ტირამისუს მასკარპონეთი მომზადება იტალელმა კულინარმა ლუკა მონტესინომ შემოგვთავაზა, თუმცა ალბათ ხვდებით, რომ ამ რეცეპტში ბევრი ნიუანსი იქნება. მაშინ, რატომ არ გავამრავალფეროვნოთ ამ ტორტების ვერსიები და მისი კიდევ ერთი უნიკალური ვარიანტი არ შევისწავლოთ?!
Paparazzi-ს რედაქცია გულწრფელად გისურვებთ მარტივი მზადების შთაგონებას. ამ რეცეპტში არცერთ საიდუმლოს არ დაგიმალავთ! მოდით დავიწყოთ!
ტირამისუ სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 500 გრამი მასკარპონე
- 400 მილიგრამი ცხიმოვანი ნაღები (<30%)
- 250 მილიგრამი ესპრესო (მისაღებია ხსნადიც)
- 50 გრამი კაკაო სიტკბოს გარეშე
- 200 გრამი ჩვეულებრივი შაქრის ორცხობილა
ინგრედიენტები კრემისთვის:
- 8 ცალი კვერცხის გული
- 300 გრამი შაქარი
- 100 მილიგრამი წყალი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ესენცია
ტირამისუს ტორტი სახლის პირობებში
1. თანმიმდევრობა რთულად ნუ მოგეჩვენებათ. ჯერ დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის გულები (მიქსერით). პარალელურად მოამზადეთ სიროფი წყლისა და შაქრისგან. მზაობა მაშინ დგება როდესაც სიროფი შესქელებას იწყებს. ჩართეთ მიქსერი მაღალ ბრუნვაზე და ნელ-ნელა სიროფი კვერცხის გულებში შეურიეთ. განაგრძეთ სანამ კრემი არ გაცივდება.
2. კვერცხის კრემი დროებით გვერდზე გადადგით და გაცივებული ნაღები ათქვიფეთ, თუმცა დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გაჩერდით. ცალკე ჭურჭელში მასკარპონე დაარბილეთ (კოვზით ან ნიჩბით), დაუმატეთ კვერცხის გული და საგულდაგულოდ მოურიეთ. ახლა კი ნაღები დაუმატეთ და მოურიეთ, სანამ ერთგვაროვანი და ჰაეროვანი კრემი არ გამოგივათ.
3. ცალკე მოადუღეთ ყავა და გააგრილეთ. მასში შაქრის ორცხობილა ამოავლეთ და წინასწარ მომზადებულ ფორმაში მოათავსეთ, შემდეგ კრემი წაუსვით და ასე ფენა-ფენა განაგრძეთ ორცხობილისა და კრემის ფორმაში მოთავსება, სანამ ინგრედიენტები არ დაგიმთავრდებათ. ისღა დაგრჩენიათ ფორმა მაცივარში შედგათ, მინიმუმ 5 საათი, საუკეთესო ვარიანტში კი მთელი ღამით. სუფრასთან მიტანამდე ტორტს კაკაო მოაყარეთ.
Paparazzi-ს რედაქციისგან
ყავაში შეგიძლიათ სიროფი, ლიქიორი ან უბრალოდ შაქარიც ჩაამატოთ. ორცხობილის ნაცვლად სავოიარდი გამოიყენეთ. ამ შემთხვევაში 1-2 ფენა ორცხობილა გააკეთეთ. ჩვენს ვარიანტში 4 ფენა გამოდის. მიუხედავად ამისა მზა დესერტი ფენას შესანიშნავად ინარჩუნებს.
კომენატრებში გაგვიზიარეთ თუ როგორ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი. მოგვიყევით თქვენი შთაბეჭდილებები მის შესახებ.