეს ყველაფერი დრომ მოიტანა, მაგრამ ეს ტენდენცია ძალიან ცუდ წერტილამდე მიგვიყვანს, რადგან ნებისმიერი ინფორმაციის საფუძველი ტექსტია. ეს ტექსტი შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს გადმოცემული: ქაღალდის წიგნის, ფეისბუქის პოსტის ან თუნდაც YouTube-ზე ვიდეოს სახით. თუმცა საფუძველი მაინც ყოველთვის ტექსტია. ტექსტი – ნებისმიერი სამეცნიერო ინფორმაციის ფუძეა. ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტის და თითქმის ნებისმიერი შემოქმედებითი აქტისაც.

Photo credit: GettyImages

კითხვის უარყოფით ერთ უმნიშვნელოვანეს უნარს კარგავთ, ეს გახლავთ ფიქრის უნარი. ის საშუალებას გაძლევთ ლოგიკურ ჯაჭვს მიყვეთ. ამ უნარის არ ქონით თქვენი ფიქრის უნარი მცირდება და ცხოველის შესაძლებლობებს უტოლდება. მიიღეთ ინფორმაცია – გამოხატეთ რეაქცია და მორჩა.

იკითხეთ დიდი ტექსტები

ეს პრობლემა გახლავთ მეგობრებო. დიდი პრობლემა. ადამიანებმა ბოლომდე წაკითხვა არ იციან. სწორედ ამიტომ ხშირად შეხვდებით თუნდაც პოსტების ქვეში კითხვებს “სად არის მაღაზია?!” ან “რა ღირს?” – მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში ეს ინფორმაცია უკვე მოცემულია. ხშირ შემთხვევაში ეს კომენტარები სიცილს იწვევს თუმცა ეს პრობლემაა, რადგან მსგავსი შემთხვევები ხშირდება.

Photo credit: GettyImages

იკითხეთ მეტი ტექსტი. რომანები, სერიოზული სტატიები და პუბლიცისტიკა. ეცადეთ სამეცნიერო ლიტერატურაც იკითხოთ თქვენს სფეროში. მართალია თავიდან მოსაწყენი იქნება მაგრამ, სამაგიეროდ დიდ ინფორმაციას მიიღებთ და უნარებს გაიუმჯობესებთ.

გახსოვდეთ, რომ ამ თანამედროვე თეორიებმა და ჩიპირების თემამ ასეთი პოპულარობაც იმიტომ შეიძინეს, რომ ადამიანებს დამოუკიდებლად აზროვნების და ინფორმაციის გადამუშავების უნარი აღარ აქვთ. მათ ამ საკითხების შეწავლაც არ სურთ, ურჩევნიათ ლიდერებს უსმინონ, რომლებიც მართალია არც ისე განათლებულები და განსწავლულები არიან, მაგრამ დამაჯერებლად გამოიყურებიან.

Photo credit: GettyImages

Paparazzi-ს რედაქციისგან

ადამიანებმა ფიქრი შეწყვიტეს. რა საჭიროა ტვინის დაძაბვა თუ ხელში სმარტფონს აიღებ და გუგლს კითხავ?! თან მნიშვნელოვანია, რომ პასუხი მაქსიმალურად მოკლე იყოს, თორემ ფიქრი და თავის შეწუხება მაინც მოგვიწევს… ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ღრმავდება. ახლა ტექნოლოგიები ვითარდება და ადამიანებს ნაკლებად უჩნდებათ განვითარების სურვილი.