როგორ დისასახლისებისთვის უნდა აკრძალონ ფლავის მომზადება

0
214
Photo credit: Depositphotos

ფლავი პოპულარული და საკმაოდ რთული კერძია. სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში მისი მომზადების განსხვავებული ტექნოლოგია გვხვდება. ყველგან თვლიან, რომ სწორედ ფლავის მომზადების მათი ვარიანტია – ყველაზე კარგი და სწორი.

ზოგიერთი დიასახლისი გვაოცებს, როდესაც ოჯახს კერძის ერთი და იმავე ვარიანტით კვებავს და გამოცდილ რეცეპტში არაფერს ცვლის. თუმცა სამზარეულო ხომ შთაგონების ადგილია კულინარიული ექპერიმენტებისთვის და არა მკაცრი ლაბორატორია?! ოჯახის წევრებსაც ძალიან გაუხარდებათ თუ მათ რაიმე ახალსა და საინტერესოს შესთავაზებთ.

სწორედ ამიტომ Paparazzi-ს რედაქცია ფლავის ყველაზე მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლის მომზადებასაც კულინარიაში დიდი გამოცდილების ქონა არ ესაჭიროება. მისი მომზადება ცოტა დროს მოითხოვს , შედეგი კი უგემრიელესი გამოდის.

ფლავის ყველაზე მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 600 გრამი ძროხის ხორცი
  • 350 გრამი ბრინჯი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ცალი სტაფილო
  • რამდენიმე კბილი ნიორი
  • 1 მთელი თავი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მწიკვი ძირა
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით
  • წყალი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში ხახვი გაფცქვენით და წვრილ სახეხზე გახეხეთ. აურიეთ ფარშს და სუნელები დაუმატეთ.

Photo credit: Depositphotos

2. ხელებზე მზესუმზირის ზეთი წაისვით და ფარშისგან ბურთულები გააკეთეთ. ამის შემდეგ მიღებული გუნდები გაცხელებულ ტაფაზე, ყველა მხრიდან შეწვით.

Photo credit: Depositphotos

3. ამავე ტაფაზე რგოლებად დაჭრილი მეორე ხახვიც მოწვით. აქვე შეწვით გახეხილი სტაფილო.

Photo credit: Depositphotos

4. ბოსტნეული მარილით შეაზავეთ, დაუმატეთ ძირა, მოურიეთ და წყალი დაასხით ისე, რომ სითხემ სრულად დაფაროს ტაფის შემადგენლობა. ბოსტნეული 10 წუთით თუშეთ და შემდეგ გუფთები, დაქუცმაცებული ნივრის კბილი და წიწაკა დაუმატეთ. დაუმატეთ ბრინჯი და წყალი. ისე, რომ სითხემ ქვაბში არსებული პროდუქტები დაფაროს. ამის წინ კარგად გარეცხეთ ბრინჯი თბილი (აუცილებლად თბილი!) წყლით.

Photo credit: Depositphotos

5. ამის შემდეგ საკვების ცენტში ნიორის მთელი თავი მოათავსეთ, დააფარეთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ მომზადებამდე. გემრიელად მიირთვით.

Photo credit: Depositphotos

როგორც ხედავთ კერძი მარტივიც არის და საინტერესოც, შესაბამისად მისი მომზადება დამწყებ კულინარსაც შეუძლია. მიუხედავად სიმარტივისა, გარწმუნებთ – ის გემოთი ტრადიციულ ფლავს ნამდვილად არ ჩამოუვარდება.