როგორ მოვამზადოთ თესლი იმისთვის, რომ ზედმეტი ნერგის გაზრდა აღარ მოგვიწიოს

0
177

ალბათ ნებისმიერი თავმომწონე მებაღე დარწმუნებულია, რომ ზუსტად იცის ნერგების დარგვა, ბოლოს კი იმდენი ნერგი შერჩება ხელში, რომ ან მეზობლისთვის ჩუქება უწვეს ან გადაყრა.

დღეს Paparazzi-ს რედაქცია დათვლის მარტივ მეთოდს შემოგთავაზებთ, იმისთვის, რომ ნერგები სწორად გაზარდოთ. გაიტავისეთ ეს წესები და ზუსტად გეცოდინებათ რამდენი თესლი დაგჭირდებათ საჭირო რაოდენობის ნერგის მისაღებად.

Photo credit: Depositphotos

როგორ დავრგოთ ნერგები სწორად?

“ყოველ თებერვალს ჩვენი სახლი ნერგებით ივსება. მამას აზრით ამსზე უკეთ ნერგების დათესვა, გაზრდა და გადარგვა არავის შეუძლია. ამიტომ ამ მისიას არავის უთმობს.

ისღა დამრჩენია თესლის შეძენით დავკმაყოფილდე. ზოგჯერ მამა მათაც იწუნებს. ნერგების მორწყვის უფლებასაც მხოლოდ მისი ლექციების მოსმენის შემდეგ მაძლევს. აი ასეთი მონდომებული მებაღეა!

Photo credit: Depositphotos

მაგრამ, არსებობს დიდი პრობლემა: ყოველ წელს ის იმდენ თესლს თესავს, რომ საერთო ჯამში ძალიან ბევრი ნერგი რჩება. სახლში ადგილი არ გვყოფნის, ამიტომ მათი დარიგება ან უარესი – გადაყრა გვიწევს.

არანაირი საუბარი არ გვშველის. მამა ყოველთვის პოულობს მიზეზებს. “რა მოხდება რომ არ ამოვიდეს?!” “გაზაფხული ცივი და კაპრიზული რომ გამოდგეს?! ამიტომ მეტი ნერგი უნდა დარგათ! გაზაფხულზე კი სიტუაციაში გავერკვევით”.

Photo credit: Depositphotos

მსგავსი პრობლემები ალბათ ბევრისთვის არის ცნობილი. თუ ნერგების გაყიდვით ხართ დაკავებული რაოდენობა მაინც გათვლილი უნდ აგქონდეთ. ამისთვის საკმარისია რამდნეიმე ელემენტარული მათემატიკური მოქმედება ჩაატაროთ.

Photo credit: Depositphotos

1. პირველ რიგში თესლის შეფუთვაზე დატანილი რეკომენდაცია წაიკითხეთ. უნდა იცოდეთ ორი ციფრი: ოპტიმალური დაშორება ნერგებს შორის და რიგებს შორის დაშორება. სწორედ ეს რიციხვები (სანტიმეტრებში) უნდა გადაამრავლოთ იმისთვის, რომ ერთი მცენარისთვის საჭირო სივრცე განსაზღვროთ. მაგალითად თუ მცენარეებს შორის 35 სანტიმეტრიანი დაშორება უნდა იყოს, ხოლო რიგებს შორის კი 30 სანტიმეტრი გადაამრავლეთ 35 * 30 = 1050 სმ².

2. შემდეგ გამოთვალეთ თქვენი რიგის მოცულობა. როგორც წესი მათი ფორმა მართკუთხედია დ მისი გამოთვლა მესამე კლასელსაც არ გაუჭირდება. მაგალითად თუ ნაკვეთის სიგრძე 4 მეტრია, სიგანე კი 2 მეტრი, ფართობის ზომა იქნება: 400 * 200 = 80000 სმ².

Photo credit: Depositphotos

3. ახლა ისღა დაგვრჩა მეორე ნიშნული პირველზე გავყოთ, შესაბამისად საჭირო ნერგების რაოდენობას მივიღებთ. ჩვენს შეთხევვაში 80000/1050 ≈ 76. ეხლა რამდენიმე ნერგი სათადარიგოდ მიუმატეთ და ნახავთ, რომ 80-85 ნერგი ნამდვილად გეყოფათ.

Photo credit: Depositphotos

გამოცდილი მებაღეები უკვე თვალის ზომითაც ხვდებიან რამდენი ნერგი ესაჭიროებათ, მაგრამ ხშირად საჭირო 80 ნერგის ნაცვლად 100 ან 120 ნერგი გამოდის, შემდეგ კი იწყება თავსატეხი თუ სად უნდა გადავანაწილოთ ეს ნერგები.