მცირე ზომის ბინებში დიზაინერულმა გადაწყვეტამ შეიძლება ახალი ბინის ყიდვისთვი თანხა დაგიზოგოთ მაგრამ, თან დიდი პრობლემებიც გამოიწვიოს. ბინის რემონტის დროს აუცილებელია მნიშვნელოვანი ნიუანსების გათვალისწინება, განსაკუთრებით თუ ეს პროქტის გეგმის შეცვლას ეხება. რაც არ ნდა შესანიშნავად გეჩვენებოდეთ რემონტი, ის შესაძლოა მფლობელს ბოროტად გაეხუმროს. ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია იმ საკითხებს შემოგთვააზებთ რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ რემონტის კეთების დროს.
დავიწყოთ სამზარულოთი. აქ უსიამოვნებები ყველაზე ხშირად ხდება. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ გაზქურას. რაც არ უნდა პროფესიონალი ხელოსნები გყავდეთ, აჯობებს გაზქურის დაერთება უშუალოდ სპეციალისტმა გააკეთოს. ამიტომ თქვენივე უსაფრთხოებისთვის სპეციალური სამსახური გამოიძახეთ.
ქურის სიახლოვეს ფარდებს ნუ დაკიდებთ. შესაძლოა ფანჯარა გაიღოს და ქარმა ფარდა გაზქურისკენ გადაწიოს, შედეგად მას ცეცხლი წაეკიდება და ხანძარი გაჩნდება. იგივე მიზეზით – თავი შეიკავეთ ქურის თავზე ან გასწვრივ თოკის დაკიდებისგან ზედ სხვადასხვა ნივთების გასაშრობად.
გაზქურა ფანჯრიდან მაქსიმალურად შორს უნდა იდგას. გამწოვსა და ქურას შორის დაშორება არანაკლებ 70 სანტიმეტრი უნდა იყოს. კარგად და რეგულარულად უნდა წმინდოთ გამწოვის ფილტრიც რადგან მასზე არსებული ცხიმის ნადებიც თავისუფლად შეიძლება ხანძრის მიზეზად იქცეს.
ელექტრო ენერგიის როზეტები წყლისგან მოშორებით უნდა განათავსოთ, არანაკლებ 60 სანტიმეტრს დაშორებით. მართალია ახლა გვარწმუნებენ, რომ ამა თუ იმ როზეტზე წყლის შესხმაც შეიძლება და მაინც უსაფრთხოა, მაგრამ, აჯობებს თავი დაიზღვიოთ. ოთახებშიც როზეტები არა მხოლოდ ხელის სიმაღლეზე, არამედ ქვემოთ პლინტუსთანაც გააკეთოთ. მტვერასრუტის შეერთება ასეთი სიმაღლის როზეტში აჯობებს, რადგან დაქაჩვას ის უკეთ გაუძლებს და არ მოირყევა.
საცხოვრებლის გეგმის ცვლილება
სახლის გეგმის ცვლისთვის პირველ რიგში შესაბამის ორგანოებს უნდა შეუთანხმდეთ. ხშირ შემთხვევაში ამ უფლების გაცემა ადვილად არ ხდება. თუ ლოჯისა და მისაღების ან აბაზანისა და ტუალეტის გაერთიანება გსურთ ამისთვის ნებართვის აღება მოგიწევთ!
ძველ სახლებში ამ ნებართვის მიღება გაცილებით რთული ან შეუძლებელია. მსგავსი რემონტის ნებართვის გარეშე გაკეთებამ კი შეიძლება სერიოზული უსიამოვნებები გამოიწვიოს.
უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად და ყველაფრის ჭკვიანურად გასაკეთებლად, ნუ დაარღვევთ უსაფრთხოების წესებს. აჯობებს კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიაროთ და მათ მუშაობაში ოდნავ ძვირი გადაიხადოთ. ეს ვარიანტი გაცილებით აჯობებს დიდი ჯარიმის გადახდას. გაუფრთხილდით თქვენს თავს და შეიკავეთ თავი გაუაზრებელი ქმედებებისგან.