რატომ აღმერთებენ იტალიელები კარტოფილს და როგორ მიირთმევენ მას

1609

ჩვენს მაგიდებზე რეგულარულად ჩნდება შემწვარი, მოთშული, მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი, კარტოფილის პიურე ან კარტოფილი ფრი. თუმცა დღეს Paparazzi-ს რედაქცია შეუდარებლად გემრიელი კერძის – ტაფაზე შემწვარი ყვეალიანი კარტოფილის რეცეპტს შემოგთავაზებთ. მისი მთავარი შტრიხი კი, შებრაწულ ოქროსფერ ქერქში და პირში დნობად შიგთავსში იმალება.

კარტოფილი ყველით – ტაფაზე

სანამ უშუალოდ რეცეპტზე გადავალთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას გაეცნოთ, რომლებიც კარტოფილის შებრაწვაში დაგეხმარებათ.

  1. აჯობებს მშრალი სახეობის კარტოფილი აირჩიოთ. მას გარედან ღია ყავისფერი კანი აქვს, შიგნით კი ტეთღია. მოყვითალო სველი კარტოფილი კი სხვა რეცეპტებისთვის შემოინახეთ.
  2. სანამ კარტოფილს შეწვავთ, კარგად გააშრეთ ის. ამგვარად შებრაწული ქერქი გარანტირებული გექნებათ.
  3. კარტოფილი ტაფაზე მხოლოდ მაშინ დაყარეთ როდესაც მისი ზეთი ძალიან გაცხელდება.
  4. კარტოფილს მარილი შეწვის პროცესის ბოლოს დააყარეთ. ამგვარად მასა ფაფას აღარ დაემგვანება.

ინგრედიენტები

  • 800 გრამი კარტოფილი
  • 15-20 გრამი პარმეზანი
  • მარილი – გემოვნებით
  • 0,5 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • შავი პილპილი – გემოვნებით
  • 0,5 ჩაის კოვზი გამხმარი ნიორი
  • ოხრახუში ან კამა – გემოვნებით
  • 0,5 ჩაის კოვზი გამხმარი რეჰანი
  • 1 ჩაის კოვზი ბეგქონდარა

მომზადების წესი

1. პირველ რიგში კარტოფილი გათალეთ და საშუალო ზომის კუბებად დაჭერით

2. ზემოთხსენებული რჩევებისამებრ გააშრეთ კარტოფილი კუბები. ამისთვის შეგიძლიათ კარტოფილი ქაღალდის ხელსახოცზე დაყაროთ ან საწურში მოათავსოთ და დაელოდოთ როდის დაიწურება ზედმეტი სითხე. ამის შემდგ ტაფაზე მცენარეული ზეთი დაასხით. გირჩევთ რაფინირებული ზეთი გამოიყენოთ რადგან ის უფრო ნაკლებ მავნე ნივთიერებებს შეიცავს.

კარგად გაცხელებულ ტაფაზე კარტოფილი მოათავსეთ. საკმაოდ მაღალ ცეცხლზე და თავსახურ მოხდილ ტაფაზე წვით. ეცადეთ შეძლებისდაგვარად იშვიათად ურიოთ რათა კარტოფილმა ფორმა არ დაკარგოს.

3. გამზადებული ოქროსფერ ქერქიანი კარტოფილი მარილით, წიწაკით, პაპრიკით, გამხმარი ნიორით, ბეგქონდარითა და რეჰანით შეაზავეთ. ყველაფერს კარგად მოურიეთ.

4. რა თქმა უნდ ამა ეტაპზე კარტოფილის მაგიდასთან მიტანა უკვე შეგიძიათ. მაგრამ, ჩვენ მას უფრო გემრიელს გავხდით. ამისთის კარტოფილი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და ზემოდან ცოტაოდენი პარმეზანი დაახეხეთ. ეს ყველაფერი გაცხელებულ ქურაში შედგით 5 წუთით. მზა კერძს დაწრილი ოხრახუში და კამა მოაყარეთ. მზად არის!

როგორც ხედავთ, არომატული იტალიური კარტოფილის მომზადება უმარტივესია! ეს რეცეპტი აუცილებლად მოინიშნეთ, რათა თქვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების უგემრიელესი კერძით გახარება შეძლოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს