შევდური ნუშის ტორტი შვილიშვილის დაბადების დღისთვის

0
262

ამ ტორტის მომზადების ასეთ ვერსიას ჯერ არ შევხვედრილვარ, მიუხედავად იმისა, რომ კულინარია უკვე დიდი ხანია მიტაცებს. ტორტი ნაზი და მსუბუქი გამოდის. აქვს ვანილისა და ნაღების გემო, ჰაერში კი ნაღებისა და მოხალული ნუშის სურნელს აფრქვევს.

6 წლის წინ, ძალიან თოვლიან ამინდში ჩემი შვილიშვილი გაჩნდა – 52 წლის ბებოს მთავარი სიხარული და სწორედ ეს ტორტი გამოვაცხვე ჩემი იუბილარისთვის.

Paparazzi-ს რედაქციაც ამ ტორტის რეცეპტს შემოგთავაზებთ. მაშ ასე, შვედური ნუშის ტორტი.

ფირფიტის ინგრედიენტები

  • 4 კვერცხის ცილა
  • 100 გრამი შემწვარი გაუფცქვნელი ნუში
  • 3 სუფრის კოვზი მოხალული მზესუმზირა
  • 100 გრამი შაქარი
  • მწიკვი მარილი

კრემის ინგრედიენტები

  • 4 კვერცხის გული
  • 100 გრამი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
  • 100 მილიგრამი ნაღები 20% ცხიმიანობით
  • 150 გრამი დარბილებული კარაქი
  • 50 გრამი ნუშის ფანტელი – მოსართავად
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი

1. ცილა და კვერცხის გული განაცალკევეთ. დაიწყეთ კრემის მომზადებით. კვერცხის გულებს მწიკვი მარილი და ვანილის შაქარი დაუმატეთ. კარგად ათქვეიფეთ. ქვაბში ნაღები ჩაასხით და შაქარი დაუმატეთ. დადგით საშუალო ცეცხლზე და დაელოდეთ რათა შაქარი ნაღებში გაიხსნას. ნუ მიიყვანთ ადუღებამდე.

2. პატარა პორციებით ნაღები კვერცხის გულებში ჩაასხით და კარგად ურიეთ. დადგით პატარა ცეცხლზე. მასა გასქელებამდე გააცხლეთ. კრემი მოსახერხებელ ჭურჭელში გადაიტანეთ, დააფარეთ საკვები ცელოფანი და გასაგრილებლად დატოვეთ. მომზადების დრო დაახლოებით – 5-7 წუთია.

3. ბლენდერის ჭიქაში მშრალი, ოდნავ მოხალული ნუში და მზესუმზირა დააქუცმაცეთ. მასშივე ჩაყარეთ 50 გრამი შაქარი. ახალდაფქული ნუში შაქრით – ძალიან არომატულია.

4. ნაღებს მწიკვი მარილი დაუმატეთ, ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ 50 გრამი შაქარი დაუმატეთ, ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე – სანამ პრიალა მასას არ მიიღებთ.

საშუალო ზომის პორციებით დაფქული ნუშისა და მზესუმზირის ნაზავი დაუმატეთ. სილიკონის ნიჩბით, ნელ-ნელა მოურიეთ მასას.

5. საცხობ ფორმას (აჯობებს ორი ცალი აიღოთ, 22-24 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე) დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, შემდეგ ფსკერს და გვერდებს მცენარეული ზეთი მოუსვით. ცომი ორ ფორმაში გაანაწილეთ, რადგან 2 ფირფიტა დაგჭრდებათ. აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში – 25 წუთის განმავლობაში.

ფირფიტა ცხობის პროცესში არ ფუვდება. მზა ფირფიტა გააგრილეთ და შემდეგ პერგამენტის ქაღალდი მოაცილეთ.

6. გაცივებულ ფირფიტაზე კრემის ნახევარზე ოდნავ მცირე ოდენობა მოათავსეთ და კარგად წაუსვით, შემდეგ მეორე ფირფიტა დააფარეთ და მორჩენილი კრემი გაანაწილეთ. ზემოდან ნუშის ფანტელით მორთეთ. ტორტი მაცივარში მინიმუმ 60 წუთით შედგით, რათა კარგად გაიჟღინთოს.

7. სულ ეს არის, ნუშის ფირფიტებიანი ტორტი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

Paparazzi-ს რედაქციისგან

ნუში ძალიან სასარგებლოა. დღეში 1 ცალ ნუშსაც კი შეუძლია თქვენი თმის მდგომარეობა გააუმჯობესოს. ამიტომ აუცილებლად ჩართეთ ეს სასარგებლო პროდუქტი თქვენს რაციონში.

ეს ტორტი კი ნამდვილად გასაოცარია: ძალიან არომატული და ნოყიერი. თუ ნახევარი დღით მაინც გააჩერებთ და შემდეგ გაჭრით – ის უფრო გემრიელი და გაჯერებული გამოვა.