“აი უკვე სამი წელია 8 მარტს მეუღლის ნათესავებთან ერთად აღვნიშნავ. ეს იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს ემთხვევა ჩემი დედამთილის დაბადების დღეც. ის კი უბრალოდ აღმერთებს დიდი შეკრებების მოწყობას.
გასულ წელს პირველად ვთქვი უარი მოწვევაზე, რადგან ჩემმა დამ ბავშვის ნათლობაზე მიმიწვია. ამას დედამთილი გაგებით შეხვდა, ასეთ მოვლენას ხომ არ გავაცდენდი.” – გვიყვება ისტორიას ჩვენი მკითხველი.
საჩუქრები 8 მარტისთვის
“როგორც აღმოჩნდა, ნათლობის შემდეგ ჩემი და მეუღლესთან ერთად ქმრის ნათესავებთან მიდიოდა. შუადღისას უკვე თავისუფალი ვიყავი და დედამთილთან გავემართე. გზად საჩუქარიც ვუყიდე.
როცა მივედი ზეიმი უკვე კარგად გახურებული იყო. დედამთილს გაუკვირდა ჩემი დანახვა მაგრამ საჩუქარი სიხარულით მიიღო და სუფრასთანაც დამსვა.
საღამოს, როდესაც ყველა დაშლას აპირებდა, დედამთილმა გამოაცხადა, რომ უნდოდა მისი დაბადების დღე სხვებისთვისაც ყოფილიყო სიხარულის მომტანი, ყველას 8 მარტი მიულოცა და საჩუქრები აჩუქა. ყველას, ჩემს გარდა.
ძალიან მეწყინა უსაჩუქროდ რომ დავრჩი. რა თქმა უნდა იმ დღეს არ შევიმჩნიე. მაგრამ მომდევნო სტუმრობისას დედამთილს მაინც ვკითხე მიზეზი. მან კი მითხრა, რომ იმ დღეს არ მელოდა. თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს ამ პასუხმა დამაკმაყოფილა, მაგრამ მაინც ნაწყენი ვარ! შეეძლო საჩუქარი ჩემი მეუღლისგან გადმოეცა ან მოგვიანებით ეჩუქებინა.”
ერთი შეხედვით დედამთილმაც და რძალმაც შეცდომა დაუშვეს, ამ ყველაფერმა კი წყენა გამოიწვია. რძალს შეეძლო წინასწარ ეკითხა დისთვის თუ როგორ ქონდა დაგეგმილი ნათლობა და დედამთილის მიწვევაზე უარი არ ეთქვა, ამ შემთხვევაში საჩუქარს მისთვისაც მოამზადებდნენ. დედამთილსაც შეეძლოა საჩუქრები ისე დაერიგებინა, რომ რძალს არ ენახა და არ წყენოდა.
ჩემი აზრით ამ სიტუაციაში არც მტყუანი არსებობს და არც მართალი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ღირს დედამთილის საქციელზე განაწყენება?!