ხშირად სახლის საქმეებში ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ, ვცდილობთ იდეალური სისუფთავის მიღწევას და წესრიგის დამყარებას. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები ამ შრომას ან ვერ ამჩნევენ ან სავალდებულოდ მიაჩნიათ. იქნებ უკვე დროა ზოგიერთ საქმეს გადახედოთ და მათზე თქვენი ძვირფასი დრო აღარ დაკარგოთ?! ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია უსარგებლო საქმეების სიას შემოგთავაზებთ.
მილების პროფილაქტიკისთვის წმენდა
თუ გამშვები მილები გაიბიდნა, რა თქმა უნდა მათი გაწმენდა აუცილებელი და სავალდებულოა, მაგრამ თუ მათ პროფილაქტიკის მიზნით წმენდთ ამას არც ეფექტი ექნება და პლუს ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.
კაფელს შორის არსებული ადგლების ხეხვა
ეს საკმაოდ რთული საქმეა, ამიტომ აჯობებს წელიწადში ერთხელ ისინი ჰერმეტიკით დაფაროთ და მათ ხეხვაზე დრო და ძალები აღარ დახარჯოთ.
ბინაში იატაკების რეგულარული წმენდა
იატაკების მტვერსასრუტით და შემდეგ ტილოთი მოწმენდა კვირაში ერთხელაც საკმარისია. ხოლო ადგილები სადაც იშვიათად შედიხართ შეგიძლიათ თვეში მხოლოდ ორჯერ დაალაგოთ.
დაბინძურებული ზედაპირების ხელით ხეხვა
ზედაპირის სწრაფად გასაწმენდად დიასახლისები ხშირად ხელსაც აშველებენ და დაუღლელად ხეხავენ. თუმცა აჯობებს ამ დროს უბრალოდ ქიმიური ხსნარის ამოქმედებას დაელოდოთ და ის უფრო მარტივად გაწმინდოთ.
გაზქურის რეცხვა
გაზქურის ზედაპირის წმენდისთის სველი ტილოც საკმარისია. თუ თევზს ან რაიმე ცხიმიანს წვავთ, მას ფოლგა დააფარეთ და ზედაპირი დაცული იქნება რთლი დაბინძურებებისგან. რაც შეეხება ქურის შიგნიდან წმენდას, ამის გაკეთება წელიწადში 3-4-ჯერაც საკმარისია.
თუჯის ჭურჭლის რეცხვა
თუჯის ტაფის რეცხვა ყოველ ჯერზე არ არის საჭირო. საკმარისია მას ქაღალდის ხელსახოცი მოუსვათ და ზეთი წაუსვათ. თუ მისი გარეცხვის აუცილებლობა გაჩნდა, რეცხვის შემდეგ ის კარგად უნდა გაამშრალოთ და გააცხელოთ.
ყველა პროდუქტის რეცხვა
ყველა პროდუქტს არ ჭირდება რეცხვა. მაგალითად, უმ ხორცს. მთავარია თერმულად დაამშავოთ. ასევე სოკოს გარეცხვაც არ არის მიზანშეწონილი. ის ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ, წყალში ეს პროდუქტი გემოვნურ თისებებს კარგავს და უფრო მალე ფუჭდება.
ჩაიდნებისა და ყავის მადუღარების წმენდა
ჩაიდნებისა და მადუღარას კედლებზე გარკვეული ფენა რჩება, რომელიც რთულად ირეცხება. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მისი გავლებაც საკმარისია, ყავის ნადები კი სასმელს უფრო გემრიელსაც ხდის.
გარეცხილი ჭურჭლის პირსახოცით გამშრალება
ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ, მისი მშრალება აუცილებლობას არ წარმოადგენს. საკმარისი წყლის ზედმეტი წვეთები მოაშოროთ. ასევე აუცილებელი არ არის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შედებამდე გავლება. ამ შემთხვევაში საჭმლის ნარჩენების მოცილებაც საკმარისი იქნება.
ბოსტნეულის მომზადებამდე გათლა
ბოსტნეულის ქერქი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ამიტომ აჯობებს ისინი უბრალოდ კარგად გარეცხოთ და ისე მოამზადდოთ. ამგვარად დროის ეკონომიასაც გააკეთებთ და კერძიც უფრო გემრიელი გამოვა.
თეთრეულისა და სამოსის დაუთოვება
დიასახლისები უმტესობამ დაუთოვება შეწყვიტა. სპეციალისტების მტკიცებით, გაუხამებელი და დაუუთვებელი თეთრეული უფრო მოსახერხებელია და მასში გაცილებით კომფორტულად გვძინავს. იმისთვის, რომ ნივთების დაუთვებაზე დრო არ დაეგხარჯოთ საკმარისია ისინი ზედმეტად არ გაწუროთ და ასწორად დაფინოთ.
ფარდების დღესასწულების წინს რეცხვა
ფარდებს წელიწადშიე რთელ დარეცხვა და გაფენაც ყოფნის. ხშირი რეცხვა მათ ფორმას დააკარგვინებს.
თუ ყველა საქმეს გააანალიზებთ და მიხვდებით რომ ზოგიერთი მათგანი საჭირო საერთოდ არ არის, ამშინ უამრავი დრო გამოგიჩნდებათ იმსითვის, რომ ის საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და საყვარელი საქმითაც დაკავდეთ!