ქალიშვილი აღარ მელაპარაკება რადგან სახლი დავალაგე, როდესაც ისინი შვებულებაში იყვნენ.

2452

მოწიფული ასაკის მშობლებთან ურთიერთობა ყოველთვის კარგად არ ეწყობა. უფრო მეტიც, ზოგჯერ ზრდასრულ შვილებს მშობლების სწავლება და რჩევები გულთან ძალიან ახლოს მიაქვთ. ზოგჯერ, დედასთან ერთხელ კამათს ურთიერთობის მთლიანად გაფუჭება შეუძლია.

Photo credit: Depositphotos

Paparazzi.ge–ს რედაქცია დღეს გიზიარებთ დედის ისტორიას, რომლის ქცევამ ქალიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია. ვინ არის მართალი ამ სიტუაციაში და შეიძლება თუ არა მშვიდობიანად მოგვარება? წაიკითხეთ და თავად გადაწყვიტეთ.

დედასთან კამათი

“ახლახანს ქალიშვილს სერიოზულად ვეკამათე. ანა ქმართან და შვილებთან ერთად თურქეთში დასასვენებლად წავიდა და ბინაზე მიხედვა მთხოვა. ყვავილები რომ მომერწყო და რაღაც ამდაგვარი. როგორც ჩანს, ჩემს უფლებამოსილებას გადავაჭარბე.

ალბათ, 7 წლის მანძილზე ეს მათი პირველი სერიოზული შვებულებაა. ყოველთვის ყველაფერზე ზოგავენ, რომ ბინის კრედიტი სწრაფად დაფარონ. სიძე სულ მუშაობს, არც ერთ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. ანა დეკრეტიდან გავიდა და საფორანე ცხენივით მუშაობს. როგორც იქნა, ცოტა ფულის გამოყოფა და ნორმალურად დასვენება გადაწყვიტეს.

Photo credit: Depositphotos

მათთვის სიურპრიზის გაკეთება გადავწყვიტე. უბრალოდ მათ ბინაში მისვლისას დავინახე, რომ აქ გაჩერება შეუძლებელია. ავეჯზე მტვერი, კარადებში არეულობა, სამზარეულოს ფარდები მგონი გადმოსვლის მომენტიდან არ გაურეცხავთ. მოკლედ, მათთან დარჩენა და ყველაფრის ხელში აღება გადავწყვიტე.

მთელი 3 დღე ვალაგებდი. რეცხვა, დაუთოება, იატაკების წმენდა, მაცივარიც მოვაწესრიგე და ფანჯრებიც გავწმინდე! ზედმეტი ხარახურა გადავყარე, რატომ იკავებს თაროებზე ადგილს ტყუილად? ვიფიქრე, ანა სიძესთან ერთად მოვა და კმაყოფილი დარჩებიან.

Photo credit: Depositphotos

ყველაფერი პირიქით მოხდა. „უბრალოდ ყვავილების მორწყვა გთხოვე! რატომ იფიქრე, რომ აქ დიასახლისობის უფლება გაქვს? დედა, ნივთების ნახევარს ვერ ვპოულობ!“ – მითხრა ქალიშვილმა, მე კი ყურებიდან კვამლი გამომდიოდა.

შემდეგ მითხრა, რომ მისი პირადი საზღვრები დავარღვიე და მათ ჩვეულ ცხოვრებაში შევიჭერი. ჯანდაბას, დაე, ჩემი შვილიშვილები სისუფთავესა და წესრიგში ცხოვრობდნენ და არა ნაგავსაყრელში, როგორიც ეს ბინა ჩემს მოსვლამდე იყო. ვფიქრობდი, რომ მადლობას მეტყოდნენ. კიდევ მე გამოვედი დამნაშავე, ნორმალურია?

Photo credit: Depositphotos

დიდი პრობლემა, ბინა დავალაგე და ოჯახის მტერი გავხდი. არა, სერიოზულად. ანა ტელეფონსაც არ პასუხობს, როცა ვურეკავ. წარმოდგენა არ მინდა, რას ფიქრობენ შვილიშვილები ჩემზე, ვშიშობ, დედას უსმენენ! აი, მითხარით, ნუთუ ასე ცუდად მოვიქეცი ქალიშვილთან მიმართებაში? მე მხოლოდ ნამდვილად საუკეთესო მსურდა.“

რედაქციისგან

Photo credit: Depositphotos

ხალხში ამბობენ, რომ ინიციატივა დასჯადია. ეს ისტორია ამის ნათელი მაგალითია. დიახ, შესაძლოა, ქალს ნამდვილად დახმარება სურდა, მაგრამ მათთვის არაფერი უკითხავს, ასეა? საკუთარი გამოცდილებით ვიცი, როგორ შეუძლია ასეთ სიტუაციას წყობილებიდან გამოგიყვანოს. მოთმენა ყველას არ შეუძლია. აი, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დედასთან უმნიშვნელო კამათი ნამდვილ სერიოზულ კონფლიქტად გადაიზარდა.

Photo credit: Depositphotos

ამ სიტუაციაში ბევრი რამ ქალიშვილზეა დამოკიდებული. მისი რეაქციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დედის მიმართ წყენას დიდი ხანი აგროვებდა. დედასთან სერიოზულად უნდა დაილაპარაკოს, პირადი საზღვრები დააწესოს და აუხსნას, თუ რისი გაკეთების უფლება არ აქვს. სიტყვებით მარტივია, მაგრამ საქმეში – რთული. ვიმედოვნებთ, ანა იპოვის ძალას, რომ დედასთან ურთიერთობა დაალაგოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს