რომელი კბილის პასტის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს

0
960

ორსულობა და სილამაზის სრული დაშვება პოლარული ცნებებია. ეს კბილების და პირის ღრუს მოვლასაც ეხება.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მომავალმა დედებმა კოსმეტიკური ჩანთის სრული რევიზია უნდა ჩაატაროს, რადგან ორსულობის პერიოდში ყველა პროცედურა ნებადართული არაა. რა თქმა უნდა, კბილის პასტის არჩევანიც იზღუდება.

უსაფრთხო კბილის პასტის, ასევე მომავალი დედების კბილების და პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ გალინა ავრამენკო, კლინიკა Academic Dentictry სტომატოლოგ-თერაპევტი გვიამბობს.

მომავალი დედების ყველაზე ხშირი სტომატოლოგიური პრობლემები

ორსულობის დროს ქალები ყველაზე ხშირად ღრძილებიდან სისხლდენას, პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს და კბილების გაზრდილ მგრძნობელობას უჩივიან, ანუ ისეთ ქრონიკულ დაავადებებს, როგორიცაა გინგივიტი, პაროდონტიტი და კარიესი.

ამ პროცესების კატალიზატორს ქალის ჰორმონალური ფონის ცვლილებება (ესტროგენის და პროგესტერონის ჰორმონების სეკრეციის ზრდა) იწვევს. ზოგიერთ ჰორმონს იმუნოსუპრესიული თვისება (იმუნიტეტის დაქვეითების უნარი) აქვს, რაც მიკროორგანიზმების აქტიურ გამრავლებას და კბილის ნადების წარმოქმნას იწვევს.

ორსულობის დროს ტოქსიკოზი მჟავე-ტუტე ბალანსის დარღვევას იწვევს.

Ph-ის მაჩვენებელი მჟავისკენ იზრდება, რაც ნერწყვის დამცველ ფუნქციას ამცირებს და ემალზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ამასთან, ორსულობის დროს კვების რეჟიმის და ჩვევები იცვლება. ნახშირწყლების მოხმარება იზრდება. ბაქტერიები ნახშირწყლებს კვებისა და კბილის ნადების წარმოსაქმნელად იყენებენ. ამ პროცესის საბოლოო პროდუქტი ორგანული მჟავაა, რომელიც ემალის დემინერალიზაციას იწვევს.

კარიესის, გინგივიტისა და პაროდონტიტის წარმოქმნის მთავარი მიზეზი კბილის ნადებია.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კბილების დღეში ორჯერ გახეხვა, ჰიგიენის დამატებითი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ირიგატორი და კბილის ძაფი, ასევე ყოველ 4-6 თვეში სტომატოლოგთან ვიზიტი და პირის ღრუს პროფესიული გაწმენდა.

პროდუქტები სურათზე: კბილის პასტა Zero Balance; Splat; კბილის პასტა Enzycal Zero, Curaprox, კბილის პასტა Vitalizing Herbal, Swiss Smile; კბილის პასტა კალენდულით, Weleda, კბილის პასტა „ტყის შუადღე, ჟოლო“, R.O.C.S, კბილის პასტა მგრძნობიარე კბილებისთვის, Himalaya

როგორ შევარჩიოთ კბილის პასტა ორსულობის დროს

კბილის პასტის არჩევის დროს მომავალმა დედებს ყურადღება შემდეგ მომენტებზე უნდა გაამახვილოს:

1. კბილის პასტა ანტიბიოტიკსა და ტრიკლოზანს არ უნდა შეიცავდეს

თუ კბილებს ანტიბაქტერიული საშუალებით ხშირად გაიწმენდთ, პირის ღრუს მიკროფლორა შეიძლება დააზიანოთ, რადგან მავნე ბაქტერიებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიაც ნადგურდება.

2. კბილის პასტაში პარაბენების და SLS-ის შემადგენლობა არასასურველია

ამ ინგრედიენტებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. მათ დაგროვებითი ეფექტი აქვთ. ამასთან SLS (ნატრიუმის ლაურილ სულფატი) ლორწოვანს აშრობს, ალერგენების და მიკროორგანიზმების მიმართ ღრძილების მგრძნობელობას ზრდის.

სჯობს ისეთი პასტა შეარჩიოთ, რომელსაც აბრაზიული ნაწილები, აგრესიული მათეთრებელი კომპონენტები, მკვეთრი გემოს და სუნის არომატიზატორები არ აქვს.

3. კარგი იქნება, თუ პასტა კალციუმს და ფთორს შეიცავს

კალციუმი ლაქტატის, გლუკონატის ან ფოსფატის სახით სასარგებლო ორგანული ინგრედიენტები მცენარეული ბალახების სახით, რბილი ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო დანამატები (ალანტოინი), ასევე ფთორი – ინგრედიენტებია, რომლებიც მომავალ დედებს შეეფერება.

დღესდღეობით ფთორის მიმართ სტომატოლოგების დამოკიდებულება ორაზროვანია: ბევრი ექიმი ფთორის შემცველი პასტების გამოყენებას ამ ელემენტების ტოქსიკურობის გამო არ გირჩევთ. თუმცა ფთორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გადაჭარბებულია, რადგან ზრდასრული ადამიანები პასტას არ ყლაპავენ, ხოლო პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან მისი შთანთქმა არ ხდება.

ფთორის შემცველი პასტა მომავალი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე არასასურველ გავლენას არ ახდენს. პირიქით, ფთორის კარიესის პროფილაქტიკის კუთხით დადებითი ეფექტი აქვს.

არსებობს სიტუაცია, როცა ფთორის შემცველ პასტაზე უარი უნდა თქვათ:

  • თუ მომავალ დედას სტომატოლოგის მიერ დიაგნოზირებული ფლუოროზი აქვს;
  • თუ საცხოვრებელ ადგილას ონკანის წყალში ფთორის დონე გაზრდილია;

ასევე აღსანიშნავია, რომ დაბალანსებული რაციონის და კვების პროდუქტებიდან საჭირო რაოდენობით ფთორის მიღების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის პასტა, რომელიც ფთორს არ შეიცავს. თუმცა ეს უფრო იდეალური სიტუაციაა და არა რეალობა!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი