რა მოხდება თუ გელ-ლაქს 4 კვირა ატარებთ

0
254

ფრჩხილებზე უკვე 5 წელია გელ-ლაქს ვისვამ. ამ დროის განმავლობაში არანაირ პრობლემას არ შევჩეხებივარ, თუმცა ვიცი, რომ ასე ყველას არ უმართლებს. მაგალითად, ზოგი ძალიან წელავს და მანიკურს თვეში ერთხელ იკეთებს. მსგავსმა ქმედებამ შეიძლება არასასიამოვნო შედეგებთან მიგვიყვანოს. დღეს Paparazzi-ს რედაქცა მოგითხრობთ თუ რატომ უნდა განაახლოთ მანიკური ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

პირველი მიზეზი ალბათ ყველასთვის ცნობილია. ფრჩხილები საკმაოდ სწრაფად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველ კვირას ნუნსა და მანიკურის საფარს შორის მანძილი გაიზრდება. ვიზუალურად ეს ძალიან არასასიამოვნოდ გამოიყენება.

Photo credit: GettyImages

გარდა ამისა ნუნებიც თვალშისაცემია. თუ ფრჩხილებს არ მოუვლით ის უხეში ხდება. ამისგან თავის დასაცავად სპეციალური ბალზამი და ხელის კრემი გამოიყენეთ. ეს საშუალებები ნუნებს გამოშრობისგან დაიცავს.

თუ გსურთ, რომ გაზრდილი ფრჩხილი ძალიან შესამჩნევი არ იყოს კანის ფერის, ნაზი ვარდისფერი ან გამჭვირვალე გელ-ლაქი გამოიყენეთ.

Photo credit: GettyImages

ფრჩხილების მდგომარეობა

დროთა განმავლობაში საფარი არა მხოლოდ გარეგნულად არამედ შიგნიდანაც იცვლება. ლაქი და ბაზა თავის ხარისხს კარგავს და შეიძლება ფრჩხილების დაყოფა გამოიწვიოს. შედეგად საფარზე ბზარები ჩნდება. ნუ მიიყვანთ ფრჩხილს ასეთ მდგომარეობამდე, რადგან ის უფრო თხელი და მტვრევადი გახდება.

ფრჩხილების ქვეშ უამრავი ბაქტერია გროვდება. შეიძლება იფიქროთ, რომ იქ არაფერია მაგრამ, სინამდვილეში ამ ადგილებში ბევრი ჭუჭყი გროვდება. შეგიძლიათ გაზრდილი ფრჩხილის სიგრძე დამოუკიდებლად დაარეგულიროთ ქლიბის მეშვეობით. სპეციალისტები გვირჩევენ კარგად გავიწმინდოთ ფრჩხილების ქვეშ არსებული ადგილები რბილი ჯაგრისის და საპნის მეშვეობითაც.

Photo credit: GettyImages

ძალიან გრძელი ფრჩხილები დროდადრო შეიძლება მოგვტყდეს. ეს განსაკუთრებიით აქტუალურია თუ მათ დაგრძელებას მიეჩვიეთ. ზოგადად ფრჩხლის ზრდა მისთვის დამატებით დატვირთვას წარმოადგენს. არასდროს გაიკეთოთ მსგავსი პროცედურა დაუტესტავ ოსტატთან. ფრჩხილთან სამუშაო ყველა მასალა უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს.

ზოგჯერ ფრჩხილი დაგრძელებას ვერ იტანს. მსგავსი რამ ჩემს მეგობარს შეემთხვა. გელ-ლაქის გაკეთების შემდეგ ერთ დღეში ლაქი უბრალოდ ძვრება. სამწუხაროდ მსგავსი შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული.

Photo credit: GettyImages

ეს ყველაფერი პედიკურსაც ეხება. როდესაც ფეხის ფრჩხილებს იღებავთ თითებს დამატებით ტვირთავთ, ამან კი შესაძლოა სხვადასხვა დეფორმაციებთან მიგვიყვანოს. მათ შორის ფრჩილის ჩაბრუნებასთან და კოჟრებთანაც. ამიტომ აჯობებს ზამთარში უარი თქვათ პედიკურზე, რადგან მუდმივად დახურული ფეხსაცმლით დავდივართ.

მოცილება და დაფარვა

ეცადეთ ფრჩხილი კრიტიკულ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ. კარანტინის დროს ბევრ ქალს მოუწია საფარის დამოუკიდებლად მოცილება, მაგრამ ამის სახლის პირობებში გაკეთება არც ის ეიოლია. პროფესიონალი ოსტატი ხომ როგორც წესი სპეციალურ აპარატს იყენებს. სახლის პირობებში კი ფრჩხილს დააზიანებთ.

Photo credit: GettyImages

ნუ მიხვალთ გამოუცდელ ოსტატთან. ნურც სხვადასხვა მაცდურ შემოთავაზებებს ენდობით, მაგალითად “გვჭირდება მოდელები ფრჩხილისთვის”. გამოუცდელი ხელოსანი პროცედურას გაცილებით დიდხანს აკეთებს, გარდა ამისა არ ვიცით საბოლოო შედეგი როგორი იქნება, ამიტომ ეკონომიისთვის გარისკვა არ ღირს.

2021 წლის ტრენდები

ტექნიკურ ნიუანსებზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა კი წლის ტრენდებსაც გადავავლოთ თვალი. მაგალითად, თეთრი ხარის წელში ორიგინალური ვერცხლისფერი მანიკურია მოდაში. აქ ჩამოთვლილი იდეების ნაკკრები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგადგებათ და რომელიმე წვეულებისთვისაც.

Photo credit: GettyImages

ახლა მოდაში მინიმალზმია. ეს არა მხოლოდ სამოსს ეხება არამედ ფრჩხილებსაც. გირჩევთ ფრანგულ მანიკურს მაქციოთ ყურადღება. 2021 წელს ის ახალ ძალას მოიკრებს.

Photo credit: GettyImages

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფრჩხილებს და მოუფრთხილდით. თუ ცხოვრება მანიკურის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ის რეგულარულად გაიკეთეთ და ბოლო მომენტადე ნუ გაწელავთ. მათი მოვლა სახლის პირობებშიც შეიძლება.