ხელნაკეთი საყრდენი კიტრისთვის

802

გამოცდილმა მებაღეებმა, იციან რომ კიტრის კარგი მოსავლის მისაღებად მისი საყდენის მოწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს კლიმატურ პირობებში კიტრის სათბურში დათესვა უკვე აპრილიდან შეიძლება, მისი ნერგები კი მარტში უნდა გაამზადოთ. ამიტომ კიტრის კვლების მომზადება უკვე უნდა დაიწყოთ.

საყრდენი კიტრისთვის – ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია საყრდენის მომზადებას გასწავლით. კიტრისთვის საყრდენის მომზადება ღია გრუნტზეც შეიძლება და სათბურშიც. ასეთ კონსტრუქციას ბევრი უპირატესობა აქვს.

Photo credit: Depositphotos
  1. დაიზოგება ფართობი. კვალზე მეტი მცენარეების მოთავსებას შეძლებთ და ნაკლებ ადგილს დაიკავებს.
  2. გამორიცხულია ფოთლების მიწასთან კონტაქტი და შესაბამისად კიტრის დაავადების რისკიც მცირეა.
  3. ჩქარდება მომწიფების პროცესი, რადგან მცენარე მეტ სითბოსა და სინათლეს იღებს.
  4. სიცხეში ბადე მეტ ჩრდილს გვაძლევს.
  5.  ლიანა თანაბრად განაწლდება საყრდენზე, შესაბამისად იოლდება მისი დამუშავება, მორწყვა და განოყიერება.
  6. მაღალ კვლებში მოსავლიანობაც უფრო მაღალია.
Photo credit: Depositphotos

ასაწყობი საყრდენი კონსტრუქცია – საშუალო ზომის კიტრისთვის ასეთი კონსტრუქცია შეგიძლიათ ზამთარში დაშალოთ და შემდეგ საჭიროებისამებრ ისევ ააწყოთ.

4 მეტრი სიგრძის და 70 სანტიმეტრი სიგანის კვალის ორივე მხრიდან მოსაწყობად 3 მეტალის მილი დაგჭირდებათ (150-170 სანტიმეტრი სიგრძის). კიდევ ორი ცალი ორმეტრიანი მილი ჰორიზონტალური მიმართულებისთვის დაგჭირდებათ.

აწყობილ კარკასზე პლასტმასისი ბაღის ბადე გაჭიმეთ.

იმისთვის, რომ ბუჩქი მაღლა იზრდებდეს და გვერდულად არ გავიდეს ისინი ხამუთით მიამაგრეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს