ხვეულა რომელიც საბჭოთა ფუნთუშაზე გემრიელი გამოდის

0
136

ნებისმიერი საფუარიანი ცომი ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი გამოდის. ხოლო Paparazzi-ს ამ სტატიაში შემოთავაზებული ფუნთუშა არა მხოლოდ ჩაისა და ყავაზე მისაყოლებლად, არამედ სუფრის მოსართავადაც გამოგადგებათ.

ფუნთუშის ინგრედიენტები

  • 250 გრამი ფქვილი
  • 150 გრამი რძე
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 0,5 ჩაის კოვზი საფუარი
  • 50 გრამი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 60 გრამი კარაქი
  • 400 გრამი მარმელადი
  • კაკალი გემოვნებით

მოსაჭიქი ინგრედიენტები

  • 100 გრამი შაქრის პუდრა
  • 30 მილიგრამი ლიმონის წვენი

მომზადების წესი

1. ჯამში თბილი რძე ჩაასხით.დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და დამდნარი კარაქი

2. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ საფუარი.მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.ცომი საკვებ ცელფოფანში შეახვიეთ და თბილ ადგილას 1,5 საათით გააჩერეთ

3. ცომი მართკუთხედად გააბრტყელეთ და 2 სწორ ნაწილად გაყავით.ცომზე თანაბრად გაანაწილეთ წვრილად დაჭრილი თხილი და მარმელადი

4. ყოველი ნაწილი რულეტად გადაახვიეთ. ორივე რულეტი ერთმანეთში გადაახვიეთ.

5. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და მიღებული მასა მასში მოათავსეთ.ფორმას საკვები ცელოფანი გადააფარეთ და 1 საათით დატოვეთ.კვერცხის გული კოვზით გახსენით და ცომს ზემოდან გადაუსვით.აცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში, 30-35 წუთის მანძილზე.

6. სანამ ცომი ცხვება, მოსაჭიქად შაქარი გაამზადეთ. ამისთვის ლიმონის წვენი და შაქრის პუდრა ერთმანეთში აურიეთ.მიღებული მასა ცომს გადაუსვით.სულ ეს არის, საფუარიანი ფუნთუშა მარმელადით უკვე მზად არის.

შედეგად იტალიური სააღდგომო კექსის – “პანეტონეს” მსგავს ხვეულას მიიღებთ. გისურვებთ იღბლიან კულინარიულ ექპერიმენტებს! გემრიელად მიირთვით.