პური, რომლის რეცეპტიც ყველა დიასახლის უნდა ჰქონდეს.

2251

რა შეიძლება იყოს სახლში გამომცხვარ პურზე გემრიელი?! მისი არომატი მთელს სამზარეულოს ავსებს და სურვილს გიჩენთ მისი გემოთი დატკბეთ. ამ პურის გამოცხობის შემდეგ აღარასდროს გაგიცნდებათ პურის მაღაზიაში შეძენის სურვილი. Paparazzi-ს რედაქცია სწროედ ამ შესანიშნავ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ეს რეცეპტი ერთ-ერთი კულიანრიულ ბლოგეს ეკუთვნის. პროდუქტები 2 ცალი პურის მომზადებას გულისხმობს, თუმცა ყველაფერი თქვენს საცხობ ფორმაზეა დამოკიდებული. შეიძლება 1 დიდი პური გამოგივიდეთ ან 4 პატარა.

Photo credit: youTube

ინგრედიენტები

  • 1,2 კგ ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 800 მილიგრამი თბილი წყალი
  • 1 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი შაქარი

მომზადების წესი

1. ფქვილი დიდ ჯამზე დაყარეთ. ცენტრში მცირე ჩაღრმავება გაუკეთეთ და მასში საფუარი და შაქარი ჩაყარეთ. შემდეგ ამ ჩაღრმავებაში მცირეოდენი წყალი ჩაასხით და საფუარი ჩაყარეთ. საფუარს მოურიეთ.

2. 5 წუთის შემდეგ საფუარი ამოქმედდება და დონავ ამოიწევს. ასევე მცირე ბუშტუკებსაც დაინახავთ. ამ მომენტში მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

Photo credit: youTube

3. ცალკე ჭურჭელში წყალი ჩაასხით და მარილი ჩაყარეთ. კარგად მოურიეთ. მარილიანი წყალი ფქვილიან ჯამში გადაასხით და კოვზით მოურიეთ. ცომი ხელით მოზილეთ. ის მინიმუმ 10-15 წუთის განმავლობაში, კარგად უნდა მოზილოთ.

4. ამის შემდეგ ცომიანი ჯამი თბილ ადგილას, დაახლოებით 1 საათით მოათავსეთ.

Photo credit: youTube

5. როდესაც ცომი გაფუვდება, ხელებზე ზეთი წაისვით და ის სხვადასხვა ნაწილებად დაყავით. თუ მაღაზიის პურის ზომის ფორმა გაქვთ საკმარისია ცომი ორ ნაწილად გაყოთ. თუ ფორმა უფრო პატარაა მაშინ 3 ან 4 ნაწილად.

6. ყველა ნაწილი სრულიად გლუვი ზედაპირის მქონე უნდა გახდეს.

Photo credit: youTube

7. საცხობ ფორმებს ზეთი მოუსვით. შემდეგ ცომის ყოველი ნაჭერი საცხობ ფორმაში მოათავსეთ, გადააფარეთ ნაჭერი და თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ.

8. როდესაც ცომი მეორედაც ამოვა, ქურა 200 გრადუსზე გააცხელეთ. პური 40-50 წუთის მანძილზე ქურაში აცხვეთ.

Photo credit: youTube

ამ რეცეპტით გამომცხვარი პური რბილი და გემრიელი გამოდის. ფორმიდან ის იოლად გადმოდის, ამასთან დაკავშირებით სირთულე არ იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს