ქალების ჩვევები, რომლებსაც დილის 7 საათზე მაკიაჟი წასმული და თმა დავარცხნილი აქვთ

167

როგორ გამოიყურება ლამაზი ქალი ან რა იგულისხმება მასში? სახის ნაკვთები, ლამაზი სპორტული ფორმა, გამჭოლი მზერა თუ კეთილი ღიმილი?. სილამაზე სუბიექტური ცნებაა. ვფიქრობ, ბუნებამ როგორი მონაცემებითაც არ უნდა დაგაჯილდოვოთ, სათანადო მოვლას გვერდს ვერავინ აუვლის. ლამაზი ქალი მოვლილი ქალია, ანუ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ.

მაგალითად, იმისთვის, რომ ბიზნესი გაიზარდოს და განვითარდეს, მასში ფინანსები, დრო და ძალა უნდა ჩადოთ, მხოლოდ ასე შეიძლება მოგების მიღება. გარეგნობასთან მიმართებაში იგივე სტრატეგია გამოიყენება. თუ მასში ძალისხმევას ჩადებთ, შედეგი არ დააყოვნებს.

დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სასარგებლო სილამაზის ჩვევებს, რომელთა დახმარებით დროს და ძალას დაზოგავთ, რაც მთავარია, კიდევ უფრო გალამაზდებით. საქმე ფინანსურ ხარჯებს არ ეხება. ნახეთ, რისი გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს საკუთარი თავისთვის.

როგორ გამოიყურება ლამაზი ქალი

პირველი ჩვევა ასე გამოიყურება: თითო ჯიბეში თითო ბალზამი! ეს წლის ცივ სეზონზე გიშველით. ქურთუკების და პალტოების ჯიბეებში, ასევე ჩანთებში უბრალო დამატენიანებელი ტუჩის ბალზამი ჩადეთ. ასე, საჭირო დროს ტუჩებს აქერცვლისგან დაიცავთ.

photo credit: depositphotos

შეთავსება

შხაპი მიიღეთ და სახის ნიღაბი გაიკეთეთ! ნებისმიერი სილამაზის პროცედურები, რომელთა ერთდროულად გაკეთება შეიძლება, ერთმანეთს შეუთავსეთ. მაგალითად, როცა სახის ნიღაბს იკეთებთ, ტუჩებზე ბალზამი ან კუტიკულის ზეთი სქლად წაისვით.

სანამ თმის წვერებში ზეთი შეიწოვება, სხეულის სკრაბი გამოიყენეთ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ორი პროცედურის ერთდროულად გაკეთება. ასე დროს მნიშვნელოვნად დაზოგავთ და კარგ შედეგს მიიღებთ.

photo credit: depositphotos

ფეხები დაასვენეთ

ფეხები თავს ზემოთ გააჩერეთ ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა გაქვთ! ტელეფონით მეგობარს ესაუბრებით? დივანზე დაწექით, ფეხები ზემოთ ასწიეთ და კედელს მიადეთ. იგივე გააკეთეთ, როცა წიგნს კითხულობთ ან ვიდეოს უყურებთ. ბევრი ვარიანტი არსებობს. ასეთ მდგომარეობაში ფეხები ისვენებს. ასევე ვარიკოზული ვენების შესანიშნავი პროფილაქტიკაა!

ფეხის აბაზანები არ დაგავიწყდეთ. ფეხები 15 წუთით ტაშტში გააჩერეთ ან აბაზანა ფეხის დასაორთქლად გამოიყენეთ. ასე ქუსლებზე კანს დაარბილებთ, მის გამოკვებას და ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნებას ხელს შეუწყობთ.

photo credit: depositphotos

მუსიკა და სიმღერა

ბევრ სასიამოვნო და მოსადუნებელ მუსიკას მოუსმინეთ, ასევე წამღერება არ დაგავიწყდეთ. სიმღერა ყელის ჩაკრას წმენდს და სხვებთან კამათი აღარ მოგინდებათ. ძველად, ქალისთვის ერთ–ერთი საუკეთესო კომპლიმენტი იყო „სიმღერასავითაა“.

photo credit: depositphotos

წყალი დალიეთ

სუფთა, თბილი წყალი დალიეთ. ერთი მოსმით 3 ლ წყლის დალევა საჭირო არაა. წყლის ნორმა ყველა ადამიანში ინდივიდუალურად დგინდება შემდეგი ფორმულით: 30 მლ წყალი 1 კგ წონაზე. ლამაზი წყლის ბოთლი იყიდეთ და ყოველთვის ახლოს დაიდეთ. ასე წყლის დალევა ნამდვილად არ დაგავიწყდებათ!

photo credit: depositphotos

მაკიაჟის სწრაფად გაკეთების უნარი

ეს ძალიან სასარგებლო უნარია, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში გიშველით. მაგალითად, როცა ჩაგეძინათ, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეზე უნდა გაიქცეთ. თუნდაც მაშინ, როცა 10 წუთით პურის საყიდლად უნდა გახვიდეთ.

მაკიაჟის 5 წუთში გაკეთების უნარი, რომელიც უბრალოდ გარდაქმნით, არა ერთხელ დაგეხმარებათ. ყოველთვის ხელთ გქონდეთ აუცილებელი საშუალებები. პირადად, მე, ტუშს, კონსილერს და ხორცისფერ ბზინავ ტუჩსაცხს ვიყენებ.

photo credit: depositphotos

ხშირად გაიღიმეთ

გთხოვთ, გაიღიმეთ: დილით მზეს, საკუთარ თავს სარკეში, რაღაც მშვენიერი გაიხსენეთ, ისე უბრალოდ.

სცადეთ გაიღიმოთ ყოველთვის, როცა გსურთ გამვლელს გაუღიმოთ, თუნდაც რამდენიმე წამით (დაივიწყეთ, თუ რას იფიქრებს თქვენზე) და 1 თვეში თითოეულ ადამიანს ნაცნობად და უსაფრთხოდ მიიჩნევთ.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდება თქვენი განწყობა და გარეგნობა!

photo credit: depositphotos

რედაქციისგან

ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება. თავად შეგვიძლია ვმართოთ ის, რაც ჩვენი ნაწილი ხდება. გამოდის, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია!

„ესეც ასე, ტუჩის ბალზამი წავისვი, კედელთან დავწექი, ფეხები ავწიე, წყალი დავლიე. სარკეში გაღიმება არ დამავიწყდა. იდეალური მესკენ მიმავალი გზა სწორედ მარტივი მოქმედებებისა და მცირე ნაბიჯებისგან შედგება“ – ამ რჩევების შესახებ მეგობარმა ფსიქოლოგმა მითხრა.

როგორ ფიქრობთ, როგორ გამოიყურება ლამაზი ქალი? რა ნიშნებით შეიძლება ამის დადგენა? ამ სასარგებლო სილამაზის ჩვევებს გამოიყენებთ? ძალიან მსურს კომენტარებში თქვენი მოსაზრებების წაკითხვა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს